"ჩვენ გვინდა ავაშენოთ ხიდები და არა - კედლები", - თქვა ევროკომისიის პრეზიდენტმა, ჟან კლოდ-იუნკერმა დღეს, სიცილიაში, ტაორმინას დიდი შვიდეულის სამიტის დაწყებისას, პრესკონფერენციაზე. იუნკერმა ასევე გლობალიზაციის მნიშვნელობაზეც ისაუბა:

"ჩვენ აქ ვართ ჩვენი საერთო ღირებულების, თავისუფლებისა და დემოკრატიისთვის, კანონის უზენაესობისა და ადამიანის უფლებების დასაცავად. ჩვენ მოგვიწევს გავუგოთ მათ, ევროპაში და მის მიღმა, ვინც ვერ ხედავს გლობალიზაციის მნიშვნელობას. მე ვგულისხმობ, ევროპელების იმ 45 პროცენტს, ვინც ფიქრობს რომ გლობალიზაცია საფრთხეა და არა შესაძლებლობა. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს შესაძლებლობაა, თუკი სწორად მივუდგენით. სამართლიანობას უნდა ემყარებოდეს ყველაფერი, რასაც დიდი შვიდეული და ჩვენი პარტნიორები აკეთებენ".

იტალიის ქალაქ ტაორმინაში დიდი შვიდეულის ორდღიანი სამიტი იმართება. მსოფლიო ლიდერები შეეცდებიან დაარწმუნონ დონალდ ტრამპი, შეამსუბუქოს თავისი პოზიცია ვაჭრობისა და კლიმატის ცვლილების საკითხებზე. ასევე, განსახილველ საკითხებს შორისაა ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლა.

სამიტს ესწრებიან კანადის, საფრანგეთის, გერმანიის, იტალიის, იაპონიისა და დიდი ბრიტანეთის ლიდერები. ევროკავშირს ჰყავს ასევე თავისი წარმომადგენლები. მათ შორის ოთხი, პირველად ესწრება დიდი შვიდეულის სამიტს.