ჯო ბაიდენი

10 Oct. 2022, 21:46

შეერთებული შტატები მკაცრად გმობს რუსეთის დღევანდელ სარაკეტო დარტყმებს უკრაინაში, მათ შორის კიევში. ამ თავდასხმების შედეგად დაიღუპნენ და დაშავდნენ მშვიდობიანი მოქალაქეები და გაანადგურეს სამიზნეები, რომლებიც არ არის სამხედრო დანიშნულების. ისინი კიდევ ერთხელ აჩვენებენ ბატონი პუტინის უკანონო ომის სრულ სისასტიკეს უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ.

ვუსამძიმრებთ დღეს დაღუპულთა ოჯახებს და ახლობლებს, ასევე ვუსურვებთ საუკეთესოს ურვილებს და გამოჯანმრთელებას დაშავებულებს.

ეს თავდასხმები კიდევ უფრო აძლიერებს ჩვენს ვალდებულებას, ვიყოთ უკრაინელი ხალხის გვერდით რამდენ ხანსაც დასჭირდებათ. ჩვენს მოკავშირეებთან და პარტნიორებთან ერთად გავაგრძელებთ რუსეთისთვის საფასურის დაწესებას მისი აგრესიისთვის, პუტინის და რუსეთის პასუხისმგებლობას დავაყენებთ მისი სისასტიკესა და ომის დანაშაულების გამო და უკრაინულ ძალებს უზრუნველვყოფთ საჭირო მხარდაჭერით საკუთარი ქვეყნისა და თავისუფლების დასაცავად.

ჩვენ კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ რუსეთს დაუყოვნებლივ შეწყვიტოს ეს არაპროვოცირებული აგრესია და გაიყვანოს თავისი ჯარები უკრაინიდან.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. "სამწუხაროდ, ეს არ ეხება საქართველოსა და მოლდოვას" — პესკოვი რუსეთის "განვითარებულ ორმხრივ ურთიერთობებზე"
  2. საქართველოში, უცხო ქვეყნის მოქალაქეებს, დიდი ოდენობით თანხას არიცხვინებდნენ — რა საქმე გახსნა პროკურატურამ
  3. რა აჩუქა მამამ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრს და რა მოხდებოდა კეთილსინდისიერების შემოწმების შემთხვევაში
  4. "ქალბატონო სალომე, ნუ დაგვიმახინჯებთ ისტორიას, უპირობოდ უნდა გაათავისუფლოთ სააკაშვილი" — სოფო ჯაფარიძე
  5. კადიროვის 18 წლის შვილმა გასცა დავალება, "გაანათლონ" ადამიანები, ვინც ინტერნეტში ჩეჩნეთის ტრადიციებს შეურაცხყოფენ

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

კობახიძემ და პაპუაშვილმა საქართველოს ნაკრების ფეხბურთელები ღირსების ორდენზე წარადგინეს

მოკლედ: საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ და პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა საქართველოს…