მობილური ჯგუფები თეგეტა მოტორსის სპეციალური დანიშნულების ტექნიკის სერვისში
სპეცტექნიკის უმსხვილეს ბრენდებს საქართველოში თეგეტა წარმოადგენს. მსოფლიო ბრენდების ტექნიკის გაყიდვებთან ერთად, თეგეტა მოტორსი მომხმარებელს სპეციალური დანიშნულების ტექნიკის მიმართულებით საქართველოში ყველაზე დიდ და კვალიფიციურ სერვისს სთავაზობს. ავტოინდუსტრიის ლიდერი კომპანია მუდმივად ზრუნავს სფეროს განვითარებაზე.
სწორედ ამიტომ, სერვისცენტრების გარდა, მომხმარებელს ადგილზე მობილური ჯგუფების საშუალებით მოემსახურება. მობილური ჯგუფები, საჭიროების შემთხვევაში, მომხმარებელს ნებისმიერ ადგილას აღმოუჩენენ სათანადო დახმარებას.
"ჩვენი პრიორიტეტია მომხმარებლებისთვის მაქსიმალურად სწრაფი, ხარისხიანი მომსახურებისა და სათადარიგო ნაწილების მიწოდება. გვსურს, ამ სფეროში მსოფლიოში წამყვანი ქვეყნების საუკეთესო პრაქტიკა საქართველოშიც დავნერგოთ. შემოვიტანოთ კიდევ უფრო მეტი თანამედროვე ტექნოლოგია, სარემონტო დანადგარი და გავზარდოთ სათადარიგო ნაწილების ადგილზე ხელმისაწვდომობა. იმისათვის, რომ ტექნიკის რემონტზე მოცდენის პერიოდი მინიმუმამდე დავიყვანოთ, მომხმარებელს ვთავაზობთ მობილური ჯგუფების მომსახურებას. საქართველოს მასშტაბით, მუდმივ მზადყოფნაშია 12 მობილური ჯგუფი. მათი არსებობა უმნიშვნელოვანესია, რადგან სპეცტექნიკის მფლობელთათვის ტექნიკის გაუმართაობით გამოწვეული უქმე დღეები პირდაპირ ფინანსურ დანახარჯებთან არის კავშირში", — განაცხადა ზვიად ახლოურმა, თეგეტა მოტორსის სპეციალური დანიშნულების ტექნიკის სერვისის მიმართულების ხელმძღვანელმა.
კიდევ ერთი, მნიშვნელოვანი სერვისი სპეცტექნიკის მიმართულებით სწრაფი შეკვეთების შესაძლებლობაა. დეტალების დაჩქარებული წესით, 2-3 დღეში ტრანსპორტირება მომხმარებელს დამატებითი ფინანსური დანაკარგებისგან იცავს.
თეგეტა მოტორსის სპეცტექნიკის სერვისის მიმართულება სამშენებლო, სასაწყობე, საგზაო და სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის მომსახურებას მოიცავს. თანამედროვე სტანდარტების სერვისცენტრებში ტექნიკისთვის საჭირო ყველა სახის მომსახურების ჩატარებაა შესაძლებელი. მათ შორის, ელექტროდიაგნოსტიკა, ძრავის, ჰიდრავლიკის სისტემის, ტრანსმისიისა და სავალი ნაწილის შემოწმება-შეკეთება, ასევე სრული სახარატე სამუშაოები და ვულკანიზაცია.
მომხმარებლისთვის საუკეთესო სერვისის მიწოდების მთავარი პირობა კომპეტენტური და გამოცდილი გუნდია. თეგეტა მოტორსის სპეციალური დანიშნულების ტექნიკის სერვისებით სარგებლობა მომხმარებელს თბილისში, ქუთაისში, ბათუმსა და ფოთში შეუძლია. თეგეტა მოტორსის სპეციალური დანიშნულების ტექნიკის მიმართულება მომსახურებას უწევს ისეთ ცნობილ მსოფლიო ბრენდებს, როგორებიცაა ბრიტანული სამშენებლო ტექნიკის ნომერ პირველი ბრენდი JCB, ასევე Doosan, Caterpillar, Volvo, Leibherr, Bomag, Komatsu, XCMG, Ammann, Cummins, ITR, Fleetguard, TVH და ა.შ.
