ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინსკა პრავდა ავრცელებს.

რატომ არის მნიშვნელოვანი: ზაპოროჟიეს რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის თქმით, ოკუპანტების სამიზნე ინფრასტრუქტურული ობიექტები იყო.

  • ბრძოლის ველზე წარუმატებელი რუსეთი უკრაინის დასუსტებას ქალაქებზე, ინფრასტრუქტურულ ობიექტებზე, საცხოვრებელი სახლებსა და მოქალაქეებზე თავდასხმით ცდილობს.

დეტალები: რუსების მიერ ქალაქის დაბომბვის შედეგად, სულ მცირე, ორი ადამიანი დაიღუპა.

  • თავდასხმის შედეგად დაზიანდა საცხოვრებელი სახლები, არიან დაშავებულებიც;
  • სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის განცხადებით, ნანგრევებიდან რამდენიმე ადამიანი ამოიყვანეს, მათ შორის, სამი წლის ბავშვი, თუმცა სამძებრო სამუშაოები ამ დრომდე გრძელდება.