სახელმწიფოს ხანუმ ჯეირანოვას შვილებისთვის 100 ათასი ლარის გადახდა დაეკისრა
ამის შესახებ ინფორმაციას საფარი ავრცელებს.
რატომ არის მნიშვნელოვანი: პარალელურად, გამოძიება სისხლის სამართლის მიმართულებითაც მიმდინარეობს, რომლის ფარგლებშიც პროკურატურამ ჯეირანოვას დამცირებისა და თავისუფლების უკანონო აღკვეთის საქმეზე ბრალი 5 პირს აქვს წარდგენილი.
- პროკურატურამ სავარაუდო დამნაშავეებს ბრალი მხოლოდ 8 წლისა და გაეროს გადაწყვეტილების შემდეგ წარუდგინა.
- გაერომ სახელმწიფოს დაავალა, რომ გადაიხადოს ადეკვატური კონპენსაცია და ოფიციალურად მოუხადოს ბოდიში ჯეირანოვას შვილებს.
- აქამდე გაეროს ქალთა კომიტეტმა საქართველოს მოუწოდა, ჩაატაროს სწრაფი, საფუძვლიანი და დამოუკიდებელი გამოძიება ჯეირანოვას გარდაცვალების საქმესთან დაკავშირებით და დასაჯოს პასუხისმგებელი პირები.
დეტალები: ორგანიზაცია მიუთითებს, რომ ჯეირანოვას შვილებმა კომპენსაცია იმ მორალური ტრავმისთვის მიიღეს, რისი მომსწრეებიც მცირეწლოვან ასაკში გახდნენ.
- საფარმა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას გაეროს ქალთა კომიტეტის (CEDAW) გადაწყვეტილების შემდეგ მიმართა.
- ორგანიზაციის ცნობით, კომიტეტმა დაადგინა, რომ საქართველომ ვერ უზრუნველყო გამოძიება და სამართლებრივი დევნა ქალის მიმართ გენდერული ნიშნით და ღირსების სახელით ძალადობასთან დაკავშირებით.
- მათი განცხადებით, გადაწყვეტილების მიხედვით, სახელმწიფოს, ერთი მხრივ, სწორად და ეფექტიანად უნდა წარემართა გამოძიება, მეორე მხრივ, კი ჯეირანოვას შვილებისთვის სამართლიანი კომპენსაციაა გადაეხადა.
საფარის იურისტის, ნინო ანდრიაშვილის განმარტებით, მოპასუხე მხარე, ფინანსთა სამინისტრო იყო და უწყება კომპენსაციის გადახდისგან თავის არიდებას ცდილობდა.
- მისივე თქმით, სამინისტრომ საერთოდ არ აღიარა საფარის სარჩელი.
- "ამბობდნენ, არავითარ შემთხვევაში არ უნდა დაკმაყოფილდეს, რადგან CEDAW-მ მხოლოდ რეკომენდაცია გასცა და ჩვენ არ გვაქვს ვალდებულება, კომპენსაცია დავაკისროთ სახელმწიფოსო".
ანდრიაშვილის თქმით, CEDAW-ს გადაწყვეტილების შემდეგ კომპენსაციის გადახდაზე სასამართლო დავა დღის წესრიგში საერთოდ არ იდგა და მოსამართლეს მხოლოდ თანხის ოდენობაზე უნდა ემსჯელა.
- როგორც იურისტი ამბობს, რომ მსგავს შემთხვევებში გადაწყვეტილება ზეპირი მოსმენის გარეშე მიიღება, თუმცა, ამ შემთხვევაში სხდომა ჩაინიშნა, სადაც მოსამართლემ მხარეთა პოზიციები მოისმინა.
- "საბოლოოდ, საფარის მიერ მოთხოვნილი ოდენობის — თითოეულ შვილზე 100 000 ლარის ნაცვლად, სასამართლომ თითოეულისთვის 50 000 ლარი განსაზღვრა".
არქივიდან: საფარის ცნობით, პოლიციამ და გამგებელმაც შეიტყო, რომ თანასოფლელებმა ჩამოატარეს ცემითა და გინებით, თუმცა გამოძიება არ დაწყებულა.
- ხანუმა მშობლების სახლში გაამწესეს, სადაც მან ღამით თავი მოიკლა. გამოძიება მხოლოდ თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით დაიწყო, მაგრამ შედეგი არ მოჰყოლია.
- ხანუმას ქმარმა, აჯი გასანოვმა ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრა ერთ-ერთი კაცი, რომელმაც სახალხოდ შეურაცხყო მისი ცოლი.
- მას პატიმრობა მიუსაჯეს. საფარის ინფორმაციით, მოგვიანებით ის გიორგი მარგველაშვილმა პრეზიდენტობის დროს შეიწყალა.
