რუსეთის ჯარების სარდალი უკრაინაში, სერგეი სოროვიკინი ამტკიცებდა, თითქოს უწევთ "რთული გადაწყვეტილებების" მიღება, რადგან ხერსონში უკრაინის მასიურ იერიშს ელიან, თუმცა უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი აცხადებს, რომ არის საშიშროება, რუსებმა თავად მიიტანონ იერიში ხერსონის მშვიდობიან მოსახლეობაზე.

რატომ არის მნიშვნელოვანი: 19 ოქტომბერს ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერა კანონს უკრაინის 4 ანექსირებულ რეგიონში, მათ შორის ხერსონში საომარი მდგომარეობის გამოცხადებაზე, რაც მაშინვე არალეგალურად ცნო საერთაშორისო საზოგადოებამ და უკრაინამ.

  • საგარეო საქმეთა მინისტრი განმარტავდა, რომ ეს მიზნად ისახავს ლუგანსკის, დონეცკის, ზაპოროჟიესა და ხერსონის რეგიონების მცხოვრებთა წინააღმდეგობის ჩახშობას.
  • უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის უფროსი კი აცხადებდა, რომ ამ რეგიონებში საომარი მდგომარეობა მასობრივი დეპორტაციისთვის მზადებაა "რათა შეიცვალოს ოკუპირებული ტერიტორიის ეთნიკური შემადგენლობა".

დეტალები: მანამდე, 18 ოქტომბერს, ხერსონის ოლქში მოსკოვის მიერ დაყენებულმა რწმუნებულმა ვლადიმერ სალდომ გამოაცხადა 50 000 – 60 000 უკრაინელის "ორგანიზებული გადაადგილება" ხერსონიდან "მდინარე დნეპროს მარცხენა სანაპიროზე". ქალაქი ხერსონი მთლიანად მდებარეობს მდინარის მარჯვენა ნაპირზე.

  • "რუსეთი სერიოზული გამოწვევის წინაშე დგება 1 000 მეტრიანი სიგანის მდინარის გავლით ჯარისა და აღჭურვილობის ტრანსპორტირებასთან დაკავშირებით, როცა ყველა ხიდი ძლიერადაა დაზიანებული", — აღნიშნულია განცხადებაში.
  • ომის კვლევის ინსტიტუტი მომხდარს აფასებს როგორც მორიგ ცრუ საინფორმაციო კამპანიას რუსეთის მხრიდან, რომელიც მიზნად ისახავს, გაამართლოს მნიშვნელოვანი ტერიტორიული დანაკარგები და უკანდახევა ხერსონის ოლქში.

პროგნოზები: რა მიზნებს ემსახურება ხერსონის ოლქიდან მშბვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაცია? — ომის კვლევის ინსტიტუტი 19 ოქტომბერს გამოქვეყნებულ ანგარიშში შემდეგ მოსზრებებს ავითარებს:

  • რუსეთი აგრძელებს სამოქალაქო "ევაკუაციის" ნიღბის გამოყენებას ოკუპირებული ტერიტორიებიდან მშვიდობიანი მოსახლეობის მასობრივი იძულებით გაყვანის ორგანიზებით და ცდილობს უკრიანა ტერორისტულ სახელმწიფოდ წარმოაჩინოს.
  • სალდოს განცხადება მდინარე დნეპროს დასავლეთ სანაპიროდან მასობრივი გაყვანის შესახებ, სავარაუდოდ, მიზნად ისახავს რუსეთის საოკუპაციო ჩინოვნიკების, თანამშრომლების და სხვა საოკუპაციო ორგანოების ევაკუაციას უკრაინის გარდაუვალი წინსვლის მოლოდინში.
  • უკრაინელების დიდი პოპულაციის რუსეთში დეპორტირებას მიზანი შეიძლება, იყოს ეთნიკური წმენდის კამპანია, რომელიც ცდილობს აღმოფხვრას უკრაინული ეთნიკურობა და კულტურა.
  • რუსებს, შესაძლოა, განზრახული ჰქონდეთ "ევაკუირებული" უკრაინელების შეიარაღებულ ძალებში ზეწოლა და ამით ნაწილობრივი მობილიზაციის დანაკარგებისა და წარუმატებლობის კომპენსირება.

შეფასებები: სერხი ხლანი, ხერსონის რეგიონის გადაყენებული ხელმძღვანელის თანაშემწე, ვარაუდობს, რომ "დეპორტაციის თეატრი" შეიძლება იყოს რუსეთის უფრო დიდი ნაბიჯის საფარველი: სრული სამხედრო ევაკუაცია მდინარის დასავლეთ სანაპიროდან.

  • "უკრაინაში რუსული ძალების მეთაურის, სერგეი სუროვიკინის 18 ოქტომბრის განაცხადება, რომელიც ამტკიცებს ხერსონიდან მშვიდობიანი მოსახლეობის გადაადგილებას, აჩვენებს, რომ რუსეთის ხელისუფლება სერიოზულად განიხილავს ტერიტორიიდან მათი ძალების დიდ გაყვანას. მდინარე დნიპროს დასავლეთით", — ნათქვამია გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.

უკრაინის პრეზიდენტმა ოკუპირებულ რეგიონებში მოსახლეობა გააფრთხილა, რომ ყველანარიად აირიდონ რუსულ ჯარში გაწვევა და თუ ამას ვერ მოახერხებენ, ფრონტის ხაზზე აღმოჩენისთანავე ჩაბარდნენ და მივიდნენ უკრაინულ პოზიციებზე.

  • "რუსეთი ექვი თვე გაურბოდა სიტყვა "ომს", ამისთვის საკუთარი ხალხსაც სჯიდა სისხლის სამართლის საქმეებით და ახლა კი თვითონ აცხადებს საომარ მდგომარეობას ოკუპირებულ ტერიტორიაზე", — განაცხადა ზელენსკიმ.

ხერსონის სტრატეგიული მნიშნელობა: ომამდე ქალაქში 300 000 მოსახლე ცხოვრობა, თუმცა უკრაინაში ვარაუდობენ რომ მოსახლეობის ნახევარმა ქალაქი ომის მიმდინარეობის პერიოდში დატოვა.

  • ხერსონი პირველი ქალაქი იყო, რომელიც ოკუპანტებმა დაიკავეს უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ.
  • ხერსონი მოიცავს ერთადერთ სახმელეთო გზას ყირიმის ნახევარკუნძულამდე, რომელიც რუსეთმა 2014 წელს გამოაცხადა ანექსირებულად, ასევე მდინარე დნეპრის შესართავთან, რომელიც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი არტერიაა უკრაინისთვის.