საერთაშორისო ასოაციაცია (IBA) ამ გადაწყვეტილებას პოლიტიკური ნეიტრალიტეტით ხსნის.

რატომ არის მნიშვნელოვანი: სანქციები რუსეთის მხრიდან უკრაინის წინააღმდეგ სრულმასშტაბიანი ომის საპასუხოდ იყო დაწესებული.

  • უკრაინსკა პრავდა-ს ცნობით, მათი გაუქმების იდეა სექტემბრის ბოლოს IBA-ს რუსმა პრეზიდენტმა, უმარ კრემლევმა გააჟღერა.
  • ამიერიდან როგორც რუსეთის, ისე ბელარუსის გუნდებს თავიანთი დროშების ქვეშ გამოსვლის უფლება კვლავ ექნებათ.
  • ხოლო ოქროს მედლის მოპოვების შემთხვევაში, შეჯიბრებებზე ამ ქვეყნების ეროვნული ჰიმნებიც შესრულდება.

დეტალები: კრივის საერთაშორისო ფედერაციამ გადაწყვეტილება სანქციების გაუქმების შესახებ დღეს გაავრცელა.

  • მათი თქმით, ღრმად არიან დარწმუნებულები, რომ პოლიტიკას არ უნდა ჰქონდეს რაიმე გავლენა სპორტზე და ყველა სპორტსმენი თანაბარი უნდა იყოს.
  • შეჯიბრებებს რუსეთისა და ბელორუსის ტექნიკური წარმომადგენლებიც დაუბრუნდებიან.
  • "ფედერაცია მშვიდობისკენ მოუწოდებს და მშვიდობისმყოფელად რჩება ნებისმიერ კონფლიქტში. უფრო მეტიც, IBA ვალდებულია, უზრუნველყოს, რომ სპორტსმენებსა და შეჯიბრების ოფიციალურ პირებს თანაბრად მოექცნენ, განურჩევლად მათი ეროვნებისა და საცხოვრებელი ადგილისა", — ნათქვამია ფედერაციის განცხადებაში.