ილია დარჩიაშვილი

20 Oct. 2022, 19:07

რაც შეეხება რუსეთის შეფასებას, ალბათ, ერთი 15-ჯერ დაისვა ერთი და იგივე სხვადასხვა ადამიანისგან. ქალბატონო სალომე, ქალბატონო ხათუნა, მე ვერ შემომიყვანთ თქვენს აგრესიულ რიტორიკაში, გავაკეთო განცხადებები, რომელიც იქნება იმ ნაბიჯების, იმ აქტივობების [საწინააღმდეგო], რომელსაც ჩვენი ქვეყანა ახორციელებს.

ჩვენ გვაქვს კონკრეტული სამართლებრივი პროცედურები დაწყებული როგორც ჰააგაში, ისე სხვა მიმართულებით და ეს თქვენ ძალიან კარგად იცით. ჩვენ ვდგამთ კონკრეტულ ნაბიჯებს იმისკენ, რომ საქართველოს საკითხი იყოს საერთაშორისო თანამეგობრობის დღის წესრიგში. მე ვისაუბრე კონკრეტულ გადადგმულ ნაბიჯებზე, განცხადებებზე, ხელშესახებ შედეგებზე.

ჩვენი ხელისუფლება, საქართველოს პრემიერმინისტრის ხელმძღვანელობით, თითოეული ჩვენგანი, ვინც შევადგენთ საქართველოს მთავრობას, ყველაფერს გავაკეთებთ, ეს ვინმეს მოსწონს თუ არა, რომ ქვეყანაში იყოს მშვიდობა, ჩვენი ხალხისთვის უზრუნველვყოთ მშვიდობა და განვითარება.

ასევე, თანმიმდევრულად განვავითაროთ ჩვენი სამშვიდობო პოლიტიკა ოკუპირებულ ტერიტორიებთან მიმართებაში და მესამე განზომილება — ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერა, მობილიზაცია იყოს ჩვენთან ერთად. ეს არის გზა, რომელსაც გავივლით და ჩვენ საქართველოს მშვიდობით მივიყვანთ ჩვენი საგარეო პრიორიტეტების ნიშნულებამდე. ეს არის ჩვენი გზა და ჩვენ ამას აუცილებლად გავაკეთებთ.

ასე უპასუხა ილია დარჩიაშვილმა ოპოზიციონერ დეპუტატებს, რომლებიც მინისტრს სთხოვდნენ, შეეფასებინათ რუსეთი და ეპასუხა, არის თუ არა ის ტერორისტული სახელმწიფო.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. ალეკო ელისაშვილმა მამუკა მდინარაძეს ხელი დაარტყა
  2. კალაძე: იგივე ხდება დღეს, რაც ხდებოდა საბჭოთა კავშირში — ნაბიჯს ვერ გადადგამდი, ცეკასთან შეუთანხმებლად
  3. პრეზიდენტმა შარლ მიშელს და მაკრონს მიმართა, საქართველოში განვითარებული მოვლენები ხვალ, საბჭოს სხდომაზე განიხილონ
  4. პარლამენტმა რუსული კანონის პირველი მოსმენით მიღება ხვალისთვის გადადო — რა იქნება შემდეგ, პროცედურულად
  5. რუსული კანონი პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

ჩახუტება ტკივილს, შფოთვასა და დეპრესიას მართლაც ამსუბუქებს — კვლევა

ყველამ ვიცით, რომ ჩახუტება ნუგეშთან და დადებით ემოციებთან ასოცირდება, მაგრამ რას ამბობს მეცნიერება მისი გავლენის…