სოციალური სამართლიანობის ცენტრი სასულიერო პირების მოსმენების საქმის გამოძიების ხარვეზებზე საუბრობს
ორგანიზაცია სასულიერო პირების, მათ შორის მეუფე მალხაზ სონღულაშვილის, მეუფე რუსუდან გოცირიძის, დედა სიდონიას, დეკანოზ გიორგი მამალაძის, ასევე, სამოქალაქო აქტივისტებისა და თავად ცენტრის თანამშრომლების ინტერესებს იცავს.
რატომ არის მნიშვნელოვანი: 2021 წლის 13-14 სექტემბერს, სავარაუდოდ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან უკანონო ფარული მოსმენა-მიყურადებისა და თვალთვალის, დაახლოებით, 58 000-მდე ფაილი გავრცელდა.
- ე.წ. კრებსები ჟურნალისტების, რელიგიური ორგანიზაციების წარმომადგენლების, პოლიტიკოსების, სამოქალაქო აქტივისტებისა და დიპლომატების კერძო კომუნიკაციის ჩანაწერებსა და პირადი ცხოვრების დეტალურად დამუშავებულ ინფორმაციას მოიცავდა.
- ჩანაწერების ავთენტურობა უკვე არაერთმა ადამიანმა დაადასტურა.
დეტალები: ცენტრი მიუთითებს, რომ სასულიერო პირები პროკურატურამ დაზარალებულად მხოლოდ გამოძიების დაწყებიდან ერთი წლის შემდეგ ცნო და ორგანიზაციას სისხლის სამართლის საქმის მასალების მხოლოდ ნაწილის გაცნობის შესაძლებლობა მისცა.
- "სტატუსის მონიჭების შემდეგ პროკურატურამ სრულიად დაუსაბუთებლად უარი გვითხრა საქმის მასალების გადმოცემაზე და მხოლოდ საქმის მასალების არასაიდუმლო ნაწილის გაცნობის შესაძლებლობა მოგვცა ადგილზე".
- მათივე თქმით სუს-მა თითქმის სრულად დაშტრიხა უსაფრთხოების სამსახურების თანამშრომლებიც გამოკითხვის ოქმები.
მათივე თქმით, საქმის მასალების გაცნობის შემდეგ, მიუხედავად იმისა, რომ პროკურატურამ გამოძიება პირველივე თვეებში ჩაატარა, ნათელი გახდა, რომ რიგი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები არ ჩატარებულა.
- ასევე, სუს-ის თანამშრომლების გამოკითხვისას ყურადღება არ არის გამახვილებული გამოძიებისთვის კრიტიკული მნიშვნელობის საკითხებზე.
ხარვეზები: ორგანიზაცია რამდენიმე გარემოებას უსვამს ხაზს. კერძოდ, ამბობენ, რომ არ არიან გამოკითხული სუს-ის მაღალჩინოსნები, ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს (ოტოს) თანამშრომლები.
- ასევე, არც სააგენტოს მუშაობის შიდა მექანიზმები და ინსტრუქციებია შემოწმებული, სუს-ის დანარჩენი თანამშრომლების გამოკითხვა კი ხარვეზიანი და ფორმალურია.
- "ისინი ხშირად სახელმწიფო საიდუმლოების დაცვის სახელით გამოძიების ფუნდამენტურ კითხვებს არ სცემენ პასუხს".
- "მათთვის დასმული კითხვებიც კი მხოლოდ სამსახურებრივ ჩატში კომუნიკაციას არ უკავშირდებოდა და არა უფრო ფართოდ, კრებსებში წარმოდგენილ სხვა შინაარსებზე და შესაძლო დარღვევებზე".
გარდა ამისა, განცხადებაში ნათქვამია, რომ ამ დრომდე არ არის შემოწმებული ის სამართლებრივი საფუძვლები, რომლითაც სასულიერო პირების მოსმენა ხორციელდებოდა.
- ხაზს უსვამენ იმასაც, რომ მთელი რიგი საგამოძიებო მოქმედებები, მაგალითად ტელეფონებისა და სამსახურებრივი კომპიუტერების ჩხრეკა და ამოღება დაგვიანებით ჩატარდა.
ცენტრის შეფასებით, აღნიშნული გარემოებები მიუთითებს, რომ არაერთი პირის კერძო კომუნიკაციისა და მათი პირადი ცხოვრების საიდუმლოების დარღვევის ფაქტზე მიმდინარე გამოძიება გარკვეული ხარვეზებით მიმდინარეობს.
- ამბობენ, რომ ჩატარებული მოქმედებების ნაწილი ფორმალურია და ნაკლებად მოსალოდნელია, რომ შედეგმა გამოძიების მიმდინარეობაზე არსებითი გავლენა მოახდინოს.
- ორგანიზაცია მოუწოდებს პროკურატურას, უზრუნველყოს ობიექტური გამოძიების ჩატარება და დაიცვას დაზარალებულების სამართლებრივი ინტერესები.
- მათივე თქმით, ცენტრი აგრძელებს ბენეფიციარების ინტერესების დაცვასა და ახლო მომავალში პროკურატურას დამატებით მოქმედებების ჩატარების შესახებ შუამდგომლობებს წარუდგენს.
