რუსეთის მოქალაქეების ფინანსები საქართველოს ბანკებში — რა წერია IDFI-ის ანგარიშში
თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) ანგარიში ომის დაწყებიდან 31 აგვისტომდე არსებულ მონაცემებს აერთიანებს.
რატომ არის მნიშვნელოვანი: IDFI-ს განცხადებით, რისკის ზედამხედველობის AML ანგარიშგების ფორმების მიხედვით, მთლიანად საბანკო სექტორში 2021 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით აქტიურ ანგარიშს ფლობდა 28 221 რუსეთის რეზიდენტი პირი.
- ორგანიზაციაში ამბობენ, რომ ეს მაჩვენებელი 2022 წლის 30 ივნისის მდგომარეობით 58 162-მდე გაიზარდა.
რიცხვებში: IDFI წერს, რომ რუსეთ-უკრაინის ომის დაწყებიდან 31 აგვისტომდე პერიოდში საქართველოს კომერციულ ბანკებში ახალი ანგარიშები გახსნა რუსეთის 45,349 მოქალაქემ.
- ყოველთვიურად გახსნილი ანგარიშების რაოდენობა 6 000-დან 10 000-მდე მერყეობდა.
- 24 თებერვლიდან 31 აგვისტომდე პერიოდში საქართველოს კომერციულ ბანკებში საკუთარი ანგარიში გახსნა რუსეთში რეგისტრირებულმა 19-მა იურიდიულმა პირმა.
დეპოზიტები: თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი წერს, რომ 2022 წლის აგვისტოს მდგომარეობით რუსეთის მოქალაქეების მიერ საქართველოს კომერციულ ბანკებში განთავსებული დეპოზიტები შეადგენს 1,88 მილიარდ ლარს.
- მათი თქმით, ეს რიცხვი 1,18 მილიარდი ლარით აღემატება ომის დაწყებამდე არსებულ (2022 იანვრის) მაჩვენებელს;
- ხოლო 1,2 მილიარდი ლარით აღემატება წინა წლის იგივე აგვისტოს თვის მაჩვენებელს.
-
IDFI-ს ცნობით, 2022 წლის აგვისტოს მდგომარეობით, რუსეთის მოქალაქეების მიერ განთავსებული დეპოზიტების 53% წარმოადგენს მოთხოვნამდე დეპოზიტებს, 21% მიმდინარე ანგარიშებს, ხოლო 26% ვადიან დეპოზიტებს. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ომამდე პერიოდში ვადიანი დეპოზიტების წილი 60%-ს აღწევდა.
-
კომერციულ ბანკებში რუსეთის მოქალაქეების მიერ 1,88 მილიარდ ლარის ღირებულების დეპოზიტებიდან 72% (1,36 მილიარდი) განთავსებულია აშშ დოლარის ვალუტაში, ხოლო რუსულ რუბლში განთავსებულია მხოლოდ 0,06% (1,2 მილიონი).
გარდა ამისა, ორგანიზაციაში ამბობენ, რომ რუსეთის-უკრაინის ომის დაწყების შემდეგ, რუსეთის მოქალაქეების ქვეყანაში აქტიურ შემოდინებას მნიშვნელოვანი გავლენა არ მოუხდენია, რუსეთის მოქალაქეების მიერ საქართველოს ფინანსურ ორგანიზაციებში მიღებული სესხების მოცულობაზე.
- 2022 წლის მარტი-აგვისტოს პერიოდში რუსეთის მოქალაქეებზე გაცემულია 482,8 მილიონი ლარის მოცულობის სესხი რაც დაახლოებით 6%-ით ჩამორჩება წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს.
- IDFI-ს განცხადებით, მიუხედავად სესხების თანხის საერთო მოცულობის შემცირებისა 2022 წლის მარტი აგვისტოს პერიოდში, რუსეთის მოქალაქეებთან წინა წლის იგივე პერიოდთან შედარებით 1,118-ით მეტი სასესხო ხელშეკრულება გაფორმდა.
- ანგარიშში ვკითხულობთ იმასაც, რომ ომის დაწყების შემდეგ მნიშვნელოვნად გაიზარდა საქართველოში ვალუტის გადამცვლელ პუნქტებში რუსული რუბლის ბრუნვის მაჩვენებლები.
- 2022 წლის მეორე კვარტალში საქართველოს ვალუტის გადამცვლელმა პუნქტებმა იყიდეს 949,8 მილიონი რუბლი, ხოლო გაყიდეს 929,4 მილიონი რუბლი, რაც დაახლოებით სამჯერ მეტია 2021 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.
IDFI-ს განცხადებთ, საქართველოში რუსეთის მოქალაქეების შემოსვლის გააქტიურებამ, მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი საქართველოს კომერციულ ბანკებში რუსეთის მოქალაქეების განკარგვაში არსებული ფინანსების ზრდას.
