ამის შესახებ ჟურნალისტური მედიის ქარტია განცხადებას აქვეყნებს.

რატომ არის მნიშვნელოვანი: ოზურგეთის საკრებულოს თავმჯდომარემ, დავით დარჩიამ TV პირველის ჟურნალისტს, ნატო გოგელიას პროფესიული საქმიანობის შესრულებისას შეურაცხმყოფელი, სექსისტური და დისკრიმინაციული ტერმინებით მიმართა.

ქარტია გმობს დარჩიას რეპლიკებს ჟურნალისტის მიმართ და აღნიშნავს, რომ თანამდებობის პირის მხრიდან სრულიად მიუღებელია, როგორც ამგვარი დამოკიდებულება ჟურნალისტისადმი, ისე ასეთი დისკრიმინაციული ლექსიკის გამოყენება.

  • ქარტია მოუწოდებს ხელისუფლების წარმომადგენლებს, "საკუთარი აგრესიული დამოკიდებულებით არ წაახალისონ დისკრიმინაცია და გადავიდნენ მედიასთან საქმიანი ურთიერთობის რეჟიმზე";
  • მათი თქმით, მნიშვნელოვანია, ხელისუფლების წარმომადგენელს ესმოდეს მედიის როლი დემოკრატიულ სახელმწიფოში და იზრუნოს მათ შორის კრიტიკულად განწყობილი მედიასაშუალებების ჟურნალისტების უსაფრთხოებაზე და სათანადოდ მოექცეს მათ;
  • ქარტია აცხადებს, რომ დაუშვებელია მედიის წარმომადგენლების მიმართ აგრესია და მოუწოდებს ხელისუფლებას, შეწყვიტოს ძალადობის წახალისება, სექსისტური და დისკრიმინაციული ენის გამოყენება.