ბოლოდროინდელი ვარდნის შემდეგ, საფონდო ბირჟამ ნელნელა გაცოცხლება დაიწყო. 2022 წელიც იწურება, მომდევნო წელი კი ანალიტიკოსებისთვის იმედისმომცემია, რადგან ვარაუდობენ, რომ ინვესტორები გაისად უფრო მეტ მოგებას ნახავენ. კომპანიები კი ახალ გეგმებს იმუშავებენ, რათა მეტი ინვესტორი დააინტერესონ.

ქვემოთ მოყვანილია კომპანიები, რომელთა აქციებში დროული ინვესტირება უახლოეს რამდენიმე თვეში მომგებიანი შეიძლება იყოს.

1. Netflix

პირველ და მეორე კვარტალში ბევრი მომხმარებლის დაკარგვის შემდეგ, Netflix (NFLX) ინვესტორებმა, ფაქტობრივად, მიივიწყეს. გასული წლის მაქსიმუმთან შედარებით, კომპანიის აქციები 75%-ზე მეტად დაეცა, ხოლო მისი საბაზრო კაპიტალიზაცია 100 მილიარდ დოლარზე ნაკლებით შემცირდა.

თუმცა, როგორც ჩანს, მესამე კვარტლის მოგების ანგარიშის შემდეგ, Netflix ძალებს იკრებს. მესამე კვარტალში კომპანიის მომხმარებლების რაოდენობა გაიზარდა — დაემატა 2.4 მილიონი ახალი გამომწერი, მაშინ, როდესაც კომპანია ამ ვადაში მხოლოდ 1 მილიონს ელოდებოდა. კომპანიაში ასევე ვარაუდობენ, რომ გამომწერების ზრდა მეოთხე კვარტალში დაჩქარდება და 4.5 მილიონით გაიზრდება. ეს ყველაფერი კი ინვესტორებისთვის დადებითი სიგნალია, რათა დროულად დაიწყონ Netflix აქციების ყიდვა.

2. Mastercard

გადახდების სისტემა Mastercard (MA) კიდევ ერთი მყარი კომპანიაა, რომლის ინვესტორებს გაისად მოგების მიღების შანსი აქვთ. აღსანიშნავია, რომ 2022 წელი მაღალი ინფლაციით გამოირჩეოდა, რაც კომპანიების უმეტესობისთვის ცუდის ნიშანია. თუმცა, ისეთი კომპანიისთვის, როგორიც Mastercard-ია (რომლის ბიზნესი დაფუძნებულია საკრედიტო ბარათებით გადახდებით მიღებულ საკომისიოებზე), ინფლაცია მნიშვნელობას კარგავს. ვერანაირი ინფლაცია შეაჩერებს მომხმარებლებს პირველადი საჭიროების საქონლისა და მომსახურების შეძენისგან. ამასთან, მაღალმა ფასებმა შეიძლება აიძულოს მომხმარებლები, უფრო ხშირად გამოიყენონ საკრედიტო ბარათები.

Mastercard-ის ფისკალური წინდახედულობა მეორე მიზეზია იმის დასაჯერებლად, რომ მძიმე 2022 წლის შემდეგ, 2023 წელს მისი აქციების ფასი გაიზრდება. კომპანიის მენეჯმენტის გუნდი მკაცრად იცავს ვალის გადახდის პროცესს. ამასთან, Mastercard-ს არ უწევს ფიქრი კაპიტალის გამოყოფაზე სესხისგან მიღებული ზარალის დასაფარად. სწორედ ამიტომ, Mastercard-ის მოგების მარჟა 40%-ზე მაღალია.

3. Meta Platforms

Meta Platforms (META) მთელი თავისი კომპანიებით (Facebook, Instagram, WhatsApp, Facebook Messenger და ა.შ.) სოციალური მედიაში მდგრადობისა და წარმატების მხრივ მოწინავე ადგილზეა. მიუხედავად არასახარბიელო გასული წლისა, Meta-ს მენეჯმენტის ნერვიულობა სარეკლამო შემოსავლებსა და მეტავერსის განვითარებაზე გაწეული ხარჯების გამო ზედმეტად გადაჭარბებული აღმოჩნდა, რაც კომპანიას 2023 წლის აღმასვლისთვის კარგ პოზიციაში აყენებს.

Meta მსოფლიოში ოთხი ყველაზე ხშირად მონახულებადი სოციალური მედიის მშობელი კომპანიაა. მეორე კვარტალში, მსოფლიოში 3,65 მილიარდი ადამიანი თვეში ერთხელ მაინც ესტუმრა ოთხი სოციალურიდან სულ მცირე ერთ-ერთს. ეს არის მსოფლიოს ზრდასრული მოსახლეობის ნახევარზე მეტი. შიდა და საერთაშორისო დონეზე რთულ ეკონომიკურ პირობებშიც კი, Meta-ს ყოველთვიურ აქტიურ მომხმარებელთა რაოდენობა განაგრძობდა ზრდას. რეკლამის დამკვეთებმა კარგად იციან, რომ პლანეტაზე არ არსებობს პლატფორმა, რომელიც უკეთ ეხმარება სამიზნე აუდიტორიასთან წვდომაში, ვიდრე ეს Meta-ს საკუთრებაში არსებულ სოციალურ ქსელებს შეუძლია.

აქციებით ვაჭრობა ახლა უკვე საქართველოს ბანკის მობილბანკით არის შესაძლებელი. ესტუმრე მობილბანკს, რომლის საშუალებითაც ისეთი საერთაშორისო კომპანიების ფასიანი ქაღალდებით ვაჭრობას შეძლებ, როგორებიცაა: Apple, Amazon, Microsoft, Tesla, Google და სხვა. ეს სიახლე საქართველოს ბანკმა მისი ჯგუფის შვილობილი კომპანიის, Galt & Taggart-ისა და საერთაშორისო ფინანსური ტექნოლოგიების პლატფორმა DriveWealth-ის პარტნიორობით დანერგა. თუ გსურს მეტი გაიგო ინვესტიციების შესახებ, ესტუმრე ფეისბუქგვერდს — ინვესტიციები, სადაც გაიგებ მეტს, თუ როგორ ივაჭრო აქციებით.

ვაჭრობა/ინვესტირება დაკავშირებულია მაღალ რისკებთან და იმ შემთხვევაშიც კი, თუ რეკომენდაციების შესაბამისად არის განხორციელებული, შესაძლოა გამოიწვიოს არსებითი დანაკარგები, ისევე, როგორც მოგება. თქვენ დეტალურად უნდა გააანალიზოთ, რამდენად მისაღებია თქვენთვის ვაჭრობა/ინვესტირება თქვენი ფინანსური მდგომარეობის გათვალისწინებით და შეგიძლიათ თუ არა გასწიოთ თანხის დაკარგვის რისკი.