ომბუდსმენმა ხელოვნების მუზეუმის ყოფილი თანამშრომლების მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობა დაადგინა
ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ავრცელებს.
რატომ არის მნიშვნელოვანი: საუბარია ეკატერინე კიკნაძის, დინარა ვაჩნაძის, ნინო ხუნდაძისა და დავით ნიორაძის სამეცნიერო პროექტის შეჩერებაზე, რომელიც სახალხო დამცველმა დისკრიმინაციულად მიიჩნია.
- ომბუდსმენმა 26 ოქტომბერს გამოსცა რეკომენდაცია განსხვავებული მოსაზრებების ნიშნით პირდაპირი დისკრიმინაციის აღმოფხვრის შესახებ.
- საია მიუთითებს, რომ კულტურის მინისტრად თეა წულუკიანის დანიშვნის შემდეგ სამინისტროს დაქვემდებარებულ დაწესებულებებში რეორგანიზაცია და მასშტაბური ცვლილებები დაიწყო და შედეგად, ამ დროისთვის დაკავებული პოზიციებიდან მრავალი თანამშრომელია გათავისუფლებული.
დეტალები: 28 იანვარს ეროვნულმა სამეცნიერო ფონდმა გამოაქვეყნა კონკურსში გამარჯვებული პროექტების სია, ეროვნული მუზეუმის 13 გამარჯვებულ პროექტს შორის კი ხსენებული ყოფილი თანამშრომლების ერთობლივი პროექტიც იყო.
- ორგანიზაციის თქმით, მას შემდეგ, რაც საჯაროდ გახდა ცნობილი, რომ მათმა პროექტმა დაფინანსება მიიღო, კრიტიკულად განწყობილი თანამშრომლების სამეცნიერო კვლევების განხორციელების ხელშეშლის მიზნით, მინისტრმა პროექტებიდან კონკრეტული პირების ჩამოშორების მექანიზმი შეიმუშავა.
- "დირექტორატს მიენიჭა უფლებამოსილება, დაფინანსებული პროექტების შესახებ მიმართოს დამფინანსებელს და მოითხოვოს საგრანტო თანხა";
- "დირექტორატს ასევე, მიენიჭა უფლება, თავად განსაზღვროს, დაუშვებს თუ არა მუზეუმში მკვლევარს კვლევითი პროექტის განხორციელების მიზნით".
საიას თქმით, ცვლილებების შესაბამისად, დირექტორატის უმრავლესობამ მინისტრის დისკრიმინაციული განზრახვა აღასრულა, კერძოდ, 28 მარტს მუზეუმის ფეისბუქგვერდიდან განმცხადებლებმა შეიტყვეს, რომ ფონდს მუზეუმის სახელით თანხმობა 12 პროექტის განხორციელებაზე გაეგზავნა.
- "ის 1 პროექტი, რომლის განხორციელებაზეც უარი თქვა სსიპ ეროვნულ მუზეუმში შექმნილი მუზეუმთა ჯგუფის დირექტორატი და უკვე ახლადშექმნილი სამეცნიერო საბჭო, არის განმცხადებლების პროექტი. ამით ფაქტობრივად შეუძლებელი გახდა განმცხადებლების გამარჯვებული სამეცნიერო პროექტის განხორციელება".
- ორგანიზაცია მიუთითებს, რომ განმცხადებლები არიან ხელმომწერები და ორგანიზატორები 2021 წლის აგვისტოსა და დეკემბერში მომზადებული პეტიციების, რომელიც დაკავშირებული იყო მუზეუმის უმნიშვნელოვანეს საკითხებთან.
- "მუზეუმის ახალი ადმინისტრაციის მხრიდან, პეტიციების ხელმომწერთა დევნა კი, რეორგანიზაციის შედეგებშიც ნათლად გამოჩნდა".
სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ განმცხადებლების მიმართ, მოპასუხეების მხრიდან გამოხატვის თავისუფლების დაცული აზრის გამო მათ პირად ცხოვრებასა და პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლებაში ჩარევას ჰქონდა ადგილი.
- რეკომენდაციის მიხედვით, განვითარებული მოვლენები ადასტურებს, რომ საკანონმდებლო ცვლილებების ინიცირება და გამარჯვებული პროექტის დაფინანსებაზე უარი მხოლოდ განმცხადებელთა პოზიციებით იყო განპირობებული.
- ომბუდსმენმა მიმართა კულტურის სამინისტროს, და გასცა რეკომენდაცია, გამარჯვებული პროექტის დაფინანსების მიღების მოთხოვნით, მიმართოს შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნულ სამეცნიერო ფონდს.
- "მომავალში არ დაუშვას განსხვავებული მოსაზრების ან/და სხვა ნიშნით დისკრიმინაციული მოპყრობა და საქმიანობა წარმართოს თანასწორობის პრინციპის დაცვით".
- კიკნაძე, ვაჩნაძე და ხუნდაძე თავიანთი უფლებების დაცვას სასამართლოში აგრძელებენ.
-
გადახედვამკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს მკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს
-
გადახედვამოლაპარაკებები არ დაიწყება, ვიდრე ეს კანონი დღის წესრიგშია — ევროპარლამენტის რეზოლუციის საბოლოო პროექტი მოლაპარაკებები არ დაიწყება, ვიდრე ეს კანონი დღის წესრიგშია — ევროპარლამენტის რეზოლუციის საბოლოო პროექტი
-
გადახედვაშესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა შესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა
-
-
-
-
-
-
გადახედვაროდის გაჩნდნენ დედამიწაზე მანათობელი ცხოველები? — კვლევა როდის გაჩნდნენ დედამიწაზე მანათობელი ცხოველები? — კვლევა
-
გადახედვაბრძოლა გრძელდება, აქციებზე შევხვდებით — ლაზარე გრიგორიადისის პირველი განცხადება გათავისუფლების შემდეგ ბრძოლა გრძელდება, აქციებზე შევხვდებით — ლაზარე გრიგორიადისის პირველი განცხადება გათავისუფლების შემდეგ
-
გადახედვალაზარე გრიგორიადისი თავისუფალია ლაზარე გრიგორიადისი თავისუფალია
-
გადახედვაშეიმუშავეს ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც ადამიანის დნმ-ის რედაქტირება შეუძლია შეიმუშავეს ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც ადამიანის დნმ-ის რედაქტირება შეუძლია
-
-
-
-
გადახედვასალომე ზურაბიშვილმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა სალომე ზურაბიშვილმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა
-
გადახედვა"იდენტიფიცირებულნი იქნებიან ის პირები, რომლებიც აქციის მონაწილეებს საავტომობილო გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ" — შსს-ს განცხადება "იდენტიფიცირებულნი იქნებიან ის პირები, რომლებიც აქციის მონაწილეებს საავტომობილო გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ" — შსს-ს განცხადება
-
გადახედვანახეთ: მზეზე ერთდროულად 4 ამოფრქვევა მოხდა — უიშვიათესი მოვლენა ნახეთ: მზეზე ერთდროულად 4 ამოფრქვევა მოხდა — უიშვიათესი მოვლენა
-
გადახედვადააკავეს 2 პირი, რომლებმაც მოქალაქეებს, სიცოცხლის მოსპობის მუქარით, დიდი ოდენობით თანხა გამოსძალეს დააკავეს 2 პირი, რომლებმაც მოქალაქეებს, სიცოცხლის მოსპობის მუქარით, დიდი ოდენობით თანხა გამოსძალეს
-
-
კომენტარები