კომპანია მაკდონალდს საქართველომ, როგორც მაკდონალდსის ფრენჩაიზების ერთ-ერთმა საუკეთესო წარმომადგენელმა, ლისაბონში მიმდინარე მაკდონალდსის რესტორნების გლობალურ სამიტზე მაკდონალდსის ევროპის დივიზიონის რესტორნების წარმომადგენლებს საკუთარი ეფექტიანი ოპერირების, საოპერაციო სტანდარტების დანერგვის, სრულყოფისა და განვითარების გამოცდილება გაუზიარა.

პორტუგალიის დედაქალაქ ლისაბონში გამართულმა სამიტმა მსოფლიო მასშტაბით მაკდონალდსის წამყვანი რესტორნების წარმომადგენლებს მოუყარა თავი ისეთი ქვეყნებიდან, როგორიცაა ამერიკა, კანადა, ჩინეთი და ევროპის 22 სხვადასხვა ქვეყანა. სამიტის მთავარი თემა იყო გლობალური მასშტაბით მაკდონალდსის სტრატეგიის განხილვა, არსებული გამოწვევების გადაჭრის გზების გამონახვა და სამომავლო გეგმები.

აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წლის დასაწყისში მაკდონალდს საქართველო ფრედ ტერნერის სახელობის ოქროს თაღის 2022 წლის ჯილდოს მფლობელი გახდა და ევროპის დივიზიონში მაკდონალდსის საუკეთესო პარტნიორად დასახელდა. ამ აღიარებით მაკდონალდს საქართველო გლობალურად მსოფლიოში მაკდონალდსის ფრენჩაიზების იმ 1%-ში მოხვდა, ვისაც ეს ჯილდო ერგო.

მაკდონალდს საქართველო 1999 წლიდან ოპერირებს და ქვეყნის მასშტაბით 19 რესტორნითაა წარდგენილი და 1 500-ზე მეტ ადამიანს ასაქმებს. გახსნის პირველი დღიდან დღემდე კი მაკდონალდსში სამუშაო გამოცდილება 7 ათასზე მეტმა ადამიანმა მიიღო. ცოტა ხნის წინ მაკდონალდს საქართველომ თბილისში კიდევ ერთი რესტორანი გახსნა, რომელიც ქვეყნის მასშტაბით რიგით მე-20 რესტორანია. თბილისში, ისანი მოლთან მდებარე რესტორნის მასშტაბური, საზეიმო გახსნა უახლოეს დღეებში გაიმართება.

მაკდონალდს საქართველომ ახალ რესტორანში 60-ზე მეტი ადამიანია დასაქმებული. აღნიშნულ საინვესტიციო პროექტში კომპანიამ 6,7 მილიონი ლარის ინვესტიცია განახორციელა.