-
გადახედვავაშაძე: ივანიშვილმა და მისმა დაჯგუფებამ გადაწყვიტეს, საკუთარ მოქალაქეებს კონტრაქცია გაუმართოს, რას ითხოვთ, ევროკავშირში არ შევიდეთ? ვაშაძე: ივანიშვილმა და მისმა დაჯგუფებამ გადაწყვიტეს, საკუთარ მოქალაქეებს კონტრაქცია გაუმართოს, რას ითხოვთ, ევროკავშირში არ შევიდეთ?
-
გადახედვა5-თვიანი სიჩუმის შემდეგ Voyager 1-სგან მონაცემები მივიღეთ 5-თვიანი სიჩუმის შემდეგ Voyager 1-სგან მონაცემები მივიღეთ
-
გადახედვადღეს მე ვარ ძლიერი ქალი, რომელიც მომავალს პოზიტიურად უყურებს — სელინ დიონი დღეს მე ვარ ძლიერი ქალი, რომელიც მომავალს პოზიტიურად უყურებს — სელინ დიონი
-
გადახედვაპაპუაშვილი: საქართველოში ევროკავშირის დაფინანსებაც გაუმჭვირვალეა დარწმუნებული ვარ,ბორელს კანონპროექტი წაკითხული არ აქვს პაპუაშვილი: საქართველოში ევროკავშირის დაფინანსებაც გაუმჭვირვალეა დარწმუნებული ვარ,ბორელს კანონპროექტი წაკითხული არ აქვს
-
გადახედვადააპატიმრეს ქალი, რომელმაც ჰარი სტაილსს 8 000 ბარათი გაუგზავნა დააპატიმრეს ქალი, რომელმაც ჰარი სტაილსს 8 000 ბარათი გაუგზავნა
-
-
-
გადახედვაყალბი მართვის მოწმობების დამზადება-გასაღების ფაქტზე ოთხი პირი დააკავეს ყალბი მართვის მოწმობების დამზადება-გასაღების ფაქტზე ოთხი პირი დააკავეს
-
-
გადახედვაბრიტანულმა კომპანიამ "უჩინმაჩინის ფარის" გაყიდვა დაიწყო ბრიტანულმა კომპანიამ "უჩინმაჩინის ფარის" გაყიდვა დაიწყო
-
გადახედვაNASA-ს ხელმძღვანელის თქმით, ჩინეთი კოსმოსში გასაიდუმლოებულ სამხედრო ექსპერიმენტებს ატარებს NASA-ს ხელმძღვანელის თქმით, ჩინეთი კოსმოსში გასაიდუმლოებულ სამხედრო ექსპერიმენტებს ატარებს
-
გადახედვატეილორ სვიფტის ბრიტანელმა ფანებმა ყალბი ბილეთებით $1 მილიონზე მეტი იზარალეს ტეილორ სვიფტის ბრიტანელმა ფანებმა ყალბი ბილეთებით $1 მილიონზე მეტი იზარალეს
-
გადახედვასაერთაშორისო კოსმოსურ სადგურში ბაქტერიებმა მუტაცია განიცადეს საერთაშორისო კოსმოსურ სადგურში ბაქტერიებმა მუტაცია განიცადეს
-
-
-
გადახედვამეცნიერებმა გადაშენების საფრთხის ქვეშ მყოფი ქრცვინის კლონები შექმნეს მეცნიერებმა გადაშენების საფრთხის ქვეშ მყოფი ქრცვინის კლონები შექმნეს
-
გადახედვაკგბ-სა და ეფ-ეს-ბეს მიერ შექმნილი ინსტიტუტი, თბილისში "ტრადიციული ღირებულებების შესახებ" კონფერენციას მართავს — აგენტსტვო კგბ-სა და ეფ-ეს-ბეს მიერ შექმნილი ინსტიტუტი, თბილისში "ტრადიციული ღირებულებების შესახებ" კონფერენციას მართავს — აგენტსტვო
-
გადახედვაროგორია ჰიპოთეზური ნაწილაკი, რომელიც "სინათლის სიჩქარეზე სწრაფად მოძრაობს" — კვლევა როგორია ჰიპოთეზური ნაწილაკი, რომელიც "სინათლის სიჩქარეზე სწრაფად მოძრაობს" — კვლევა
-
-
გადახედვაზოგადი განათლების ეროვნული მიზნების დოკუმენტის საბოლოო პროექტი მომზადდა — რას ითვალისწინებს ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების დოკუმენტის საბოლოო პროექტი მომზადდა — რას ითვალისწინებს
-
კომენტარები