ყველაზე დიდი შხამიანი გველი, რომელიც 4 მეტრამდე იზრდება, სამეფო კობრაა. გვხვდება ინდოეთში, ჩინეთსა და ფილიპინებზე. ლათინურად მას Ophiophagus hannah ჰქვია, რაც გველების მჭამელს ნიშნავს.

ნათელია, რომ საქმე გამორჩეულად საინტერესო ქვეწარმავალთან გვაქვს, რომლის შესახებაც ასევე არაერთი საინტერესო ფაქტი არსებობს.

1. სამეფო კობრა ყველაზე დიდი შხამიანი გველია პლანეტაზე

ფოტო: HerpingThailand

როგორც უკვე ვთქვით, სამეფო კობრა ყველაზე დიდი შხამიანი გველია, ამიტომ ის თითქმის უძლეველია ქვეწარმავლების სამყაროში და ასევე სერიოზული საფრთხეს წარმოადგენს სხვა არსებებისთვისაც. მასზე დიდ გველებიც არსებობენ, მაგრამ, საბედნიეროდ, მათ შხამი არ აქვთ. მაგრამ ძალიანაც ნუ გაუთამამდებით.

2. ინდოეთში სამეფო კობრას მოკვლა, სამი წლით თავისუფლების აღკვეთით ისჯება

ფოტო: WallpaperSafari

ინდოეთში ამ ქვეწარმავლის მოკვლას, გარდა განსაკუთრებული გამონაკლისი შემთხვევებისა, რელიგიაც კრძალავს და კანონიც. პირს, რომელიც ამ კანონს დაარღვევს სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

3. ის ერთადერთი გველია რომელიც გველებით იკვებება

ფოტო: NatGeo

Ophiophagus hannah ლათინურად გველების მჭამელს ნიშნავს. სამეფო კობრა ერთადერთი გველია, რომელიც სხვა გველებით იკვებება.

4. აკონტროლებს შხამის დოზას

ფოტო: snakesarelong

მას შეუძლია შხამის დოზის კონტროლი. მაგალითად, მაშინ როდესაც ის ისეთ არსებას ესხმის თავს რომელსაც საკვებად არ განიხილავს, შხამს თითქმის არ იყენებს. ეს არც ისე გამორჩეული თვისებაა, რადგან ყველა თავმოყვარე გველი ახერხებს დოზის კონტროლს, მაგრამ დავუფასოთ.

5. გამოირჩევა განსაკუთრებული მეხსიერებით

ფოტო: YouTube

სამეფო კობრა ადამიანი რომ ყოფილიყო აუცილებლად თხის რქის ზოდიაქოს ნიშნის ქვეშ დაბადებული იქნებოდა. გაგიკვირდებათ და მას წყენის გულში ჩადება და მოგვიანებით, პირველივე შესაძლებლობისას სამაგიეროს გადახდა სჩვევია. საქმე ის არის რომ გველს კარგად განვითარებული მეხსიერება აქვს და შეუძლია ნებისმიერი იმ ცხოველის თუ ადამიანის დამახსოვრება, რომელმაც ოდესმე რამე დაუშავა. იმედია სიკეთესაც იმახსოვრებს და მარტო ბოღმიანი გველი არაა.

6. სამეფო კობრას სიცოცხლე საკმაოდ ხანგრძლივია

ფოტო: destepti

გარდა სხვა შთამბეჭდავი უნარებისა, ის ხანგრძლივი სიცოცხლის პერიოდითაც გამოირჩევა. სამეფო კობრა საშუალოდ სამი ათეული წლის განმავლობაში ცოცხლობს.