ოკუპირებული ყირიმის ე.წ. სახელმწიფო საბჭომ შესაბამისი მიმართვა დე ფაქტო შინაგან საქმეთა სამინისტროს კულტურისა და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის პარლამენტის კომიტეტს გაუგზავნა.

რატომ არის მნიშვნელოვანი: ეს ხალხური კომპოზიცია უკრაინელების შეუპოვრობის სიმბოლოდ იქცა.

  • ომის დასაწყისში ადგილობრივი ჯგუფის BoomBox-ის სოლისტმა, რომელიც ფრონტის ხაზზე იბრძვის, სამხედრო ფორმაში ჩაწერა სიმღერა — სწორედ მისი ვერსია გავირუსდა და მსოფლიო ქალაქების ყველა დიდი გამზირი მოიარა.
  • მას ასრულებენ უკრაინის მხარდამჭერ აქციებზე, ოფიციალურ შეხვედრებსა და სხვადასხვა დღესასწაულზე.

სიმღერა პოპულარულია რუსეთის ოკუპირებულ რეგიონებშიც. მაგალითად, ყირიმში ის არაერთი სკანდალის მიზეზი. კერძოდ:

  • უკრაინელმა ჰაკერებმა გატეხეს ოკუპირებულ რეგიონში კამერები და ადგილობრივებს მოასმენინეს.
  • გავრცელდა არაერთი ვიდეო, რომელშიც ჩანდა, რომ ოკუპირებულ რეგიონში მყოფები ტექსტს უკრაინულად ღიღინებენ.
  • გარდა ამისა, ის მეგობრებთან ერთად იმღერა მისის ყირიმმაც, თუმცა ამტკიცებს, რომ არ იცოდა რა მნიშვნელობის იყო — ამას ახლა პოლიცია სწავლობს.

დეტალები: ყირიმელი ჩინოვნიკებს, რა თქმა უნდა ეს არ მოსწონთ, სიმღერას ადოლფ ჰიტლერის Mein Kampf-ს ადარებენ და ასე ცდილობენ, დისკრედიტაციას.

  • "ჩერვონა კალინა თავდაპირველად შეიქმნა ავსტრიის ხელისუფლების მიერ, რომ შეექმნათ დივიზიების სლავ ძმებთან საბრძოლველად. იქ კონკრეტული მტერი რუსი ხალხია, რუსეთის იმპერია", — ამბობს ე.წ. პარლამენტარი.

  • მისივე თქმით, ეს სიმღერა სადისტების, ჯალათების, დამნაშავეებისაა და მისი შესრულებისთვის სასჯელი უნდა იყოს 5 წლით თავისუფლების აღკვეთა "ეთნიკური სიძულვილის გაღვივებისა და ნაციზმის პოპულარიზაციისთვის".

  • "მგელი ყოველთვის ცხვრის სამოსშია, დაწყებული "კალინათი" და დამთავრებული ხალხის მოკვლის მოწოდებით. და ამ სიმღერაში მოწოდება ნათელია. ეს საკითხი უნდა დავაყენოთ და სიმღერა რეესტრში შევიტანოთ", — ამბობს ის.