ბექა ოდიშარია

7 Oct. 2022, 14:05

არაფერი პირადული, მხოლოდ საქმე. როდესაც თქვენ გირჩევდით თქვენ წინა მოწვევის პარლამენტში, იცით, რა სკეპტიციზმით სავსე იყო ეს პროცესი, თუმცა ჩვენ გვინდოდა დაგვეჯერებინა და დავიჯერეთ კიდეც, რომ თქვენ ყველას უფლებების დამცველი იქნებოდით.

თქვენ ახლაც ასე პოზიციონირებთ, როგორც ყველას შემწე და მეოხე, თუმცა მინდა გკითხოთ, მართლაც, რას ერჩით საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალიურ მართლმადიდებელ ეკლესიას და გეტყვით, რატომ.

29 სექტემბერს, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში, მოგეხსენებათ, გაიმართა სხდომა, საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ. ნუ, ბუნებრივია, გვესმის, რომ აქ იყო ტრანსკრიფციაში, ეკლესიის წინააღმდეგ. აღნიშნულ სხდომაზე ძალიან უბადრუკად გამოიყურებოდა, ეს რბილად რომ ვთქვათ, და უმწეოდ თქვენი წარმომადგენელი და პირდაპირ ბოდიშების მოხდაც მოუწია, ყველამ ვნახეთ ეს კადრები. 

მე მაინტერესებს, გასაგებია, რასაც შეეხებოდა, თქვენ აპროტესტებდით, რომ შესაძლებელია, ახალი სტანდარტი დამკვიდრებულიყო, რომ ძველ აშენებულ მონასტრებს, რომლებიც ამ კანონის მიღებამდე იყო აშენებული, მიეკუთვნათ გარკვეული პერიოდით, მოვლა-პატრონობით ტყის გარკვეული ფართობები. გასაგებია თქვენი მოტივები, მაგრამ უბრალოდ მაინტერესებს, რამ გაიძულათ, ასე სასწრაფო რეჟიმში მაშინ, როდესაც წინა ზაფხულს შეიტანეთ სარჩელი, ამხელა პერიოდის მერე, ეს ზემოხსენებული, თქვენთვის არასასიამოვნოდ გასახსენებელი გამწესებელი სხდომისას, თქვენს წარმომადგენელს პირდაპირ ცივი ოფლი ასხამდა და ბოდიშებს უხდიდა მოსამართლეებს, იმიტომ, რომ ის იყო მოუმზადებელი და აღმოჩნდა, რომ უბრალოდ ტყუილი იყო ის, რომ ვიღაც იყო ამ თემით დაზარალებული. 


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. აშშ-საქართველოს პარტნიორობის მომავალი — უვიზო მიმოსვლა და თავისუფალი ვაჭრობა
  2. რას მალავს მოსამართლე, რომელმაც ლაზარეს 9-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა
  3. ალეკო ელისაშვილმა მამუკა მდინარაძეს ხელი დაარტყა
  4. კალაძე: იგივე ხდება დღეს, რაც ხდებოდა საბჭოთა კავშირში — ნაბიჯს ვერ გადადგამდი, ცეკასთან შეუთანხმებლად
  5. პრეზიდენტმა შარლ მიშელს და მაკრონს მიმართა, საქართველოში განვითარებული მოვლენები ხვალ, საბჭოს სხდომაზე განიხილონ

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

ამაღლობელი: ხელისუფლება ახლა ეცდება პროვოკაციებს, არ ავყვეთ

ხელისუფლება ახლა ეცდება პროვოკაციებს, იმიტომ რომ ხედავს ჩვენს რაოდენობას. ამიტომ თხოვნაა, შევინარჩუნოთ ეს ერთობა და არ…