ადვოკატი: მუსტაფა ემრეს თურქეთისთვის გადაცემით, ხელისუფლების ავტორიტეტი შეილახება
დემირელის კოლეჯის ხარისხის მართვის მენეჯერის, მუსტაფა ემრე ჩაბუქის დაკავებასთან დაკავშირებით, უფლებადამცველი სოსო ბარათაშვილი აცხადებს, რომ თუკი საქართველოს ხელისუფლება თურქეთს გადასცემს მას, ამით "სერიოზულად შეილახება მისი ავტორიტეტი":
"დაუსაბუთებლად ადამიანის გადაცემა, წარმოუდგენლად მიმაჩნია, მით უმეტეს, ევროსაბჭოს კომისარს და გაეროს აქვს დასკვნა გაკეთებული ადამიანთა უფლებების იმ ძალიან სერიოზულ დარღვევაზე, რომელიც დღეს თურქეთში ხდება".
როგორც ადვოკატი On.ge-სთან საუბარში ჰყვება, მუსტაფა ემრე ინტერპოლით არ არის ძებნილი და თურქეთის მხარემ პირდაპირ საქართველოს სთხოვა მისი დაკავება და გადაცემა. იგი გუშინ, 24 მაისს, თურქეთის დელეგაციის ვიზიტის დასრულების შემდეგ დააკავეს. დღეს კი, სასამართლო სხდომაზე გადაწყდება, შეეფარდება თუ არა წინასწარი პატიმრობა.
ადვოკატის თქმით, ბრალდების თანახმად, მუსტაფა ემრე თითქოს ეხმარებოდა ერთ-ერთ ტერორისტულ ორგანიზაციას და ეს ორგანიზაცია მოხსენიებულია, როგორც "ფეთულა გიულენის მიმდევრები". კერძოდ, ადვოკატის თქმით, ბრალდების მასალებში აღნიშნულია, რომ მუსტაფა ემრე ჩაბუქს ბრალად ედება, თითქოს, ის ეხმარებოდა დემირელის კოლეჯის ერთ-ერთ პარტნიორს, რათა 2017 წელს გაესხვისებინა წილი ერთ-ერთ ამერიკულ კომპანიაზე:
"იმ ამერიკულ კომპანიას არავინ ბრალად არ უყენებს ტერორისტული კომპანიის დახმარებას და არც ამ გამსხვისებელს. სინამდვილეში არ გასხვისებულა და ბრალდებაში წერია, თითქოს მცდელობა იყო და აბსოლუტურად არაფერია ნათქვამი იმაზე, აქვს თუ არა ამ ამერიკულ კომპანიას რაიმე კავშირი ფეთულა გიულენთან. როგორც ჩანს, ამერიკულ კომპანიას ვერ შეწვდნენ. არავითარი საფუძველი არ აქვთ და ითხოვენ ათეულობით ათასი ადამიანის გადაცემას სხვადასხვა ქვეყნებიდან. მათ შორის მოხვდა ეს ადამიანიც".
როგორც ადვოკატი განმარტავს, ქართული მხარე მოქმედებს კანონმდებლობის მიხედვით. კერძოდ, არსებობს სპეციალური მუხლი ურთიერთდახმარების შესახებ, რომელიც ითვალისწინებს მაქსიმუმ ცხრათვიან საექსტრადიციო პატიმრობას, შემდეგ კი იუსტიციის მინისტრი იღებს გადაწყვეტილებას ექსტრადირების შესახებ.
მუსტაფა ემრე ჩაბუქი მეუღლესთან და შვილებთან ერთად, წლებია საქართველოში ცხოვრობს, მუდმივი ბინადრობის უფლებით. იგი არის ასევე დემირელის კოლეჯის პროფესორი.
მისი დაკავების საქმეს სწავლობს საქართველოს სახალხო დამცველი.
24 მაისს, მუსტაფა ემრეს მეუღლემ პრესკონფერენცია გამართა და პრეზიდენტს, პრემიერს და სახალხო დამცველს სთხოვა არ გადასცეს ქართულმა მხარემ მუსტაფა ემრე თურქეთს.
