საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის პატრიარქმა ილია II-მ მანჩესტერში განხორციელებულ ტერაქტთან დაკავშირებით სამძიმრის წერილები გაუგზავნა დედოფალ ელისაბედ II-ს, კენტერბერიის მთავარეპისკოპოსს, ჯასტინ უელბს და პრემიერმინისტრს ტერეზა მეის.

საქართველოს საპატრიარქოს ინფორმაციით, წერილებში საქართველოს ეკლესიის სახელით გამოთქმულია დიდი გულისტკივილი როგორც მანჩესტერში, ისე მსოფლიოში მომხდარი მსგავსი ტრაგიკული მოვლენების გამო.

"ვლოცულობთ, რათა ყოვლადმოწყალე ღმერთმა მოგვმადლოს მშვიდობა და დაიფაროს მთელი მსოფლიო მსგავსი შემთხვევებისგან" - წერს ილია მეორე.

22 მაისს დიდ ბრიტანეთში, მანჩესტერ არენაზე, არიანა გრანდეს კონცერტის შემდეგ მომხდარი აფეთქების შედეგად 30 ადამიანი დაიღუპა, გარდაცვლილთა შორის არიან ბავშვები. თვითმკვლელი ტერორისტის თავდასხმის დროს, ასევე, დაშავდა ათობით ადამიანი.