16 წლის ირანელი გოგოს დედა შვილის სიკვდილში ხელისუფლებას ადანაშაულებს
16 წლის სკოლის მოსწავლე ირანელი გოგო, ნიკა შაჰკარამი, მაჰსა ამინის სიკვდილით გამოწვეულ ჰიჯაბის ტარების საწინააღმდეგო მასობრივ გამოსვლებს შეუერთდა, თუმცა აქციიდან სახლში აღარ დაბრუნებულა. ირანის მთავრობის თქმით, ნიკა შენობის სახურავიდან გადმოხტა და თვითმკვლელობით დაასრულა სიცოცხლე, მაგრამ თინეიჯერი გოგოს დედა ხელისუფლებას ადანაშაულებს შვილის მკვლელობაში და ამბობს, რომ მათ აიძულეს, დათანხმებოდა, თითქოს ნიკამ მართლაც თავი მოიკლა.
Radio Farda-სთვის გაგზავნილ ვიდეოში, ნიკას დედამ, ნასრიმ შაჰკარამიმ განაცხადა, რომ მას აიძულეს მცდარი ჩვენება მიეცა შვილის სიკვდილთან დაკავშირებით, რომელიც 20 სექტემბერს თეირანში წავიდა საპროტესტო აქციაზე და გაუჩინარდა. ნიკას ოჯახის წევრების თქმით, უკანასკნელ სატელეფონო საუბარში ნიკამ მათ უთხრა, რომ უშიშროების სახელმწიფო ძალებისგან გარბოდა.
ნიკას ოჯახის თქმით, მისი სხეული ირანის პოლიციამ მოიპარა და მხოლოდ ათი დღის შემდეგ, პირველ ოქტომბერს, დაუბრუნეს ოჯახს. მიუხედავად იმისა, რომ მათ ნიკას სხეულის კარგად დათვალიერების საშუალება არ მიეცათ, გოგოს დედამ და დეიდამ შენიშნეს, რომ ნიკას ცხვირი ჩამსხვრეული, ხოლო თავი დაზიანებული ჰქონდა. გარდაცვალების შესახებ ცნობაში მიზეზად "ბლაგვი საგნით მრავალჯერადი დარტყმაა" მითითებული.
ნიკა შაჰკარამის სიკვდილმა ისეთივე საყოველთაო აღშფოთება გამოიწვია, როგორც თავად მაჰსა ამინის მკვლელობამ, რომელსაც "ჰიჯაბის არასწორად ტარების" გამო პოლიციამ სიკვდილამდე სცემა. სწორედ ამ ფაქტს აპროტესტებდა 16 წლის ნიკა.
ამინის მკვლელობასთან დაკავშირებულ საპროტესტო აქციებს 1,200-მდე ადამიანის უსაფუძვლო დაპატიმრება მოჰყვა. როგორც ირკვევა, აქციებზე დაღუპულთა დიდი ნაწილი 20 წლამდე ახალგაზრდაა.
ამავე თემაზე:
-
გადახედვარა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად რა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად
-
გადახედვამკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს მკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს
-
გადახედვამოლაპარაკებები არ დაიწყება, ვიდრე ეს კანონი დღის წესრიგშია — ევროპარლამენტის რეზოლუციის საბოლოო პროექტი მოლაპარაკებები არ დაიწყება, ვიდრე ეს კანონი დღის წესრიგშია — ევროპარლამენტის რეზოლუციის საბოლოო პროექტი
-
გადახედვაშესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა შესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა
-
-
-
-
გადახედვამესტიის მერი დეკლარაციაში ქონებას მალავს — TI მესტიის მერი დეკლარაციაში ქონებას მალავს — TI
-
-
-
-
-
გადახედვაროდის გაჩნდნენ დედამიწაზე მანათობელი ცხოველები? — კვლევა როდის გაჩნდნენ დედამიწაზე მანათობელი ცხოველები? — კვლევა
-
გადახედვაბრძოლა გრძელდება, აქციებზე შევხვდებით — ლაზარე გრიგორიადისის პირველი განცხადება გათავისუფლების შემდეგ ბრძოლა გრძელდება, აქციებზე შევხვდებით — ლაზარე გრიგორიადისის პირველი განცხადება გათავისუფლების შემდეგ
-
გადახედვალაზარე გრიგორიადისი თავისუფალია ლაზარე გრიგორიადისი თავისუფალია
-
გადახედვაშეიმუშავეს ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც ადამიანის დნმ-ის რედაქტირება შეუძლია შეიმუშავეს ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც ადამიანის დნმ-ის რედაქტირება შეუძლია
-
-
-
-
გადახედვასალომე ზურაბიშვილმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა სალომე ზურაბიშვილმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა
-
გადახედვა"იდენტიფიცირებულნი იქნებიან ის პირები, რომლებიც აქციის მონაწილეებს საავტომობილო გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ" — შსს-ს განცხადება "იდენტიფიცირებულნი იქნებიან ის პირები, რომლებიც აქციის მონაწილეებს საავტომობილო გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ" — შსს-ს განცხადება
კომენტარები