ბუნება გრანდიოზული, მშვენიერი და ზოგჯერ სასაცილო რამ არის. მისი სახალისო მხარე 2022 წლის Comedy Wildlife Photography Awards-მა არაჩვეულებრივად წარმოაჩინა. ფინალისტი ფოტოები მოიცავს სუპერმოდელ ენოტს, კენგურუებს "ტიტანიკის" ცნობილი სცენიდან და დათვს, რომელსაც, ჩვენს მსგავსად, ცხოვრება ყელში ამოუვიდა. ბევრი რომ აღარ ვისაუბრო, დაათვალიერეთ ფოტოები და დატკბით:

კუნგ-ფუ ციყვი

ფოტო: Alex Pansier/Comedywildlifephoto.com

ფოტოგრაფმა ალექს პანსიერმა საბრძოლო ხელოვნებაში მოვარჯიშე წითელი ციყვი გადაიღო.

ავსტრალიელი ჯეკი და როუზი

ფოტო: Michael Eastwell/Comedywildlifephoto.com

თქვენი არ ვიცი და მზის ჩასვლისას კენგურუების თამაშის (ან ჩხუბის) ფოტომ "ტიტანიკის" ცნობილი სცენა მომაგონა.

"ჩემს ცხოვრებაში გასაღიმარი არაფერია"

ფოტო: Allison Buttigieg/Comedywildlifephoto.com

ფინელმა ფოტოგრაფმა ელისონ ბუტიგიეგმა კენიელი ლომის ეს საინტერესო გამომეტყველება აღბეჭდა.

მოგესალმებით!

ფოტო: Miroslav Srb/comedywildlifephoto.com

როგორც ჩანს, ეს ენოტი ფლორიდის სანაპიროზე, ფოტოებისთვის პოზების შერჩევას უკვე მიეჩვია.

თევზების სელფი

ფოტო: Arturo Telle Thiemann/Comedywildlifephoto.com

როგორც ჩანს, თევზების ეს სახეობა (Ballistes capriscus), ენოტის მსგავსად, ფოტოების გადაღებას მიჩვეულია.

არც თუ საუცხოო რეფლექსები

ფოტო: Jennifer Hadley/Comedywildlifephoto.com

სერენგეტელი (ტანზანია) 3 თვის ბოკვერი ხიდან ჩამოსვლისას ასეთ პოზაში აღმოჩნდა. საბედნიეროდ, ბოკვერს არაფერი დაშავებია და რამდენიმე სხვა მეგობართან სათამაშოდ გაიქცა.

მრბოლელი ზებრა

ფოტო: Vince Burton/Comedywildlifephoto.com

ბრიტანელმა ვინს ბარტონმა ეს კენიელი ზებრა უჩვეულო პოზაში დააფიქსირა.

დაგახრჩობ!

ფოტო: Emmanuel Do Linh San/Comedywildlifephoto.com

სამხრეთ აფრიკელმა ფოტოგრაფმა სამხრეთ აფრიკის კალაჰარის ბილიკების ნაკრძალში ეს სურიკატები გადაიღო. "ჩემ მიერ შერჩეულ ფოტოში არ არის აგრესია, არამედ იმგვარი ურთიერთქმედებაა, რომელიც გვახსენებს ადამიანებს — მაგალითად, როცა მეგობარი შენზე იხუმრებს და ვითომ მის დახრჩობას გადაწყვეტ, საპასუხოდ კი ის პირს აღებს", — განმარტა ფოტოგრაფმა.

უკაცრავად... უკაცრავად!

ფოტო: Ryan Sims/Comedywildlifephoto.com

ფოტოგრაფმა რაიან სიმსმა ვაშინგტონის ხუანიტა ბეის პარკში გადაიღო იხვის ჭუკი, რომელიც წყალზე გადასასვლელად კუებს იყენებდა.

თვალის ჩაკვრა

ფოტო: Arshdeep Singh/Comedywildlifephoto.com

ინდოელმა ფოტოგრაფმა მილიდან ამომძვრალი ბუ "თვალის ჩაკვრისას" გამოიჭირა.

მეჩქარება!

ფოტო: Bojan Bencic/Comedywildlifephoto.com

ხორვატიაში დაფიქსირებულ ამ გედს, როგორც ჩანს, მეგობრისთვის ცხელ-ცხელი ამბები ჰქონდა მოსაყოლი.

