ჟურნალ Science-ის მიერ ჩატარებული ძიება ცხადყოფს, რომ ალცჰაიმერის დაავადების შესახებ ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი კვლევითი ნაშრომი — ამილოიდის ჰიპოთეზა, შეიძლება მცდარი იყოს. ხსენებული კვლევითი ნაშრომი თავდაპირველად 2006 წელს გამოქვეყნდა და ის 2000-ზე მეტ სამეცნიერო სტატიაშია ციტირებული. კვლევის მიხედვით ადამიანის ტვინში ამილოიდური დაფების წარმოქმნა არის ასაკოვანი დემენციის მთავარი მიზეზი.

ამილოიდური დაფები არის ცილის წებოვანი და უხსნადი ძაფები, რომელსაც ეწოდება ამილოიდ-ბეტა (ამილოიდი-β). ის ზოგჯერ იკავებს თავისუფალ ადგილს ნეირონებს შორის და უარყოფითად მოქმედებს ტვინის აქტივობაზე. ცინცინატისა (UC) და კაროლინსკას ინსტიტუტის მკვლევართა ჯგუფის მიერ ჩატარებული ახალი კვლევა ვარაუდობს, რომ ამილოიდური დაფები სინამდვილეში არ არის ალცჰაიმერის დაავადების მიზეზი, არამედ შედეგია. ეს იმიტომ, რომ დაავადების გაჩენა რეალურად დაკავშირებულია ადამიანის ორგანიზმში ხსნადი ბეტა-ამილოიდური ცილის შემცირებულ დონესთან.

დაფა არა, ცილაა მთავარი

ახალი კვლევის ავტორებმა შეისწავლეს ამილოიდური დაფებისა და ამილოიდ-ბეტა ცილის კონცენტრაცია ორ ჯგუფში. პირველ ჯგუფში შედიოდნენ ის ადამიანები, რომლებსაც 2006 წლის კვლევის მიხედვით ალცჰაიმერის დაავადების განვითარების ძალიან მაღალი შანსი ჰქონდათ. მკვლევარებმა მათ სხეულში დააფიქსირეს მუტაცია, რომელიც მიუთითებს მომავალში ამილოიდური დაფების განვითარებაზე.

მეორე ჯგუფში შედიოდნენ ჯანმრთელი პირები. ორივე შემთხვევაში, მკვლევრებმა შენიშნეს, რომ ხსნადი ამილოიდ-ბეტა ცილის დაბალი კონცენტრაციის მქონე პირებს ალცჰაიმერის უფრო დიდი რისკი აქვთ.

"ჩვენ აღმოვაჩინეთ, რომ იმ პირებს, რომლებსაც ტვინში ნადები უკვე აქვთ, მაგრამ შეუძლიათ ხსნადი ამილოიდ-ბეტას მაღალი დონის გამომუშავება, დემენციის განვითარების დაბალი რისკი აქვთ", — თქვა UC-ის სამედიცინო კოლეჯის კლინიკური განყოფილების პროფესორმა და კვლევის ერთ-ერთმა ავტორმა, ალბერტო ჯ. ესპეიმ.

ხსნადი ამილოიდი-ბეტა ცილის კონცენტრაცია მცირდება, როდესაც ის გადაიქცევა უხსნად ამილოიდურ ფილებად, სხვადასხვა სტრესული ფაქტორის გამო, რომელიც გავლენას ახდენს მის მეტაბოლიზმზე. მკვლევრები აღნიშნავენ, რომ წარსულში მრავალი კლინიკური კვლევა, რომელიც ფოკუსირებული იყო ალცჰაიმერის მკურნალობაზე, ცდილობდა ადამიანის ტვინიდან ამილოიდური დაფების აღმოფხვრას. თუმცა, არცერთი ეს მიდგომა, გარდა ერთისა, არ აღმოჩნდა ეფექტური დაავადების წინააღმდეგ.

საინტერესოა, რომ ის ერთი ცდაც კი, რომელიც წარმატებული აღმოჩნდა ალცჰაიმერის წინააღმდეგ, ასევე იყენებს წამალს (ლეკანემაბს), რომელიც არა მხოლოდ აცილებს ამილოიდურ დაფებს, არამედ ზრდის ხსნადი ამილოიდ-ბეტა ცილის კონცენტრაციას. უფრო მეტიც, მკვლევრების თქმით, ცდები, რომლის დროსაც ამილოიდ-ბეტა ცილის დონე დაეცა, უარყოფითი შედეგებით დასრულდა.

კაროლინსკას ინსტიტუტის პირველი მკვლევარი და ნევროლოგი ანდრეა სტურჩიოს თქმით, ეს საუკეთესო მტკიცებულებაა იმისა, რომ ცილის ხსნადი ფორმის დონის შემცირება შეიძლება იყოს ტოქსიკური. დასრულების შემდეგ, პაციენტების ჯანმრთელობა უარესდება.

კვლევა არ შემოიფარგლება მხოლოდ ალცჰაიმერის დაავადებით

სტურჩიო და მისი გუნდის წევრები თვლიან, რომ თუ მათი ჰიპოთეზა ალცჰაიმერის შესახებ მართალი აღმოჩნდება, მაშინ იგივე თეორია შეიძლება განიხილებოდეს ტვინის სხვადასხვა დეგენერაციული აშლილობის ძირეული მიზეზის დასადგენად, როგორიცაა პარკინსონი და სხვა.

მკვლევრები აღნიშნავენ, რომ შესაძლებელია დაავადება რეალურად გამოწვეული იყოს ხსნადი ალფა-სინუკლეინის ცილის დაბალი შემცველობით, რადგან არასაჭირო სხეულები წარმოიქმნება, როდესაც ცილა მკვრივდება და ხდება უხსნადი. პროფესორ ესპეის თქმით, თუ ჩვენ უფრო მეტად გავამახვილებთ ყურადღებას ტვინში ხსნადი ცილის დონის გაზრდაზე მედიკამენტების საშუალებით, შეგვეძლება უფრო ეფექტურად ვუმკურნალოთ ტვინის დეგენერაციულ დარღვევებს.

კვლევა გამოქვეყნებულია Journal of Alzheimer's Disease-ში.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.