9-კაციან სამუშაო ჯგუფს შეფასებების გაკეთების ვადა დღეს, 13 ოქტომბერს ეწურებოდათ.

რატომ არის მნიშვნელოვანი: სამუშაო ჯგუფის შემდეგ საკუთარ კანდიდატებს დაასახელებენ პოლიტიკური ჯგუფები, ფრაქციები და პარლამენტის 7-კაციან ჯგუფი — მათ დრო 21 ოქტომბრის ჩათვლით ექნებათ.

  • შალვა პაპუაშვილის განცხადებით, უნდა დასახელდეს, მინიმუმ, 7 კანდიდატი იმისთვის, რომ შემდეგი ეტაპი დაიწყოს.

დეტალები: ომბუდსმენობის კანდიდატებიდან ყველაზე მაღალი შეფასება არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ წარდგენილმა კანდიდატმა, ანა აბაშიძემ მიიღო. მას ჯამში 321 ქულა აქვს.

  • NGO-ების მიერ წარდგენილი მეორე კანდიდატი, ნაზი ჯანეზაშვილი კი შეფასების მიხედვით მეორე ადგილზეა. მან 288 ქულა მოაგროვა;
  • რაც შეეხება გიორგი ბურჯანაძეს, მან ჯამში 231 ქულა მიიღო.
  • სახალხო დამცველობის კანდიდატურა, ასევე, წარდგენილი ჰქონდა დეპუტატ იაგო ხვიჩიასაც, რომელმაც ჯგუფის წევრების შეფასების მიხედვით, 62 ქულა მოაგროვა;
  • მაღალი შეფასებები აქვთ, ასევე, მარიკა არევაძეს, თინათინ ერქვანიას, ნუგზარ კოხრეიძეს, გიორგი მარიამიძეს, სერგო მახარაძეს. დეტალურად გაეცანით აქ.

სახალხო დამცველობის კონკურსზე ჯამში 19 კანდიდატი დარეგისტრირდა — საპარლამენტო უმრავლესობას საკუთარი კანდიდატურას არ წარუდგენია.

  • ევროკავშირის მიერ გაცემულ 12 რეკომენდაციაში, ერთ-ერთი სახალხო დამცველის გამჭვირვალედ და დემოკრატიულად არჩევას უკავშირდება