საჭმლის ქურდი

ფოტო: Lincoln Macgregor/Comedywildlifephoto.com

ამ კაზუარმა ქუინსლენდში (ავსტრალია) პიკნიკზე წასული ადამიანები შეაშინა. "ხანჯლისმაგვარი კლანჭებით შეიარაღებული და ხშირად აგრესიული ტერიტორიაზე შემოჭრილებისა და თავდამსხმელების მიმართ, კაზუარები პატივისცემას ითხოვენ და ადამიანების უმეტესობა მათგან უსაფრთხო დისტანციას იცავს", — აღნიშნა ფოტოგრაფმა ლინკოლნ მაკგრეგორმა. "რამდენიმე დღე გავატარე მათი ქცევის ფოტოგრაფიასა და დოკუმენტირებაში ეტის ყურეში, სადაც ეს გარეული ფრინველები რეგულარულად შედიან ადამიანებთან კონტაქტში და ადამიანებთან მიახლოება მათთვის უკვე კომფორტულია."

უხერხული ღიმილი

ფოტო: Jorn Vangoidtsenhoven/Comedywildlifephoto.com

ენოტისა და თევზებისგან განსხვავებით, როგორც ჩანს, ეს ლოსი ფოტოების გადაღებას მიჩვეული არაა.

სტომატოლოგი ყანჩა

ფოტო: Jean Jacques Alcalay/Comedywildlifephoto.com

სამხრეთ აფრიკის კრუგერის ეროვნული პარკის ამ ფოტოზე კადრი ისეთი პერსპექტივითაა წარმოჩენილი, თითქოს ყანჩა (რომელიც ჰიპოპოტამის ზურგზე დგას) მალე ჰიპოპოტამის საუზმე გახდება.

დედობა რთულია

ფოტო: Sophie Hart/Comedywildlifephoto.com

როგორც ჩანს, დედა მაიმუნებსაც აქვთ ასეთი მომენტები. პატარა გრძელკუდიანი მაკაკა (Macaca fascicularis) ეხუტება დედას, რომელსაც, როგორც ჩანს, ჩახუტების ნაცვლად, დასვენება უნდა.

სალამი!

ფოტო: Dave Shaffer/Comedywildlifephoto.com

დათვის ბელმა ფოტოგრაფ დეივ შაფერს ხელი დაუქნია.

თავხედი ციყვი

ფოტო: Lee Zhengxing/Comedywildlifephoto.com

ჭუციუეს ეროვნულ პარკში მცხოვრებმა ციყვმა ფოტოგრაფ ლი ჭენგსინგს ენა გამოუყო.

აგენტი ბუ

ფოტო: Lukas Zeman/Comedywildlifephoto.com

ბულგარეთში ფოტოგრაფ ლუკას ზემანს პატარა ბუ ძველი სახლის საკვამურიდან ზვერავდა.

ერთი კაციც და...

ფოტო: Corinne Kozok/Comedywildlifephoto.com

ფარნის კუნძულებზე მცხოვრები ეს Uria aalge დასაშვებად უსაფრთხო ადგილს ეძებს.

უთავო მხედარი

ფოტო: Martin Grace/Comedywildlifephoto.com

ეს იმპერატორი პინგვინი (Aptenodytes patagonicus), ერთი შეხედვით, უთავოდ გამოიყურება.

შეუპოვარი თევზი

ფოტო: John Chaney/Comedywildlifephoto.com

ფოტოგრაფი ჯონ ჩანის თქმით, ამ შეუპოვარმა ორაგულმა სადილად ყოფნას დათვთან ბრძოლა არჩია.

ბევრი მოუვიდა

ფოტო: Paul Eijkemans/Comedywildlifephoto.com

ნიდერლანდელმა ფოტოგრაფმა პოლ ეიკემანსმა გადაიღო Rhinecanthus aculeatus, რომელმაც მარჯნის ნარჩენები აღებინა.

ფეხბურთელი ქორი

ფოტო: Jia Chen/Comedywildlifephoto.com

ონტარიოში (კანადა) ქორი გირჩით თამაშისას გადაიღეს.

გაბეზრებული დათვი

ფოტო: Paolo Mignosa/Comedywildlifephoto.com

მურა დათვის ეს ქვესახეობა (Ursus arctos beringianus) გვხვდება მხოლოდ კამჩატკას ნახევარკუნძულსა და მიმდებარე კუნძულებზე. იტალიელმა ფოტოგრაფმა პაოლო მინოზამ დათვი მდინარის მახლობლად თამაშისას დააფიქსირა.

როცა გექავება

ფოტო: Kevin Lohman/Comedywildlifephoto.com

კალიფორნიის ველური ბუნების თავშესაფარში მცხოვრები ციყვი ფოტოგრაფმა კევინ ლოჰმანმა ჯოხზე ქავილისგან გათავისუფლების მცდელობისას გადაიღო.