დისნეის 7 პრინცი, რომელიც იმაზე პრობლემურია, ვიდრე გგონია
შეიძლება ნაწარმოები უკვე კლასიკად იყოს მიჩნეული, თუმცა, ეს არ გამორიცხავს, რომ მასში პრობლემური ან შეუფერებელი მასალა გვხვდებოდეს. მით უმეტეს, როცა საქმე დისნეის ანიმაციებს ეხება, მათში ერთიც მრავლადაა და მეორეც — თანხმობის სრული უგულებელყოფიდან გენდერულ სტერეოტიპებამდე. პრინცები კი, რომლებიც წინათ სასურველი პარტნიორის მოდელებადაც მიაჩნდათ, მათი ქმედებებითა და დამოკიდებულებებით მომხიბვლელზე მეტად სწორედ პრობლემურები არიან.
1. ერიკი
პრინცი ერიკი ანდერსენის ზღაპარში ბევრად უარესი პერსონაჟია, ვიდრე დისნეის ანიმაციაში. თუმცა, პატარა ქალთევზას ეკრანიზაციაში მისი გმირი არანაკლებ პრობლემურია. იგი არიელის მისდამი სიყვარულით მოხიბლულია — უფრო სწორად, მისი, როგორც მშვენიერი, მაგრამ უტყვი არსების უპირობო სიყვარულით. ეს ერთგვარი ობიექტივაციაა. ამასთან, პრივილიგირებული და მიამიტი პრინცი ვერც იმაში ხედავს პრობლემას, რომ ვიღაც მისთვის ყველაფერზეა წამსვლელი, მათ შორის, საკუთარ თავზე უარის თქმაზეც კი.
2. ფილიპი
დისნეის ზოგიერთ ანიმაციაში ორიგინალური ზღაპრების პრობლემური მხარის გამოსწორებას შეეცადნენ, მაგრამ მძინარე მზეთუნახავი იმის დასტურია, რომ ამ საქმეს მაინცდამაინც გულისყურით არ მოეკიდნენ. პრინცი ფილიპის ურთიერთობა პრინცესა ავრორასთან ნათელი მაგალითია იმის, თუ რას ნიშნავს თანხმობის სრული უგულებელყოფა.
მას შემდეგ, რაც პრინცესა ჯადოს საშუალებით ღრმა ძილს მიეცემა, ფილიპი უგონო მდგომარეობაში მყოფ ავრორას "ჭეშმარიტი გულის სწორის კოცნით" აღვიძებს. მართალია, სიუჟეტის მიხედვით ამან პრინცესას სიცოცხლე იხსნა, მაგრამ ამბის მორალი პატარა მაყურებლებისთვის არცთუ სახარბიელოა: რომ კაცის "რომანტიკული" მიზანი საშუალებას ამართლებს.
3. ალადინი
რომანტიკულ გრძნობებს მეტად უცნაურად გამოხატავს ალადინიც. იგი ყოველთვის ფიქრობდა, რომ ჟასმინისნაირ გამორჩეულ ქალთან ურთიერთობის დაწყების შანსი არ ჰქონდა და მაშინაც კი, როცა ჯინის დახმარებით ეს მოახერხა, პრინცესას გამუდმებით ატყუებდა. საკუთარი მიზნების მისაღწევად ჟასმინის გრძნობების უგულებელყოფა მიგვანიშნებს, რომ ალადინი პრინცესას "მოსაგებ პრიზად" უფრო უყურებდა და მისდამი იმდენი პატივისცემაც არ ჰქონდა, რომ სიმართლე ეთქვა.
4. ადამი
პრინცი ადამი, იგივე ურჩხული, დისნეის ერთ-ერთი ყველაზე ცალსახად უარყოფითი პერსონაჟია, თუმცა, ეს ამბავი რატომღაც მაინც რომანტიკულად მიიჩნევა. რეალურად, ადამი, რომელიც მოხუცი ქალის წყევლამ ურჩხულად აქცია, ბელს საშინლად ექცეოდა — ჯერ მამამისი დაატყვევა დილეგში, მერე კი დათანხმდა, გოგოს მისი ადგილი დაეკავებინა. ამდენად, აქ პატივისცემასა და თანაგრძნობაზე სიტყვის თქმაც კი ზედმეტია.
5. ლი შანგი
ლი შანგი კი ანიმაციაში პრინცის ტიტულს არ ატარებს, დისნეის ვებგვერდზე იგი ასეა მოხსენიებული, რადგან მულანზე, ჩინეთის იმპერატორზე, იქორწინა. თუმცა, რაც უნდა იყოს, იგი დისნეის ერთ-ერთი ყველაზე პრობლემური გმირია; როცა იგებს, რომ თავისი მეგობარი, რეალურად, კაცის სამოსში გამოწყობილი ქალია, მას თოვლიან მთაზე დაშავებულს მარტო ტოვებს.
6. ნავინი
აი, კიდევ ერთი უზომოდ თავკერძა პერსონაჟი ამ ჩამონათვალში. გასაგებია, რომ ნავინი თავისი ცნობისმოყვარეობის გამო ბაყაყად იქცა, თუმცა, ჯადოს მოხსნის გზის ძიების ნაცვლად, იგი მანიპულაციურად ცდილობს, ტიანა კოცნაზე დაითანხმოს. ამ ყველაფრის შემდეგ, ნავინი ტიანასაც თავის მსგავს ბაყაყად აქცევს და მის რესურსს პრობლემის მოსაგვარებლად იყენებს.
