რა თქვა ბასილაშვილმა გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ
გამამართლებელი გადაწყვეტილების შემდეგ ჩოგბურთელმა ჟურნალისტებთან პირველი კომენტარი გააკეთა.
დეტალები: ოჯახში ძალადობის საქმეზე გამართლებული ბასილაშვილი ამბობს, რომ "სამართლიან გადაწყვეტილებას" ელოდა და ამ ფაქტით გახარებულია. მისივე თქმით, პირველ რიგში, შვილთან ურთიერთობის აღდგენა სურს.
- "ჩემს შვილთან არ მქონია ურთიერთობა ბოლო 2 წელია ამ პროცესების გამო, ამიტომ მინდა დავიწყო ამ ურთიერთობების თავიდან აღდგენა, გაციებული ურთიერთობების გამოსწორება და პირველ რიგში, ჩემი ნაბიჯი იქნება ეს".
- რაც შეეხება დოროყაშვილს, რომელიც მას ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ძალადობაში ადანაშაულებს, თქვა, რომ მასზე "საჯაროდ ნეგატიური განცხადებების გაკეთება" არ სურს.
- "მე ველოდი სამართლიან გადაწყვეტილებას, ჩემთვის ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი მომენტი, ამიტომ, რა თქმა უნდა, გახარებული ვარ იმ ფაქტით, რომ დადგა სამართლიანი გადაწყვეტილება", — თქვა მან.
ჟურნალისტის კითხვაზე, თუ ელოდა გამამტყუნებელ განაჩენს და ნერვიულობდა თუ არა, ბასილაშვილმა თქვა, რომ ნერვიულობდა და მისთვის რთული პერიოდი იყო, რადგან მისი ხმა გავიდა ტელევიზორში "ძალიან არასწორად.
- აქ ჟურნალისტმა აღნიშნა, რომ ჩანაწერში მისი საუბარი ისმოდა, ჰკითხა რას გულისხმობდა, ბასილაშვილმა კი კითხვებსა და რეპლიკებს ყურადღება არ მიაქცია და ასე გააგრძელა:
- "ამან ძალიან იმოქმედა ჩემზე. ეს შინაარსი ზოგადად არ ემსახურებოდა სიმართლეს, ამიტომ ჩემთვის ეს მომენტი, ამდენი ცრუ ბრალდება ძალიან რთული ასატანი იყო, ასე რომ ვთქვათ. ძალიან მიხარია, რომ ეს ყველაფერი დამთავრდა".
რატომ არის მნიშვნელოვანი: სასამართლომ ბასილაშვილი უდანაშაულოდ ცნო და ყველა ეპიზოდში გაამართლა.
- ბრალდების მხარე ნიკოლოზ ბასილაშვილს დაზარალებულის მიმართ ფიზიკური ძალადობის 4 ეპიზოდს და გენდერული ნიშნით დისკრიმინაციის მოტივით ფსიქოლოგიურ ზეწოლას ედავებოდა.
- პროკურატურა აცხადებს, რომ კატეგორიულად არ ეთანხმება სასამართლოს გადაწყვეტილებას და მას სააპელაციოში გაასაჩივრებს.
სასამართლო გადაწყვეტილების ახსნის დროს, მოსამართლემ თქვა, რომ აუდიო-ვიდეო ჩანაწერში იყო გარკვეული ეპიზოდები, როცა ბასილაშვილი დოროყაშვილს "არაეთიკური სიტყვებით" მიმართავდა.
- ნეკაზე საუბრის დროს კი მან გამოიყენა უფრო მძაფრი შეფასებები: "აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას ბასილაშვილს, იყო დამცირების შემთხვევები და სამწუხაროდ, იყო უკიდურესად უხამსი სიტყვებით მოხსენიება".
არქივიდან: ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი პოლიციამ ყოფილ ცოლზე ძალადობის ბრალდებით 2020 წლის მაისში დააკავა.
- სასამართლომ მას აღკვეთის ღონისძიების სახით 100 000-ლარიანი გირაო შეუფარდა და გაათავისუფლა.
- ნეკა დოროყაშვილის გამოკითხვა საჯარო იყო, მან სასამართლოს მოუყვა ჩოგბურთელთან თანაცხოვრების დროს და შემდგომ მის მიმართ განხორციელებული ფსიქოლოგიური, ფიზიკური და ეკონომიკური ძალადობის შესახებ.