- მათი თქმით, ახალი საბანკო ანგარიშები გახსნა რუსეთის 45,349 მოქალაქემ, 170%-ით გაიზარდა დეპოზიტების ნაშთი, სამჯერ გაიზარდა რუსული რუბლის ბრუნვის მაჩვენებლები.
IDFI მიიჩნევს, რომ რუსეთის მოქალაქეების ქვეყანაში აქტიური შემოსვლით მოკლევადიან პერიოდში მიღებული გარკვეული დადებითი ეკონომიკური ეფექტის მიუხედავად, მათი ქვეყანაში დარჩენის მზარდი ტენდენცია შესაძლოა წარმოადგენდეს გამოწვევას სახელმწიფო უსაფრთხოების თვალსაზრისით, რაც საჭიროებს შესაბამის ღონისძიებებს რისკების შემცირების კუთხით.
-
გადახედვაატაკამის უდაბნოს მიწისქვეშ, 4 მეტრ სიღრმეში, მიკრობული სიცოცხლე აღმოაჩინეს ატაკამის უდაბნოს მიწისქვეშ, 4 მეტრ სიღრმეში, მიკრობული სიცოცხლე აღმოაჩინეს
-
გადახედვავცხოვრობთ თუ არა სიმულაციაში — მეცნიერის თქმით, მან ამის მტკიცებულებას მიაგნო ვცხოვრობთ თუ არა სიმულაციაში — მეცნიერის თქმით, მან ამის მტკიცებულებას მიაგნო
-
გადახედვამეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს მეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს
-
გადახედვაLIO with ILA — ქართული მუსიკალური პროექტი, რომლის სიმღერა პროტესტის ჰიმნად იქცა LIO with ILA — ქართული მუსიკალური პროექტი, რომლის სიმღერა პროტესტის ჰიმნად იქცა
-
გადახედვა126 სამოქალაქო და მედიაორგანიზაცია ხელისუფლებასთან თანამშრომლობას წყვეტს 126 სამოქალაქო და მედიაორგანიზაცია ხელისუფლებასთან თანამშრომლობას წყვეტს
-
გადახედვაკროსვორდი: გამოიცანი ევროპის ქალაქი ღირშესანიშნაობით კროსვორდი: გამოიცანი ევროპის ქალაქი ღირშესანიშნაობით
-
-
-
გადახედვაჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს ჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს
-
გადახედვაშსს-მ დააკავა პირი, რომელმაც გარდაბანში თანასოფლელი მოკლა შსს-მ დააკავა პირი, რომელმაც გარდაბანში თანასოფლელი მოკლა
-
გადახედვამანჯგალაძე: მინდა იცოდეს ყველამ, ვინც აპირებს 29 აპრილის აქციაზე მისვლას, ეს არ არის უბრალოდ თბილისში გასეირნება, ეს არის ღალატში თანამონაწილეობა მანჯგალაძე: მინდა იცოდეს ყველამ, ვინც აპირებს 29 აპრილის აქციაზე მისვლას, ეს არ არის უბრალოდ თბილისში გასეირნება, ეს არის ღალატში თანამონაწილეობა
-
გადახედვასანქციები ივანიშვილს და უვიზო რეჟიმის პუნქტების გადახედვა — ევროპარლამენტმა საქართველოზე რეზოლუცია შესწორებებით მიიღო სანქციები ივანიშვილს და უვიზო რეჟიმის პუნქტების გადახედვა — ევროპარლამენტმა საქართველოზე რეზოლუცია შესწორებებით მიიღო
-
გადახედვა"ლგბტ პროპაგანდის ამკრძალავი" კანონის გამო, რუსეთში პაზოლინის ბიოგრაფიულ წიგნის ნაწილს ცენზურა დაადეს "ლგბტ პროპაგანდის ამკრძალავი" კანონის გამო, რუსეთში პაზოლინის ბიოგრაფიულ წიგნის ნაწილს ცენზურა დაადეს
-
გადახედვაჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა ჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა
-
გადახედვატროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან ტროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან
-
გადახედვავენეციაში შესასვლელად €5 უნდა გადაიხადოთ ვენეციაში შესასვლელად €5 უნდა გადაიხადოთ
-
გადახედვაორბანი მიიჩნევს, რომ კობახიძე პოლიტიკაში დიდი მოჭადრაკეა, მას გროსმაისტერის უნარები აქვს — რა თქვეს ლიდერებმა უნგრეთში, კონფერენციაზე ორბანი მიიჩნევს, რომ კობახიძე პოლიტიკაში დიდი მოჭადრაკეა, მას გროსმაისტერის უნარები აქვს — რა თქვეს ლიდერებმა უნგრეთში, კონფერენციაზე
-
გადახედვარამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა რამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა
-
გადახედვახატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად ხატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად
-
გადახედვაროგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე როგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე
-
კომენტარები