7. ფლორიანი
და, აი, დისნეის ერთ-ერთი ყველაზე პრობლემური პრინციც. ამ ზღაპარს ადრეული ასაკიდანვე გვიყვებოდნენ და ვიცით, რომ რაღაც მომენტში ჯადოქრის მიერ მოწამლული ფიფქია იღვიძებს. თუმცა, საყურადღებოა, რომ როცა ფლორიანი მას კოცნის, ამის შედეგზე არაფერი იცის. ისიც, ჯუჯებიც და ცხოველებიც დაკრძალვაზე არიან, შესაბამისად, იციან, რომ ფიფქია მკვდარია. საბოლოოდ კი მისმა კოცნამ ჯადო მოხსნა, თუმცა, სხვა შემთხვევაში ეს სცენა პრობლემურზე მეტიც იქნებოდა.
-
გადახედვაბასიანი: კანონი სრულად ზღუდავს გამოხატვისა და შეკრების თავისუფლებას, აწესებს ცენზურას ფაქტობრივად ყველა სფეროზე ბასიანი: კანონი სრულად ზღუდავს გამოხატვისა და შეკრების თავისუფლებას, აწესებს ცენზურას ფაქტობრივად ყველა სფეროზე
-
-
გადახედვასაქართველოს 10 საუკეთესო გამოსვლა ევროვიზიაზე საქართველოს 10 საუკეთესო გამოსვლა ევროვიზიაზე
-
გადახედვამასშტაბური კვლევის თანახმად, ვიაგრა ალცჰაიმერის განვითარების რისკებს 50%-ით ამცირებს მასშტაბური კვლევის თანახმად, ვიაგრა ალცჰაიმერის განვითარების რისკებს 50%-ით ამცირებს
-
გადახედვაახალი რობოტი ადამიანის სახის გამომეტყველებას იმეორებს ახალი რობოტი ადამიანის სახის გამომეტყველებას იმეორებს
-
-
გადახედვაროგორ აისახება ყინულის დნობა დღის ხანგრძლივობაზე? — ახალი კვლევა როგორ აისახება ყინულის დნობა დღის ხანგრძლივობაზე? — ახალი კვლევა
-
გადახედვავინ იქნება Neuralink-ის შემდეგი პაციენტი — რა ვიცით ვინ იქნება Neuralink-ის შემდეგი პაციენტი — რა ვიცით
-
გადახედვაბელას ადგილას, ედვარდს დავშორდებოდი — კრისტენ სტიუარტი ბელას ადგილას, ედვარდს დავშორდებოდი — კრისტენ სტიუარტი
-
გადახედვამამუკა ხაზარაძე: რეალურად, ვდგავართ ძალიან დიდ გზაჯვარედინზე — ან ევროპა ან რუსეთი მამუკა ხაზარაძე: რეალურად, ვდგავართ ძალიან დიდ გზაჯვარედინზე — ან ევროპა ან რუსეთი
-
გადახედვაინტერნეტის სიჩქარე რამდენიმე მილიონჯერ გაზარდეს — როგორ გადაიტანეს წამში 301 ტერაბიტი ინტერნეტის სიჩქარე რამდენიმე მილიონჯერ გაზარდეს — როგორ გადაიტანეს წამში 301 ტერაბიტი
-
-
გადახედვაფრინველის გრიპი ძროხებში ვრცელდება — რა უნდა ვიცოდეთ ფრინველის გრიპი ძროხებში ვრცელდება — რა უნდა ვიცოდეთ
-
გადახედვაახალი სურათი ჩვენი გალაქტიკის შავი ხვრელის მაგნიტური ველის სტრუქტურას გვიჩვენებს ახალი სურათი ჩვენი გალაქტიკის შავი ხვრელის მაგნიტური ველის სტრუქტურას გვიჩვენებს
-
გადახედვა2023 წელს შემცირდა ქორწინების, განქორწინების და შობადობის მაჩვენებელი — საქსტატი დემოგრაფიულ მაჩვენებლებს აქვეყნებს 2023 წელს შემცირდა ქორწინების, განქორწინების და შობადობის მაჩვენებელი — საქსტატი დემოგრაფიულ მაჩვენებლებს აქვეყნებს
-
გადახედვაკვლევის მიხედვით, თაობიდან თაობამდე ტვინების ზომა იზრდება — რას შეიძლება ნიშნავდეს ეს კვლევის მიხედვით, თაობიდან თაობამდე ტვინების ზომა იზრდება — რას შეიძლება ნიშნავდეს ეს
-
გადახედვაემა სტოუნს Poor Things-ის რეჟისორის ახალ ფილმში ვიხილავთ — ნახე ტრეილერი ემა სტოუნს Poor Things-ის რეჟისორის ახალ ფილმში ვიხილავთ — ნახე ტრეილერი
-
გადახედვაბაკურიანში, თოვლის მასაში ერთი ადამიანია მოყოლილი — ადგილზე მუშაობენ მაშველები ბაკურიანში, თოვლის მასაში ერთი ადამიანია მოყოლილი — ადგილზე მუშაობენ მაშველები
-
გადახედვალაზარე გრიგორიადისის საქმეზე დასკვნითი სხდომა კვლავ გადაიდო ლაზარე გრიგორიადისის საქმეზე დასკვნითი სხდომა კვლავ გადაიდო
-
გადახედვა2026 წელს ასტრონავტები მთვარეზე მცენარეებსაც წაიღებენ 2026 წელს ასტრონავტები მთვარეზე მცენარეებსაც წაიღებენ
-
გადახედვააზერბაიჯანი ევროკავშირისა და აშშ-ის სომხეთთან დაგეგმილი შეხვედრის გამო აღშფოთებულია აზერბაიჯანი ევროკავშირისა და აშშ-ის სომხეთთან დაგეგმილი შეხვედრის გამო აღშფოთებულია
კომენტარები