- ბასილაშვილი კი ბრალს არ აღიარებდა და საქმის დეტალებზე საჯაროდ არ უსაუბრია — დასკვნით სიტყვის დროს სხდომა დაახურინა.
- განაჩენის გამოცხადების წინა დღეს სასამართლოს თანამშრომლებმა სხდომათა დარბაზში ბრალდებულთან ფოტოები გადაიღეს, რაც მეორე დღეს მოსამართლემაც დაადასტურა და ადმინისტრაციული წარმოება დაიწყო, თუმცა წინა დღეს ამ ფაქტს ასე გამოეხმურა:
- "პრობლემა რაში დაინახეთ? რომ გავაკეთოთ დაშვება, რომ ასეთ ქმედებას ნამდვილად ჰქონდა ადგილი. პრობლემა რაში გამოჩნდა, რა დაინახეთ პრობლემური", — თქვა მოსამართლემ.
სტრიქონებს შორის: მთავრობა და ქართული ოცნება 2021 წელს, როდესაც ბასილაშვილს უკვე ედავებოდნენ ოჯახში ძალადობას, ასპონსორებდნენ პოსტებს, რომლითაც ჩოგბურთელს გამარჯვებას ულოცავდნენ.
- ბრალდებული ბასილაშვილი ქართულმა ოცნებამ წინასაარჩევნო კამპანიაშიც ჩართო — 29 ოქტომბერს პარტიამ Facebook-ზე გამოაქვეყნა ვიდეო, სადაც ჩოგბურთელმა კახა კალაძეს მხარდაჭერა გამოუცხადა.
-
გადახედვარა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად რა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად
-
გადახედვამკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს მკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს
-
-
-
გადახედვაბორელი: ჩვენი კარი ღიაა, მოვუწოდებ საქართველოს ლიდერებს, გამოხატონ მოქალაქეების მოლოდინები და ქვეყანა ევროკავშირის გზას არ ააცდინონ ბორელი: ჩვენი კარი ღიაა, მოვუწოდებ საქართველოს ლიდერებს, გამოხატონ მოქალაქეების მოლოდინები და ქვეყანა ევროკავშირის გზას არ ააცდინონ
-
-
-
-
-
გადახედვაროდის გაჩნდნენ დედამიწაზე მანათობელი ცხოველები? — კვლევა როდის გაჩნდნენ დედამიწაზე მანათობელი ცხოველები? — კვლევა
-
გადახედვაბრძოლა გრძელდება, აქციებზე შევხვდებით — ლაზარე გრიგორიადისის პირველი განცხადება გათავისუფლების შემდეგ ბრძოლა გრძელდება, აქციებზე შევხვდებით — ლაზარე გრიგორიადისის პირველი განცხადება გათავისუფლების შემდეგ
-
გადახედვალაზარე გრიგორიადისი თავისუფალია ლაზარე გრიგორიადისი თავისუფალია
-
გადახედვაშეიმუშავეს ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც ადამიანის დნმ-ის რედაქტირება შეუძლია შეიმუშავეს ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც ადამიანის დნმ-ის რედაქტირება შეუძლია
-
-
-
-
გადახედვასალომე ზურაბიშვილმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა სალომე ზურაბიშვილმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა
-
გადახედვა"იდენტიფიცირებულნი იქნებიან ის პირები, რომლებიც აქციის მონაწილეებს საავტომობილო გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ" — შსს-ს განცხადება "იდენტიფიცირებულნი იქნებიან ის პირები, რომლებიც აქციის მონაწილეებს საავტომობილო გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ" — შსს-ს განცხადება
-
გადახედვანახეთ: მზეზე ერთდროულად 4 ამოფრქვევა მოხდა — უიშვიათესი მოვლენა ნახეთ: მზეზე ერთდროულად 4 ამოფრქვევა მოხდა — უიშვიათესი მოვლენა
-
გადახედვადააკავეს 2 პირი, რომლებმაც მოქალაქეებს, სიცოცხლის მოსპობის მუქარით, დიდი ოდენობით თანხა გამოსძალეს დააკავეს 2 პირი, რომლებმაც მოქალაქეებს, სიცოცხლის მოსპობის მუქარით, დიდი ოდენობით თანხა გამოსძალეს
-
კომენტარები