ყოველდღიურ ცხოვრებაში უამრავ სამოტივაციო ფრაზას ვხვდებით, ან გარშემომყოფები გვიმეორებენ, რომ მოვლენებს პოზიტიურად უნდა შევხედოთ. ხშირად კი ეს ყველაფერი ძალიან დამღლელია და იმ მწარე სიმართლის მოსმენა გვირჩევნია, რომელიც ამ ფრაზების უკან იმალება.

სტატიაში 10 არასამოტივაციო ფრაზას გთავაზობთ, რომლებზეც სიმწრით გაგეცინება. თუ ამ ფრაზებს მართლაც ეთანხმები, თვითირონიის გარდა რა დაგვრჩენია!

1. "ყველამ იცის, რომ მაქსიმუმს აკეთებ, რადგან შენგან ბევრს არაფერს ელოდებიან"

ფოტო: Giphy

2. "მარტო არასდროს ხარ. ყოველი სისულელე, რომელიც წლების წინ გაგიკეთებია ან გითქვამს, მუდმივად შენ გვერდითაა"

ფოტო: gifer

3. "შენ არავინ გგავს, რადგან სამყაროს ერთი შენნაირიც ჰყოფნის"

ფოტო: Tenor

4. "იმედები ვერ გაგიცრუვდება, თუ არც გექნება"

ფოტო: Tenor

5. "არავის მისცე უფლება თავი უსარგებლოდ გაგრძნობინოს, ამას თავადაც კარგად აკეთებ"

ფოტო: giphy

6. "ყველაფრის გაკეთება შეგიძლია იქამდე, სანამ არ მოიწყენ ან ყურადღება გაგეფანტება"

ფოტო: giphy

7. "მადლობელი იყავი ყველაფრისთვის, რაც ახლა გაქვს. ბოლოს რაღაცას მაინც აურევ და დაკარგავ"

ფოტო: Tenor

8. "შეწყვიტე წარსულის რომანტიზება! სამაგიეროდ, მომავლის რომანტიზება შეგიძლია ინტერნეტით გაცნობილ ადამიანთან, რომელიც ძალიან შორს ცხოვრობს და დიდი შანსია, ვერასდროს შეხვდე"

ფოტო: giphy

9. "გაიღიმე, რადგან ადამიანებს მაშინ უფრო მოსწონხარ, როცა შენს პრობლემებს თავს არ ახვევ"

ფოტო: giphy

10. "შეწყვიტე შენი თავის დასჯა წარსულის შეცდომების გამო, რადგან უარესი შეცდომები ჯერ კიდევ წინაა"

ფოტო: Tenor