უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, კონტრშეტევის დაწყებიდან დღემდე 2 434 კვადრატული კილომეტრი და 96 დასახლებული პუნქტი გაათავისუფლეს.

რატომ არის მნიშვნელოვანი: 29 აგვისტოს უკრაინა კონტრშეტევაზე გადავიდა და ამ დროისთვის უკვე აქვს გარკვეული წარმატება როგორც სამხრეთში, ასევე აღმოსავლეთით.

  • ომის შემსწავლელი ინსტიტუტის განცხადებით, უკრაინის შეტევაზე გადასვლამ ომის მიმდინარეობა შეცვალა, თუმცა ბრძოლები 2023 წლამდე გაგრძელდება.
  • მათივე თქმით, ფრონტის ხაზის სტაბილიზაციის შემდეგ, უკრაინის ჯარს ახალი შეტევების დაწყება მოუწევს.

დეტალები: ზელენსკის თქმით, მხოლოდ ამ კვირის განმავლობაში უკრაინელმა ჯარისკაცებმა რუსული ფსევდორეფერენდუმისგან აღმოსავლეთში 776 კვადრატული კილომეტრი და 29 დასახლებული პუნქტი გაათავისუფლეს, მათ შორის 6 ლუგანსკის რეგიონში.

  • "ყოველდღე ვათავისუფლებთ ჩვენს მიწას და ჩვენს ხალხს ფსევდორეფერენდუმისგან. ჩვენ აუცილებლად მივაღწევთ რუსეთის მიერ ადრე ოკუპირებულ მიწებს", — განაცხადა მან.

გათავისუფლებ რეგიონებში მშვიდობიანი მოქალაქეები უკრაინელ მებრძოლებს სიხარულით ხვდებიან.

  • დეოკუპირებულ ტერიტორიებზე უკრაინელები მასობრივ საფლავებსა და წამების საკნებს პოულობენ.
  • წინასწარი ინფორმაციით, ლიმანში ორი სამარხი იპოვეს, მათგან ერთში მშვიდობიანი მოქალაქეების ცალკეული საფლავებია, რომელშიც, სავარაუდოდ, 200-მდე ცხედარია
  • 6 ოქტომბერს მასობრივი საფლავი იპოვეს ხარკოვში — მასში 534 ადამიანის ცხედარი იყო, მათ შორის, 19 ბავშვის.
  • რეგიონის გათავისუფლებულ ტერიტორიაზე აღმოჩენილია წამების 22 საკანიც.
  • ირპენის, ბუჩასა და სხვა ქალაქების შემდეგ, 447 ადამიანის ცხედრები აღმოაჩინეს ახალგათავისუფლებულ იზიუმშიც.