ამის შესახებ შალვა ხაჭაპურიძემ კლინიკა ვივამედში სააკაშვილის მონახულების შემდეგ ისაუბრა.

რატომ არის მნიშვნელოვანი: ხაჭაპურიძის თქმით, სააკაშვილი ვერ იღებს საჭმელს და აქვს ტკივილები. ამბობს, რომ ამის გამო გაუქმდა სასამართლო პროცესიც.

  • ექსპრეზიდენტის კიდევ ერთი ადვოკატის, მასიმო დი ანჯელოს თქმით, ექიმები შიშობენ, რომ ის ისევ დაიწყებს შიმშილობას.

დეტალები: როგორც ხაჭაპურიძე ამბობს, მდგომარეობა რთულია და სიტუაცია გაუარესებულია.

  • "წამლების მიღებაზე უარი განაცხადა. რამე პროტესტის ნიშნები კი არა, უბრალოდ 86კგ არის, 20 კგ აქვს დაკლებული, რაც ვივამედში შემოვიდა".
  • ნევროლოგი ოთარ თოიძე ამბობს, რომ მაღალია ინფარქტის, გულის იშემიური დაავადების ან ტვინში სისხლის მიმოქცევის მოშლის განვითარების რისკი.

არქივიდან: სააკაშვილმა შიმშილობა აქამდე ორჯერ გამოაცხადა. დაკავების შემდეგ დაწყებული 50-დღიანი შიმშილობა მან 19 ნოემბერს, გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაყვანის შემდეგ შეწყვიტა.

  • მეორედ ექსპრეზიდენტმა შიმშილობა 21 თებერვალს დაიწყო, მე-20 დღეს კი შეწყვეტის მიზეზად უკრაინის მთავარსარდლობის თხოვნა დაასახელა.