თუ კოსმოსი გაინტერესებთ, ალბათ, ბევრჯერ გადააწყდებოდით ჰაბლისა და ჯეიმს ვების ტელესკოპის მიერ გადაღებულ გასაოცარ ფოტოებს. ეს სურათები იმდენად შთამბეჭდავია, რომ მათი თავიდან ამოგდება ძალიან ძნელია.

წინამდებარე ტესტით გაიგებთ, რამდენად კარგად გახსოვთ ამ ობსერვატორიების ობიექტივში მოხვედრილი თვალწარმტაცი გალაქტიკები, ვარსკვლავები თუ ნისლეულები.

ტესტი: გამოიცანი, ჰაბლმა გადაიღო თუ ჯეიმს ვების ტელესკოპმა?

ტესტის დაწყება

1 / 10 მაშ ასე, ქვემოთ ნაჩვენებ სურათებზე ჩვენგან დაახლოებით 32 მილიონი სინათლის წლით დაშორებულ სპირალურ გალაქტიკა მესიე 74-ს ვხედავთ. გამოიცანი, აქედან რომელი ფოტო გადაიღო ჯეიმს ვების კოსმოსურმა ტელესკოპმა?

2 / 10 ამ ფოტოებიდან 2 ვების მიერაა გადაღებული, 1 კი ჰაბლმა აღბეჭდა. რომელია ეს უკანასკნელი?

3 / 10 2022 წლის 27 სექტემბერს NASA-მ ასტეროიდ დიმორფოსს კოსმოსური ხომალდი მიზანმიმართულად შეაჯახა. ამ მოვლენის ამსახველი კადრები ჰაბლმაც გადაიღო და ვებმაც. აქედან რომელი ეკუთვნის ვებს?

4 / 10 მოდი, ცოტა გავართულოთ. ფოტოზე გალაქტიკათა წყვილს, სახელად VV 191-ს ვხედავთ. კარგად დააკვირდი მას და გამოიცანი, რომელი ტელესკოპის მიერაა გადაღებული?

5 / 10 ფოტოებზე ჩვენგან 2 000 სინათლის წლით დაშორებული სამხრეთის რგოლისებრი ნისლეულია აღბეჭდილი. აბა, ვების 2 ფოტოს ფონზე ჰაბლისას თუ გამოარჩევ?

6 / 10 ჯეიმს ვების ერთ-ერთი პირველი სამიზნე ობიექტი 5 გალაქტიკისგან შემდგარი კომპაქტური ჯგუფი, სტეფანის კვინტეტი იყო. ეცადე, ეს ფოტო აღიდგინო

7 / 10 ჩვენგან 500 მილიონი სინათლის წლის მანძილზე მდებარე ეს საოცარი ბორბლისებრი გალაქტიკა იმდენად თვალწარმტაცი და საინტერესოა, რომ ორივე ტელესკოპის ობიექტივში მოხვდა. ამჯერად, ჰაბლის "ხელწერა" უნდა ამოიცნო

8 / 10 შენი აზრით, რომელი ტელესკოპი შეძლებდა იუპიტერის ასე გადაღებას?

9 / 10 ამ 2 უცნაურ ობიექტს, რომლის სინათლეც გრავიტაციის მიერაა გამრუდებული, აინშტაინის რგოლი ეწოდება. რომელი ფოტო ეკუთვნის ვებს?

10 / 10 დაბოლოს, გამოიცანი, რომელმა ტელესკოპმა გადაიღო ზეახალი ვარსკვლავის "ჩაქრობის" კადრები?

იტვირთება...
ერთი წუთით...

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.