ილია მეორის გადადგომასთან დაკავშირებულ ინფორმაციას საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი, ანდრია ჯაღმაიძე გამოეხმაურა.

რატომ არის მნიშვნელოვანი: გუშინ, 13 ოქტომბერს მთავარ არხზე გასულ სიუჟეტში ნათქვამი იყო, რომ დეკემბრის ბოლოს ილია მეორე გადადგომას აპირებს.

  • არხის ინფორმაციით, მსჯელობა პატრიარქის სამდივნოში უკვე დაწყებულია და მღვდელმთავრების ნაწილმა ინფორმაცია უკვე მიიღო.
  • მათივე თქმით, სინოდი მსჯელობს პროცედურებზეც, რომლის მიხედვითაც, ილია მეორის შემცვლელი უნდა შეირჩეს.

ჯაღმაიძე თქმით, გასულ წელს თავად განაცხადა, რომ პატრიარქს ამის შესახებ ჰქონდა ნათქვამი, თუმცა, როგორც ამბობს მას "არანაირ თარიღებთან" და ვადებთან დაკავშირებით არ უსაუბრია.

  • შემდეგ კი თქვა, რომ მთავარი არხის მიერ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება და ეს "მორიგი ფანტაზია და ტყუილია".