ცოტა ხნის წინ ანა ჩუბინიძის ანიმაციამ, სახელად ფრენცის სასადილო (Franzy’s Soup-Kitchen) სლოვენიაში გამართულ საერთაშორისო კინოფესტივალ STOPTRIK-ზე პრიზი მიიღო. ანიმაციამ 6-8 წლის ბავშვებისთვის ე.წ. stop motion ტექნიკით შექმნილი ანიმაციების ნომინაციაში გაიმარჯვა.

ანიმაციური ფილმი ჯიბის სტუდიისა და ფრანგული კომპანია Folimage-ის ერთობლივი ნამუშევარია.

8-წუთიანი ფილმი მარტოსულ უცხოპლანეტელ მზარეულზე გვიყვება, რომელიც აღმოაჩენს, რომ მის მიერ მომზადებული ვარდისფერი წვნიანი უბრალოდ გემრიელი კი არა, ჯადოსნურიცაა.

ნახეთ ტრეილერი: