ქუთაისის ცენტრში, თეთრი ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე, ელექტროგადამცემი ანძის დეკორაცია დადგეს.

ენერგეტიკის სამინისტროს ცნობით, 26 მაისის ღონისძიებების ფარგლებში, თეთრი ხიდთან მათი კუთხე მოეწყობა და ანძასთან ერთად დაიდგმება დაახლოებით ათი მეტრი სიგრძის ქარის ტურბინაც. ამასთან, იგეგმება ენერგეტიკის სამინისტროს პროექტების ჩვენება.