თეგეტა მოტორსის შესახებ
ავტოინდუსტრიის ლიდერი კომპანია თეგეტა მოტორსი 1995 წლიდან საქმიანობს ქართულ ბაზარზე და მომხმარებელს ავტომომსახურების სრულ სპექტრს სთავაზობს. კომპანიას მთელი ქვეყნის მასშტაბით 29 ფილიალი აქვს, რომლებიც 400 000-ამდე საცალო და 35 000-ამდე კორპორაციულ მომხმარებელს ემსახურება. თეგეტა მოტორსი 300-მდე მსოფლიო ბრენდის წარმომადგენელია საქართველოში, მათ შორის არის Bridgestone, Michelin, Varta, Shell, Motul, Hengst და სხვა.
-
გადახედვაატაკამის უდაბნოს მიწისქვეშ, 4 მეტრ სიღრმეში, მიკრობული სიცოცხლე აღმოაჩინეს ატაკამის უდაბნოს მიწისქვეშ, 4 მეტრ სიღრმეში, მიკრობული სიცოცხლე აღმოაჩინეს
-
გადახედვავცხოვრობთ თუ არა სიმულაციაში — მეცნიერის თქმით, მან ამის მტკიცებულებას მიაგნო ვცხოვრობთ თუ არა სიმულაციაში — მეცნიერის თქმით, მან ამის მტკიცებულებას მიაგნო
-
გადახედვამეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს მეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს
-
გადახედვაLIO with ILA — ქართული მუსიკალური პროექტი, რომლის სიმღერა პროტესტის ჰიმნად იქცა LIO with ILA — ქართული მუსიკალური პროექტი, რომლის სიმღერა პროტესტის ჰიმნად იქცა
-
გადახედვა126 სამოქალაქო და მედიაორგანიზაცია ხელისუფლებასთან თანამშრომლობას წყვეტს 126 სამოქალაქო და მედიაორგანიზაცია ხელისუფლებასთან თანამშრომლობას წყვეტს
-
გადახედვაკროსვორდი: გამოიცანი ევროპის ქალაქი ღირშესანიშნაობით კროსვორდი: გამოიცანი ევროპის ქალაქი ღირშესანიშნაობით
-
-
-
გადახედვაჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს ჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს
-
გადახედვაშსს-მ დააკავა პირი, რომელმაც გარდაბანში თანასოფლელი მოკლა შსს-მ დააკავა პირი, რომელმაც გარდაბანში თანასოფლელი მოკლა
-
გადახედვა"ლგბტ პროპაგანდის ამკრძალავი" კანონის გამო, რუსეთში პაზოლინის ბიოგრაფიულ წიგნის ნაწილს ცენზურა დაადეს "ლგბტ პროპაგანდის ამკრძალავი" კანონის გამო, რუსეთში პაზოლინის ბიოგრაფიულ წიგნის ნაწილს ცენზურა დაადეს
-
გადახედვაჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა ჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა
-
გადახედვატროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან ტროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან
-
გადახედვავენეციაში შესასვლელად €5 უნდა გადაიხადოთ ვენეციაში შესასვლელად €5 უნდა გადაიხადოთ
-
გადახედვადააკავეს საქართველოს 4 მოქალაქე, რომლებმაც ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნები მოიპარეს დააკავეს საქართველოს 4 მოქალაქე, რომლებმაც ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნები მოიპარეს
-
გადახედვაორბანი მიიჩნევს, რომ კობახიძე პოლიტიკაში დიდი მოჭადრაკეა, მას გროსმაისტერის უნარები აქვს — რა თქვეს ლიდერებმა უნგრეთში, კონფერენციაზე ორბანი მიიჩნევს, რომ კობახიძე პოლიტიკაში დიდი მოჭადრაკეა, მას გროსმაისტერის უნარები აქვს — რა თქვეს ლიდერებმა უნგრეთში, კონფერენციაზე
-
გადახედვარამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა რამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა
-
გადახედვაემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ ემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ
-
გადახედვახატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად ხატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად
-
გადახედვაროგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე როგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე
-
კომენტარები