-
გადახედვამეცნიერები უნივერსალურ ვაქცინაზე მუშაობენ, რომელიც ვირუსის ყველა შტამისგან დაგვიცავს მეცნიერები უნივერსალურ ვაქცინაზე მუშაობენ, რომელიც ვირუსის ყველა შტამისგან დაგვიცავს
-
გადახედვაშესაძლოა, დედამიწასთან ახლომდებარე ასტეროიდი მთვარის ფრაგმენტი იყოს შესაძლოა, დედამიწასთან ახლომდებარე ასტეროიდი მთვარის ფრაგმენტი იყოს
-
გადახედვაკანონის მიღების შემთხვევაში, ევროკავშირმა სანქციები უნდა დაუწესოს ყველა დეპუტატს, ვინც მის სასარგებლოდ მისცა ხმა — ევროპარლამენტში ინიციირებული რეზოლუცია კანონის მიღების შემთხვევაში, ევროკავშირმა სანქციები უნდა დაუწესოს ყველა დეპუტატს, ვინც მის სასარგებლოდ მისცა ხმა — ევროპარლამენტში ინიციირებული რეზოლუცია
-
გადახედვაკანის კინოფესტივალზე Studio Ghibli-ს საპატიო ოქროს პალმის რტო გადაეცემა კანის კინოფესტივალზე Studio Ghibli-ს საპატიო ოქროს პალმის რტო გადაეცემა
-
გადახედვამდინარაძე: როცა ქალი ამბობს, "არ ვარ დაოჯახებული, მაგრამ მინდა მყავდეს შვილი", ამის უფლება უნდა ჰქონდეს თუ არა, საკამათოა მდინარაძე: როცა ქალი ამბობს, "არ ვარ დაოჯახებული, მაგრამ მინდა მყავდეს შვილი", ამის უფლება უნდა ჰქონდეს თუ არა, საკამათოა
-
გადახედვაუცხოური დაფინანსებით, ქვეშეთის სოფელ კობთან დამაკავშირებელი 9 კმ-იანი გვირაბის გაჭრა დასრულდა უცხოური დაფინანსებით, ქვეშეთის სოფელ კობთან დამაკავშირებელი 9 კმ-იანი გვირაბის გაჭრა დასრულდა
-
გადახედვამზის სისტემაში ერთით მეტი პლანეტა შეიძლება იყოს და ასტრონომებმა ამის ახალ მტკიცებულებას მიაგნეს მზის სისტემაში ერთით მეტი პლანეტა შეიძლება იყოს და ასტრონომებმა ამის ახალ მტკიცებულებას მიაგნეს
-
გადახედვადღეს, 23 აპრილს, 7 საათზე, რუსული კანონის საპროტესტო აქცია კვლავ გაიმართება დღეს, 23 აპრილს, 7 საათზე, რუსული კანონის საპროტესტო აქცია კვლავ გაიმართება
-
გადახედვაკიბოს დიაგნოსტირება სისხლის წვეთით? — ახალი მეთოდი პასუხს რამდენიმე წუთში იძლევა კიბოს დიაგნოსტირება სისხლის წვეთით? — ახალი მეთოდი პასუხს რამდენიმე წუთში იძლევა
-
-
-
-
-
-
გადახედვაარ ვიცი, Euphoria მე-3 სეზონით დაბრუნდება თუ არა — ზენდეია არ ვიცი, Euphoria მე-3 სეზონით დაბრუნდება თუ არა — ზენდეია
-
გადახედვაგენდერული კვოტების გაუქმების კანონპროექტზე, სახალხო დამცველმა ეუთო/ოდირს მიმართა გენდერული კვოტების გაუქმების კანონპროექტზე, სახალხო დამცველმა ეუთო/ოდირს მიმართა
-
-
გადახედვაფონდი ქართუ საფეხბურთო ნაკრებს, ქვეჯგუფიდან გასვლის შემთხვევაში, 30 მილიონ ლარს გადასცემს ფონდი ქართუ საფეხბურთო ნაკრებს, ქვეჯგუფიდან გასვლის შემთხვევაში, 30 მილიონ ლარს გადასცემს
-
გადახედვამილიარდობით წლის შემდეგ პირველად, სიცოცხლის ორმა ფორმამ ერთი ორგანიზმი წარმოქმნა მილიარდობით წლის შემდეგ პირველად, სიცოცხლის ორმა ფორმამ ერთი ორგანიზმი წარმოქმნა
-
გადახედვაჟურნალისტის, ია სართანიას თავდასხმის ფაქტზე, მედიის ადვოკატირების კოალიცია გამოძიებას ითხოვს ჟურნალისტის, ია სართანიას თავდასხმის ფაქტზე, მედიის ადვოკატირების კოალიცია გამოძიებას ითხოვს
-
გადახედვავაშაძე: ივანიშვილმა და მისმა დაჯგუფებამ გადაწყვიტეს, საკუთარ მოქალაქეებს კონტრაქცია გაუმართოს, რას ითხოვთ, ევროკავშირში არ შევიდეთ? ვაშაძე: ივანიშვილმა და მისმა დაჯგუფებამ გადაწყვიტეს, საკუთარ მოქალაქეებს კონტრაქცია გაუმართოს, რას ითხოვთ, ევროკავშირში არ შევიდეთ?
კომენტარები