Google-მა 2020 წელს დაწყებული საქმე არიზონას შტატSი წააგო და მომხმარებელს $85 მილიონს გადაუხდის იმის გამო, რომ არალეგალურად, ტარგეტირებული რეკლამირების მიზნით ანდროიდის მომხმარებლების პირად ინფორმაციას აგროვებდა.

Bloomberg-ის მიხედვით, სასამართლომ განაცხადა, რომ კომპანიამ დაარღვია შტატის "აქტი მომხმარებელთან თაღლითობის შესახებ" და აგროვებდა ანდროიდის მომხმარებელთა მონაცემებს მაშინაც კი, როდესაც, მაგალითად, ისინი თიშავდნენ ლოკაციის დადგენის ფუნქციას. Google-ის მაშინდელი თანამშრომლებიც იყვნენ დაბნეულნი იმ პოლიტიკით, რასაც კომპანია მაშინ მისდევდა, რადგან მათ იცოდნენ, თუ მომხმარებელი კონკრეტული მონაცემის გაცემაზე უარს ამბობდა, კომპანიას პატივი უნდა ეცა ამ გადაწყვეტილებისთვის.

მოსამართლის ოფისმა თქვა, რომ ეს Google-ის მიერ ერთი ადამიანისთვის გადახდილი ყველაზე მაღალი კომპენსაციაა. "ჩვენ ვამაყობთ ამ ისტორიული ქეისით, რადგან კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ არც ერთი უწყება, დიდი ტექ კომპანიაც კი, არ დგას კანონზე მაღლა", — თქვა მოსამართლემ.

Google-ის სპიკერმა განაცხადა, რომ არიზონას საქმე კომპანიის ძველი პროდუქტების პოლიტიკას ეხება. მას შემდეგ Google-მა ბევრი რამ დახვეწა. "ჩვენი მომხმარებლებს საკუთარი ლოკაციის სრულ კონტროლს ვაძლევთ. თუ მათ მოუნდებათ, შეეძლებათ, ეს ფუნქცია გათიშონ", — თქვა მან. "ჩვენ მოხარულები ვართ, რომ ამ საქმის შედეგებით ყველა კმაყოფილია და გავაგრძელებთ ჩვენი მომხმარებლებისთვის საჭირო პროდუქტების მიწოდებას".

ამასობაში Google-ს იმავე საქმეზე ინდიანასა და ტეხასის შტატებში და ვაშინგტონში უჩივლეს. როგორც არიზონას შემთხვევაში, აქაც საქმე 2018 წლის Associated Press რეპორტს ეხება, სადაც ნათქვამია, რომ კომპანია არალეგალურად ადევნებს თვალს საკუთარი მომხმარებლების გადაადგილებას.