ნინო ლომჯარია

7 Oct. 2022, 18:49

ჩვენ ყველანი ვიყავით სოლიდარულები უკრაინის მოქალაქეების და უკრაინის სახელმწიფოს მიმართ, ეს იყო საყოველთაო სოლიდარობა უკრაინის მიმართ და ამ პერიოდში გვესმოდა საქართველოს პრემიერმინისტრის განცხადებები, რომ ომი არის უკრაინაში და ეს მას არ ეხება, მას თავისი საქმე აქვს და ომი უკრაინაშია, რომ უკრაინა დაისჯებოდა და ისჯებოდა.

მახსოვს განცხადებები და თავდასხმები იმ დროს ევროკავშირის პარლამენტის წვერებზე, იმაზე, რომ ევროკავშირს უნდოდა ომი თურმე და არა რუსეთს და ევროკავშირი და ამერიკა იყო ამაში მთავარი დამნაშავე, მახსოვს განცხადებები, რომ საქართველო არ შეუერთდებოდა სანქციებს და რა თქმა უნდა, ამ ყველაფერმა ჩემში გამოიწვია სირცხვილის გრძნობა, როგორც ამ ქვეყნის მოქალაქისთვის. დარწმუნებული ვარ, რომ თქვენშიც გამოიწვია სირცხვილის გრძნობა ამ განცხადებებმა იმ პერიოდში, მაგრამ თქვენგან განსხვავებით, შეიძლება, მე უფრო მეტი შესაძლებლობა მაქვს გამოვხატო ჩემი ემოციური მდგომარეობა. 


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. ოცნების დეპუტატის, გია ცაგარეიშვილის შვილი: მედვედევს რაც მოსწონს, დუგინს რაც მოსწონს — ჩვენ ავტომატურად არ მოგვწონს, 2x2
  2. "ჩემს სახეზე ეს კვალი გაქრება, მაგრამ შენი სახიდან რუსეთის მონის კვალი ვერ ჩამოირეცხება" — სტუდენტის მიმართვა პრემიერ-მინისტრს
  3. რა ეწერა რუსთავი 2-ის საინფორმაციოს უფროსის Whatsapp სტატუსში, რომელიც დღეს გამოქვეყნდა და მალევე წაიშალა
  4. სტუდენტი, რომელიც კობახიძის ლექციაზე საქართველოსა და ევროკავშირის დროშით მივიდა, ლექციაზე არ შეუშვეს
  5. როგორი ამინდი იქნება ამ შაბათ-კვირას

გირჩევთ

ახლა კითხულობენ