ბონი ჯენკინსი

6 Oct. 2022, 13:23

მე ასევე შევხვდები ქართველ ლიდერებს იმისთვის, რომ განვიხილოთ ჩვენი თანამშრომლობისა და სტრატეგიული ინტერესების სხვადასხვა მიმართულება, როგორიცაა, საზღვრის მიმართულება, საბაჟო, თავდაცვა და ამ ყველა შეხვედრის განმავლობაში, მე მოუთმენლად ველოდები, რომ გავაჟღერო გზავნილი ძლიერი მხარდაჭერისა ვაშინგტონის მხრიდან იმ უზარმაზარი და უმნიშვნელოვანესი სამუშაოს მიმართ, რასაც ელჩი დეგნანი და მისი საელჩოს გუნდი ახორციელებს საქართველოში იმისთვის, რომ მხარი დაუჭიროს და წინ წაწიოს საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებები და საქართველოს მთავრობის მიმართ იმ მზაობისთვის, რაც მათ აქვთ ჩვენთან თანამშრომლობისთვის ამ საკითხების გადასაჭრელად.

თუმცა ეს ძალისხმევა არ ყოფილა ადვილი, განსაკუთრებით, ბოლო პერიოდში, როდესაც ჩვენთვის უაღრესად შემაშფოთებელი იყო ის პირად თავდასხმები ელჩ დეგნანსა და საელჩოზე, რაც ვიხილეთ. მოდით, ძალიან მკაფიოდ ვთქვათ, ეს არის ნაწილი დეზინფორმაციის უფრო დიდი სქემისა, რომელიც მიმართულია სიმართლის დაფარვისა და დამალვისკენ ევროპაში შექმნილი კრიზისის ირგვლივ. კრიზისისა, რომელიც ერთმა ადამიანმა შექმნა. აშშ ყოველთვის დააფასებს და მხარს დაუჭერს უკრაინას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში, ისევე როგორც ჩვენ ვუჭერთ მხარს და ვაღიარებთ საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.

დღეს ჩვენ ყველანი უნდა ვიდგეთ ერთად უკრაინელი ხალხის მხარდასაჭერად, რადგანაც ისინი იბრძვიან თავიანთი თავისუფლებისა და სუვერენიტეტისთვის.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. ალეკო ელისაშვილმა მამუკა მდინარაძეს ხელი დაარტყა
  2. კალაძე: იგივე ხდება დღეს, რაც ხდებოდა საბჭოთა კავშირში — ნაბიჯს ვერ გადადგამდი, ცეკასთან შეუთანხმებლად
  3. პრეზიდენტმა შარლ მიშელს და მაკრონს მიმართა, საქართველოში განვითარებული მოვლენები ხვალ, საბჭოს სხდომაზე განიხილონ
  4. პარლამენტმა რუსული კანონის პირველი მოსმენით მიღება ხვალისთვის გადადო — რა იქნება შემდეგ, პროცედურულად
  5. რუსული კანონი პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

ჩახუტება ტკივილს, შფოთვასა და დეპრესიას მართლაც ამსუბუქებს — კვლევა

ყველამ ვიცით, რომ ჩახუტება ნუგეშთან და დადებით ემოციებთან ასოცირდება, მაგრამ რას ამბობს მეცნიერება მისი გავლენის…