კომპანიისთვის მასშტაბურების შეძენა დღეს უფრო რთულია, ვიდრე გასული რამდენიმე წლის განმავლობაში იყო. რა ეტაპზეც არ უნდა იყოს თქვენი იდეა, ან განხორციელებული პროექტი, დაფინანსებაზე მზარდი წვდომა და კომპანიის ტექნიკური პრობლემების გადაწყვეტა რთულია ნებისმიერი სექტორისთვის, რომელსაც სურს სწრაფი ზრდა. თუ უკვე ღრმად გაქვთ შეტოპილი ბიზნეს იდეოლოგიაში, შემდეგ ეტაპზე გადასვლისას შესაძლოა ბევრი საერთაშორისო ინვესტორის ყურადღება მიიპყროთ.

500 Global-ის დიდი ოჯახი რამდენიმე წელია უკვე საქართველოშია, რაც დამწყებ და განვითარებულ სტარტაპებს შესაძლებლობას აძლევს ღირებული გამოცდილება მიიღონ აქსელერაციის პროგრამით. ნათელია, რომ ევროპის და ახლო აღმოსავლეთის რეგიონში დიდი სამეწარმეო ცვლილება ხდება, სწორედ ამიტომ ინტერესი VC ფირმებში თუ დამოუკიდებელ ინვესტორებში იზრდება.

რა შესაძლებლობა ეძლევათ 500 Startups-ის მონაწილე გუნდებს? შეიძლება იფიქროთ, ღირს თუ არა აქსელერაციაში მონაწილეობა დროის ხარჯვად. პროგრამის 5 ძირითადი მიდგომა ამ ეჭვებს შეუპირისპირდება:

1. პროგრამა გაძლევთ ინფორმაციას, თუ რა ხდება ფონდების მოზიდვის ბაზარზე.

  • როგორ გავზარდოთ კომპანია ინვესტორების მოსაზიდად;
  • რა კაპიტალის მოზიდვა გჭირდებათ;
  • რომელი ინვესტორები ეძებენ აქტიურად თქვენ ბიზნეს მოდელს;
  • რომელია მისაღები ან მიუღებელი გარიგების ტიპები

2. აქსელერაციის პროგრამის მენტორებმა ზუსტად იციან, როგორ აფასებენ ინვესტორები შეხვედრაზე მისულ კომპანიებს

პასუხს მიიღებთ შემდეგ კითხვებზე:

  • უარს გეტყვიან თუ არა, რადგან თქვენი მსგავსი სტარტაპები ბევრია;
  • უარს გეტყვიან თუ არა, თუ არ გესმით ბაზრის განვითარების საკითხები.

3. აქსელერაციის პროგრამა გაკავშირებთ სხვა, წარმატებულ ან დამწყებ დამფუძნებლებთან გამოცდილების გასაზიარებლად.

4. ჩართულ გუნდებს შესაძლებლობა ეძლევათ მოაგვარონ ნებისმიერი იურიდიული საკითხი.

5. განიხილება ყველა ის მარკეტინგული არხი რაც კომპანიას სჭირდება განსავითარებლად.

სტარტაპ ეკოსისტემაში ძალიან ხშირია დაფინანსებული ბიზნეს მოდელები, რომელთა გადაწყვეტებმაც ვერ იპოვეს პროდუქტის ბაზრის შესაბამისობა ან იბრძოდნენ დაფინანსების შემდეგი რაუნდის მოზიდვაზე, უფრო დიდი კომპანიის ხარჯზე. ყველას ხალისიანად გვახსენდება მილიონ დოლარიანი ვებგვერდი (The Million Dollar Homepage) 2005 წლის პროექტი, სადაც შეგვეძლო ერთ დოლარად ერთი პიქსელი სივრცე გვეყიდა. რამდენიმე კვირაში პლათფორმა ვირუსულად გავრცელდა და სარეკლამო სააგენტოებმა არც ერთი პიქსელი არ დატოვეს ცარიელი. არ გაგიკვირდებათ თუ ამ პროექტს წარმატებულად არ შევაფასებთ სამყაროში, სადაც რამდენიმე მილიარდის ინვესტიცია და შესაბამისად გამომუშავებაც ყოველდღიურობის ნაწილი გახდა. ექვსი წლის შემდეგ, გვერდის ავტორებმა შექმნეს კომპანია Calm. რომელიც იზრდებოდა და გახდა #1 მედიტაციის და ძილის აპლიკაცია. კომპანია ბოლოს 2 მილიარდ დოლარზე მეტად იყო შეფასებული.

სწორედ ასეთ კომპანიებს უწოდებენ უნიქორნ კომპანიებს, რომლებიც მილიარდიან საბაზრო ღირებულებას გადაცდნენ.

