"მუსტაფა ემრე ჩაბუქი არის უდანაშაულო და ის უნდა გათავისუფლდეს დაუყოვნებლივ," - ამ მოთხოვნით ონლაინ პეტიცია საქართველო პრეზიდენტს, პარლამენტის თავმჯდომარეს და იუსტიციის მინისტრს დემირელის სკოლის თურქი მენეჯერის გათავისუფლებას სთხოვს:

"მუსტაფა ემრე ჩაბუქი არის მოხალისე, როემლიც საგანმანათლებლო სფეროში, სხვადასხვა პოზიციაზე, საქართველოში, 15 წლის განმავლობაში მუშაობდა. მას, ასევე, გაუკეთებია უამრავი სოციალურ-კულტურული პროგრამა და აქტივობა, თურქულ-ქართული ურთიერთობების გასაუმჯობესებლად. თურქეთის ხელისუფლება ზეწოლას ახდენს საქართველოს ხელისუფლებაზე, რომ დააკავოს და გადასცეს მუსტაფა ემრე ჩაბუქი თურქეთს. საქართველოს მთავრობა, ზეწოლის გამო, ასევე სდებს მას ბრალს ტერორიზმში. 50 ათასამდე განათლებული ადამიანი დააკავეს თურქეთში. მუსტაფა ემრე, რომელსაც ჭიანჭველასთვისაც კი არ დაუდგამს ფეხი, არის უდანაშაულო და ის უნდა გათავისუფლდეს დაუყოვნებლივ."

მუსტაფა ემრე ჩაბუქი თურქეთის მხარის მოთხოვნით საქართველოში 24 მაისს დააკავეს. დემირელის კოლეჯის ხარისხის მართვის მენეჯერს თბილისის საქალაქო სასამართლომ წინასაექსტრადიციო სამთვიანი პატიმრობა შეუფარდა. ჩაბუქს ბრალად შეიარაღებული ტერორისტული ორგანიზაციის წევრობა ედება.

ასევე წაიკითხეთ: თურქეთი საქართველოსგან ფეთულა გიულენის სკოლების გადაცემას ითხოვს