-
გადახედვაკალაძე მელიასა და გვარამიაზე: ბოროტების და რადიკალიზმის ადგილი ქართულ პოლიტიკაში არ არის კალაძე მელიასა და გვარამიაზე: ბოროტების და რადიკალიზმის ადგილი ქართულ პოლიტიკაში არ არის
-
გადახედვაორსულების დიეტა ნაყოფის სახის მახასიათებლებზე მოქმედებს — კვლევა ორსულების დიეტა ნაყოფის სახის მახასიათებლებზე მოქმედებს — კვლევა
-
გადახედვაComcom-მა დათვალა, რამდენმა ადამიანმა უყურა საქართველო-საბერძნეთის მატჩს პირველ არხზე Comcom-მა დათვალა, რამდენმა ადამიანმა უყურა საქართველო-საბერძნეთის მატჩს პირველ არხზე
-
გადახედვანახეთ: როგორ ჩანს დედამიწაზე სეზონების ცვლილება კოსმოსიდან ნახეთ: როგორ ჩანს დედამიწაზე სეზონების ცვლილება კოსმოსიდან
-
გადახედვასომხეთში სოლოვიოვის პროპაგანდისტული გადაცემების ტრანსლირება აიკრძალა სომხეთში სოლოვიოვის პროპაგანდისტული გადაცემების ტრანსლირება აიკრძალა
-
გადახედვაროგორი ამინდი იქნება შაბათ-კვირას როგორი ამინდი იქნება შაბათ-კვირას
-
გადახედვაჯიფსი როუზი ციხის დატოვებიდან 3 თვის შემდეგ განქორწინდა ჯიფსი როუზი ციხის დატოვებიდან 3 თვის შემდეგ განქორწინდა
-
გადახედვათბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში შრომითი უფლებების დარღვევა გამოვლინდა - კულტურის პროფკავშირი თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში შრომითი უფლებების დარღვევა გამოვლინდა - კულტურის პროფკავშირი
-
გადახედვადედაჩემის იპოთეკა დავფარე, რაც ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო — სიდნი სვინი დედაჩემის იპოთეკა დავფარე, რაც ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო — სიდნი სვინი
-
გადახედვავენერაზე სიცოცხლის "საშენი მასალის" არსებობა შესაძლებელია — კვლევა ვენერაზე სიცოცხლის "საშენი მასალის" არსებობა შესაძლებელია — კვლევა
-
გადახედვაფრანგული კომპანიისგან ნაყიდი პირველი სამაშველო ვერტმფრენი H 145 უკვე საქართველოშია ფრანგული კომპანიისგან ნაყიდი პირველი სამაშველო ვერტმფრენი H 145 უკვე საქართველოშია
-
გადახედვაბაკურიანში, ზვავში მოყოლილი ადამიანის სამძებრო-სამაშველო ოპერაცია განახლდა ბაკურიანში, ზვავში მოყოლილი ადამიანის სამძებრო-სამაშველო ოპერაცია განახლდა
-
-
გადახედვაბასიანი: კანონი სრულად ზღუდავს გამოხატვისა და შეკრების თავისუფლებას, აწესებს ცენზურას ფაქტობრივად ყველა სფეროზე ბასიანი: კანონი სრულად ზღუდავს გამოხატვისა და შეკრების თავისუფლებას, აწესებს ცენზურას ფაქტობრივად ყველა სფეროზე
-
გადახედვასაქართველოს 10 საუკეთესო გამოსვლა ევროვიზიაზე საქართველოს 10 საუკეთესო გამოსვლა ევროვიზიაზე
-
გადახედვამასშტაბური კვლევის თანახმად, ვიაგრა ალცჰაიმერის განვითარების რისკებს 50%-ით ამცირებს მასშტაბური კვლევის თანახმად, ვიაგრა ალცჰაიმერის განვითარების რისკებს 50%-ით ამცირებს
-
-
-
გადახედვამედიაკოალიცია სამართალდამცავ უწყებებს მოუწოდებს, ჟურნალისტ ნატო გოგელიას სახლში შეღწევისა და ქონების დაზიანების ფაქტი დროულად გამოიძიონ მედიაკოალიცია სამართალდამცავ უწყებებს მოუწოდებს, ჟურნალისტ ნატო გოგელიას სახლში შეღწევისა და ქონების დაზიანების ფაქტი დროულად გამოიძიონ
-
გადახედვაროგორ აისახება ყინულის დნობა დღის ხანგრძლივობაზე? — ახალი კვლევა როგორ აისახება ყინულის დნობა დღის ხანგრძლივობაზე? — ახალი კვლევა
-
გადახედვავინ იქნება Neuralink-ის შემდეგი პაციენტი — რა ვიცით ვინ იქნება Neuralink-ის შემდეგი პაციენტი — რა ვიცით
კომენტარები