ინფორმაცია ამერიკელი ექიმისთვის ლიცენზიის მინიჭების შესახებ ცენტრ ემპათიის დირექტორმა, მარიამ ჯიშკარიანმა და გიორგი ჩალაძემ გაავრცელეს.

რატომ არის მნიშვნელოვანი: ადვოკატები და ოჯახის წევრები აცხადებენ, რომ ექსპრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესებულია.

  • 5 ოქტომბერს შალვა ხაჭაპურიძემ თქვა, რომ მიხეილ სააკაშვილი ვერ იღებს საჭმელს და წამლებს, აქვს ტკივილები და ვივამედში გადაყვანის შემდეგ 20 კგ აქვს დაკლებული;
  • ნევროლოგი ოთარ თოიძე კი ამბობდა, რომ მაღალია ინფარქტის, გულის იშემიური დაავადების ან ტვინში სისხლის მიმოქცევის მოშლის განვითარების რისკი.

დეტალები: ოჯახის წევრები რამდენიმე დღე ითხოვდნენ, რომ აშშ-დან ჩამოსულ ექიმს ექსპრეზიდენტის მონახულების საშუალება ჰქონოდა.

  • წერილი გაავრცელა სააკაშვილმაც — ის ამბობდა, რომ მისი სიცოცხლე საფრთხეშია და კლინიკას მოუწოდებდა, ერთჯერადი სამედიცინო მომსახურებისთვის ამერიკელი სასამართლო-სამედიცინო ექსპერტი შეეშვათ.
  • კლინიკაში კი განაცხადეს, რომ ამერიკელი ექიმის შეყვანის საჭიროებას ვერ ხედავდნენ და ერთჯერადად შეშვება მათ კომპეტენციას სცილდებოდა.
  • თუმცა, გვიან ღამით გავრცელებული დოკუმენტის მიხედვით, რეგულირების სააგენტომ ჯეიმს კობს 6-თვით დროებითი საექიმო ლიცენზია მიანიჭა.
  • როგორც ჯიშკარიანი წერს, მასთან ერთად სააკაშვილის მკურნალობის პროცესში დისტანციურად ჩართვას შეძლებს ამერიკელი ექსპერტიც.

ექიმი ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილი გასინჯა, მაგრამ საჭიროა ბევრი გამოკვლევა, რომელიც შედეგიანი იქნება იმ შემთხვევაში, თუ ჩატარდება მოთხოვნების შესაბამისად.

  • მისივე თქმით, სააკაშვილს სჭირდება მაღალი დონის სამედიცინო მომსახურება და არ არსებობს მიზეზი, რომლის გამოც ის უნდა გრძნობს თავს ისე ცუდად, როგორც ახლა არის.
  • როგორც კობიმ აღნიშნა, პირველ რიგში, საჭიროა დაზუსტდეს, რა ტესტებია ჩასატარებელი, შემდეგ კი ის, სად ჩაატარებენ მათ.