ალბათ ყველა თანხმდება, რომ ჰოლივუდის ვარსკვლავები რაღაცით ოლიმპოს ღმერთებს ჩამოჰგვანან — მათი ძალაუფლება თითქმის თვალუწვდენელია, ყველაინაირი ცხოვრებისეული სიამოვნება მათთვის ხელმისაწვდომია, თუმცა ხშირად უმიზეზო პრეტენზიულობით გამოირჩევიან და უბრალო მოკვდავებზე უარესადაც იქცევიან.

ახლა კი დიდი წარდგენების გარეშე, გთავაზობთ იმ ვარსკვლავების სიას, რომლებიც სხვადასხვა დაწესებულებიდან ცუდად მოქცევის გამო გამოაპანღურეს:

1. ჯეიმს კორდენი

ფოტო: Bennett Raglin / Getty Images for The New Yorker

ჯეიმს კორდენს არც თუ ისე დიდი ხნის წინ ნიუ-იორკის ცნობილ რესტორნში, Balthazar-ში, შესვლა აუკრძალეს. მესაკუთრემ განაცხადა, რომ ჰქონდათ შემთხვევა, როდესაც კორდენმა საჭმელში თმა იპოვა და ამის გამო მომსახურე პერსონალს საძაგლად მოექცა, მეორედ კი, როცა მისი ცოლის შეკვეთაში რაღაც შეეშალათ, კვლავ ძალიან გაბრაზდა და მომსახურე პერსონალს ისევ სასტიკად ეჩხუბა.

ამ განცხადების შემდეგ კორდენმა რესტორნის მესაკუთრეს დაურეკა, მოუბოდიშა და ახლა ისევ შეუძლია Balthazar-ში სტუმრობა.

2. ბრიტნი სპირსი

ფოტო: Jeffrey Mayer / WireImage / Getty Images

2007 წელს ბრიტნი სპირსი ლოს ანჯელესში მდებარე სასტუმროდან, Chateau Marmont-დან, გააძევეს. როგორც ამბობენ, მომღერალმა სახე ძვირადღირებული საჭმლით სავსე თეფშში ჩარგო, რამაც სასტუმროს სხვა სტუმრები შეაშფოთა. მათ სასტუმროს ადმინისტრაციასთან დაიჩივლეს და ამის შემდეგ ბრიტნის დაწესებულებიდან წასვლა მოსთხოვეს.

3. ლინდსი ლოჰანი

ფოტო: Santiago Felipe / Getty Images

2012 წელს ლინდსი ლოჰანს დასავლეთ ჰოლივუდში მდებარე Chateau Marmont-ში შესვლა აუკრძალეს, რადგან გადაუხდელი ანგარიშები დაუგროვდა. 2012 წლის ივნისსა და ივლისში ლინდსი აღნიშნულ სასტუმროში ცხოვრობდა ფილმზე მუშაობის პერიოდში და $46,350 აშშ დოლარამდე დააგროვა სასტუმროს ვალი. ამის შემდეგ სასტუმროს მენეჯერმა განაცხადა, რომ ლინდსის იქ მეორედ აღარ მიიღებდნენ.

4. მადონა

ფოტო: Odd Andersen / AFP via Getty Images

2013 წელს მადონას კინოთეატრ Alamo Drafthouse-ში შესვლა აუკრძალეს, მას შემდეგ, რაც ფილმის, 12 Years a Slave, ჩვენებისას ტელეფონზე მესიჯობდა. კინოთეატრს აქვს მკაცრი წესი, რომ ჩვენების დროს ტელეფონზე არც საუბარი და არც მიწერა არ შეიძლება, მადონა კი ფილმის განმავლობაში განუწყვეტლივ მესიჯებს წერდა და ერთ-ერთ მაყურებელს, რომელმაც შენიშვნა მისცა, ეჩხუბა კიდეც.

5. ჯეიმი ფოქსი

ფოტო: Steve Granitz / FilmMagic

2017 წელს ჯეიმი ფოქსი დასავლეთ ჰოლივუდის ერთ-ერთი რესტორნიდან გააძევეს მას შემდეგ, რაც სხვა კლიენტთან ჩხუბი მოუვიდა. როგორც გაირკვა, რესტორნის მეორე სტუმარმა ჯეიმის და მის მეგობრებს უთხრა, რომ ძალიან ხმაურობდნენ. საბოლოოდ, საქმე ფიზიკურ დაპირისპირებამდე მივიდა, რის შემდეგაც რესტორნის ადმინისტრაციამ ყველანი გააძევა.

5. უილ სმიტი

ფოტო: Robyn Beck / AFP via Getty Images

უილ სმიტს ოსკარის ცერემონიაზე დასწრება შემდეგი 10 წლით აეკრძალა მას შემდეგ, რაც დაჯილდოების ცერემონიალის დროს სცენაზე ავიდა და კრის როკს სახეში გაარტყა.

6. რიტა ორა

ფოტო: Jeff Spicer / Jeff Spicer / Getty Images

რიტა ორას თქმით, ერთხელ გორდონ რემზის რესტორნებიდან ერთ-ერთში არ შეუშვეს, რადგან დადგენილ დრესკოდს ვერ აკმაყოფილებდა. რიტას სპორტული ტანსაცმელი და კედები ეცვა და უნდოდა რესტორანში ესადილა, თუმცა უთხრეს, რომ მას იქ ვერ მიიღებდნენ.

7. კანიე ვესტი

ფოტო: Mega / GC Images / Getty Images

კანიე ვესტს გრემის 2022 წლის დაჯილდოებაზე გამოსვლა აუკრძალეს ონლაინ სივრცეში შემაშფოთებელი ქცევის გამო. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც კიმ კარდაშიანის დაცვისთვის კანიე ვესტმა ტრევორ ნოას შეურაცხყოფა მიაყენა ონლაინ.

8. პერის ჰილტონი

ფოტო: Jeff Kravitz / Getty Images for MTV

პერის ჰილტონი Wynn Las Vegas Resorts-იდან გააძევეს 2010 წელს მას შემდეგ, რაც კოკაინის ტარებისთვის დააპატიმრეს. პოლიციამ პერის 0,8 გრამი კოკაინი აღმოუჩინა, როცა სელებრითმა ტუჩის საცხის ამოსაღებად ჩანთა გახსნა და შემთხვევით იქიდან კოკაინის პატარა პარკი გადმოუვარდა.

9. ჯანეტ ჯექსონი

ფოტო: Jeff Kravitz / FilmMagic / Getty Images

2004 წელს ჯანეტ ჯექსონს გრემის ცერემონიაზე მიწვევა გაუუქმეს მას შემდეგ, რაც სუპერ თასის 2004 წლის კონცერტზე სამოსმა დააღალატა და ჯანეტს შიშველი მკერდი გამოუჩნდა.

10. მაილი საირუსი

ფოტო: Gabriel Olsen / Getty Images

მაილის რაიმე დაწესებულებაში კი არა, საერთოდაც ქვეყანაში შესვლა აუკრძალეს. 2014 წელს მაილი საირუსს დომინიკის რესპუბლიკაში სცენაზე გამოსვლა აეკრძალა. მთავრობის წარმომადგენლების თქმით, მომღერლის ქცევები დომინიკის რესპუბლიკის წეს-ჩვეულებებსა და მორალს ეწინააღმდეგება და საერთოდაც მათი კანონებით დასჯადია.