2022 წლის 3 ოქტომბერს, ორშაბათს, საფონდო ბირჟაზე ვაჭრობის შედეგად, Tesla-ს (TSLA) აქციის ფასმა 8,4%-ით დაიკლო. გამომწვევი მიზეზი უშუალოდ კომპანიის შედეგებსაც ეხება, თუმცა, ყველაზე მთავარი მაინც ილონ მასკის ტვიტია.

ილონ მასკმა 3 ოქტომბერს რუსეთ-უკრაინის ომთან დაკავშირებით რუსული პროპაგანდის ელემენტების შემცველი მოსაზრება დატვიტა და სკანდალში გაეხვა.

ილონის ტვიტის თანახმად:

  • ანექსირებულ რეგიონებში გაეროს ზედამხედველობით ხელახლა უნდა ჩატარდეს "რეფერენდუმი";
  • ყირიმი რუსეთის ტერიტორია იყო 1783 წლიდან (ხრუშოვის "შეცდომამდე");
  • ყირიმში გარანტირებული უნდა იყოს წყლის მიწოდება;
  • უკრაინა დარჩეს ნეიტრალური.

მის ტვიტს უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ტვიტერზევე გამოეხმაურა და მარტივი კითხვა დასვა — რომელი ილონ მასკი უფრო მოგწონთ? ის, რომელიც რუსეთს უჭერს მხარს, თუ ის, რომელიც უკრაინას.

ილონ მასკის "მშვიდობის გეგმას" დიდი გამოხმაურება მოჰყვა, თუმცა, ყველაზე მთავარი Tesla-ს აქციების ფასის ვარდნა იყო. ილონ მასკს ერთი ტვიტი, დაახლოებით, 15 მილიარდი აშშ დოლარი დაუჯდა. ის კვლავაც არ ნებდებოდა და აგრძელებდა ტვიტების სერიას, თუმცა, ძირითადად — თავს იმართლებდა.

აქციების ფასის ვარდნის მეორე დიდი მიზეზი კომპანიის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშია, რომლის თანახმადაც, კომპანიამ ვერ შეასრულა ის გეგმა, რაც განზრახული ჰქონდა. მესამე კვარტალში Tesla-ს უნდა გამოეშვა 358 000 მანქანა, თუმცა, მხოლოდ 348 000 გამოუშვა. შედეგად, კომპანია წლის ბოლომდეც ვერ მოახერხებს განზრახული გეგმის შესრულებას და ელექტრო მანქანებზე მოთხოვნის ჯეროვან დაკმაყოფილებას. ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ კიდევ ერთი მიზეზი 30 სექტემბრის ღონისძიებაზე წარდგენილი ავტომობილების თვითმართვადი სისტემის გარკვეული ხარვეზებია. შესაბამისად, ილონ მასკმა ვერ შეძლო იმ მოლოდინების დაკმაყოფილება, რასაც მანამდე უქმნიდა ხელოვნური ინტელექტის მქონე რობოტების მოყვარულებს.

საბოლოო ჯამში, ყველაფერმა ერთად იმოქმედა Tesla-ს აქციებზე და 30 სექტემბრის ვაჭრობის შემდეგ 8%-ზე მეტად დაიკლო. ილონ მასკის პოზიციით გაბრაზებული ზოგიერთი ინვესტორი განზრახ იშორებდა კომპანიის აქციებს, რითაც ხელს უწყობდა ფასის ვარდნას.

აქციებით ვაჭრობა ახლა უკვე საქართველოს ბანკის მობილბანკით არის შესაძლებელი. ესტუმრე მობილბანკს, რომლის საშუალებითაც ისეთი საერთაშორისო კომპანიების ფასიანი ქაღალდებით ვაჭრობას შეძლებ, როგორებიცაა: Apple, Amazon, Microsoft, Tesla, Google და სხვა. ეს სიახლე საქართველოს ბანკმა მისი ჯგუფის შვილობილი კომპანიის, Galt & Taggart-ისა და საერთაშორისო ფინანსური ტექნოლოგიების პლატფორმა DriveWealth-ის პარტნიორობით დანერგა. თუ გსურს მეტი გაიგო ინვესტიციების შესახებ, ესტუმრე ფეისბუქგვერდს — ინვესტიციები, სადაც გაიგებ მეტს, თუ როგორ ივაჭრო აქციებით.

ვაჭრობა/ინვესტირება დაკავშირებულია მაღალ რისკებთან და იმ შემთხვევაშიც კი, თუ რეკომენდაციების შესაბამისად არის განხორციელებული, შესაძლოა გამოიწვიოს არსებითი დანაკარგები, ისევე, როგორც მოგება. თქვენ დეტალურად უნდა გააანალიზოთ, რამდენად მისაღებია თქვენთვის ვაჭრობა/ინვესტირება თქვენი ფინანსური მდგომარეობის გათვალისწინებით და შეგიძლიათ თუ არა გასწიოთ თანხის დაკარგვის რისკი.