ტერმინი Unicorn ეხება კერძო სტარტაპ კომპანებს, რომლთა ისტორია 1990 წლის შემდეგ იწყება. ეს უკანასკნელი ჩვეულებრივ გამოიყენება სარისკო კაპიტალის ინდუსტრიაში. ტერმინი პირველად პოპულარული გახადა კაპიტალისტმა ეილინ ლიმ. Unicorn კომპანიები ძალიან იშვიათია და საჭიროებს ინოვაციურობას. მათი დიდი ზომის გამო, Unicorn ინვესტორები, როგორც წესი, კერძო ინვესტორები ან ვენჩურული კაპიტალისტები არიან, რაც ნიშნავს, რომ ისინი სააქციო მარკეტისთვის ხშირ შემთხვევაში მიუწვდომელია. გამოცდილებამ აჩვენა, რომ აუცილებელი არაა მათი აქციების საჯაროდ გამოტანა განვითარებისთვის.

გამოდის, რომ წარმატებული კომპანიის დასაწყებად საუკეთესო მომზადება სტარტაპის დაარსებაა. თუ თქვენ არასოდეს დაგიარსებიათ კომპანია, საუკეთესო შედეგის მისაღებად კარგი აზრია რაღაცის წამოწყება. შესაძლოა, ეს იყოს კლუბი, აუთსორს კომპანია ან უბრალოდ, ონლაინ მაღაზია. Cloudflare-ის დირექტორმა HoneyPot არაკომერციული შედეგის მიღებისთვის წამოიწყო, ხოლო Confluent-ის დამფუძნებლებმა Apache Kafka-ს განვითარება LinkedIn-ში, როგორც ღია კოდი ყველასთვის, პროექტად დაიწყეს. მონაცემები აჩვენებს, რომ წარმატება არა პირველ არამედ მეორე, მესამე ან მეათე ცდაზე აუცილებლად მოვა. თემას ძალიან, რომ არ გადავუხვიოთ აქვე გთავაზობთ 500 Global-ის ტოპ უნიქორნების სიას.

Canva — დიზაინ პლატფორმა, რომელიც ღრუბლოვანი ტექნოლოგიების დახმარებით მომხმარებელს უმარტივებს გრაფიკული დიზაინის შექმნას.სერვისი მარტივი ინტერფეისით პრეზენტაციების და მარკეტინგული მასალების მომზადებას გვთავაზობს.

Solana — დეველოპერებს სთავაზობს, გაამარტივონ ტრანზაქციები ბლოკჩეინზე დაყრდნობილი ტექნოლოგიით. სისტემა სწრაფი და უსაფრთხო გადარიცხვების შესაძლებლობას იძლევა.

Reddit — პლატფორმა მომხმარებელს სთავაზობს საინტერესო კატეგორიების ქვეშ შექმნან თემები და წამოიწყონ განხილვა. ქულების დაგროვების შემდეგ ნებისმიერ მსურველს შეუძლია ჩაერთოს განხილვაში.

Talkdesk — ბიზნეს მომხმარებელზე ორიენტირებული კომპანია, რომელიც საკომუნიკაციო არხების პროგრამულ უზრუნველყოფას ავითარებს.პლათფორმა წელსაც გახდა Gartner ის მოწინავე კომპანია, მომხმარებელზე ზრუნვის ინოვაციური გადაწყვეტილებებით.

Innovaccer — მონაცემების შეგროვება და დამუშავება ჯანმრთელობის დაცვის ინდუსტრიაში ყველაზე მნიშვნელოვანია. პლატფორმის საშუალებით მომხმარებელს შესაძლებლობა ეძლევა გამოიყენოს უკვე შექმნილი ინფორმაცია ან გააუმჯობესოს თავისი კვლევებით.

"ვერ გახდები მოწინავე, თუ საერთო სურათს ვერ ხედავ".

6 წლის წინ ინტერნეტში გამოჩნდა იდუმალი Tumblr საიტი. მას არ ჰქონდა ბრენდინგი, ან მიმზიდველი დიზაინი, ან რაიმე მითითება იმის შესახებ, თუ ვინ იდგა მის უკან. საიტმა უბრალოდ ჩამოაყალიბა ჰიპოთეზა, რომ დამფუძნებლებს სჭირდებოდათ ახალი ტიპის სტარტაპის დაფინანსების ვერსია დამოუკიდებელი, მდგრადი კომპანიების შესაქმნელად. საიტმა განაგრძო ექსპერიმენტის შეთავაზება, რომელიც მოიცავდა ახალ საინვესტიციო სტრუქტურას და თანამოაზრე დამფუძნებლების საზოგადოებას. Indie.vc სახელით მოქმედი გუნდი ბევრი წარმატებული პროექტის შემდეგ უეცრად გაქრა ბაზრიდან.

თავად განსაჯეთ რატომ და როგორ განვითარდა ამ უკანასკნელის ბედი ვენჩერულ ბაზარზე მოღვაწეობისას.

ბიზნესის სტუდენტებისთვის, რომლებსაც დღევანდელ ეპოქაში მოუწიათ მოქმედება, სხვადასხვა ბიზნესისტორიიდან მიღებული გაკვეთილი ნათელი უნდა იყოს. მარტივი ფულის ეპოქა დასრულდა და ზრდა ნებისმიერ ფასად აღარ არის მანტრა, რომელსაც რაიმე აზრი აქვს. გუნდები, რომლებიც დომინანტურ პოზიციაში იქნებიან მომავალში, უნდა აშენდეს მდგრად საფუძვლებზე.