ერთიმეორისთვის გაგზავნილი ასობით მეილის შემდეგ ხანშესულ წყვილს ერთმანეთი შეუყვარდა
როცა როზ ლევის შვილმა, კარენმა, სთხოვა, ჩემს ერთ-ერთ კლიენტთან ვახშამზე ხომ არ გამყვებიო, 77 წლის ქალი და ექვსი შვილიშვილის ბებია დაუფიქრებლად დათანხმდა. იურისტი შვილისგან მხოლოდ ის იცოდა, რომ მისი კლიენტი ხანშესული ქვრივი კაცი იყო, რომელიც კარენს გარდაცვლილ მამას აგონებდა. მასთან შეხვედრისას ზუსტად იმავე აზრმა გაუელვა თავში როზსაც.
შეხვედრა ბოსტონში, ხელოვნების მუზეუმში შედგა. კარენის კლიენტი, რალფ ინსინგერი, იხსენებს, რომ ლევის დანახვისას გულისცემა აუჩქარდა. სამეულმა ჯერ გამოფენა დაათვალიერა, რალფი და როზი თავიანთ საყვარელ მხატვრებზე მუსაიფობდნენ, შემდეგ კი სავახშმოდაც გასწიეს.
ასე დაიწყო ორი ხანშესული ადამიანის მეგობრობა, რომელიც, მოგვიანებით, სიყვარულშიც გადაიზარდა. მაშინ ლევი ბოსტონში თავის შვილს სტუმრობდა, რეალურად კი, ქალაქიდან 2 400 კილომეტრის დაშორებით, ფლორიდაში ცხოვრობდა. ამიტომ, რალფმა და როზმა ერთმანეთის უკეთ გასაცნობად მეილების გზავნა დაიწყეს.
წყვილი ელექტრონულ წერილებს ერთიმეორეს დღეში ზოგჯერ სამჯერაც კი უგზავნიდა. ასე დაგროვდა წლების განმავლობაში ასობით მეილი, რომელთა ნაწილს სულ ახლახან წიგნში მოეყარა თავი. წიგნი, სახელწოდებით მიღმეთის მიღმა: მოულოდნელი შეხვედრა, ონლაინტრფობა და სიყვარულის ენა, რალფისა და როზის 200-ზე მეტ წერილს აერთიანებს, სადაც ისინი ერთმანეთს თავშესაქცევ აქტივობებზე, ინტერესებზე, ოჯახსა და სხვა თემებზე უყვებიან.
დროთა განმავლობაში წერილებში ერთმანეთისადმი ინტერესი უფრო გამძაფრდა.
"საღამოს, შინ რომ ვბრუნდებოდი, მაშინვე კომპიუტერთან ვჯდებოდი", — ამბობს ინსინგერი, რომელიც წინათ არქიტექტორი იყო, — "შემოსულ წერილებს ვამოწმებდი და ვნახულობდი, რა მომწერა როზმა იმ დღეს".
ცოტა ხნის შემდეგ, რალფი ფლორიდაში ჩაფრინდა და მცირე ხნით როზსაც ეწვია. წყვილმა ერთად ისადილა, ისაუბრეს და რალფიც სწორედ მაშინ მიხვდა, რომ ეს "მეგობრობაზე მეტი იყო".
მეგობრობაზე მეტი კი მომდევნო პერიოდის წერილებშიც აისახა. როზმა და რალფმა ერთმანეთს მეტსახელებიც შეარქვეს.
"მთელი ჩემი ქვრივობა იმის ფიქრში გავატარე, რომ დამოუკიდებელი ვიყავი და პარტნიორის ძებნა არ მჭირდებოდა", — ამბობს ლევი, — "რალფი კი რომანტიკული და პოეტური ადამიანი აღმოჩნდა. ძალიან მალე მოიგო ჩემი გული".
მერე კი მეილებთან ერთად წყვილი ერთმანეთს ლექსებს და ხელნაწერ წერილებსაც უცვლიდა. ერთხელ რალფმა როზს საგანგებოდ მისთვის დახატული ნატურმორტის ესკიზიც კი გაუგზავნა.
"მზე ჯერ არც კი ამოსულა, მაგრამ შენი მოფენილი მთვარის შუქი უკვე შესანიშნავ დღეს მპირდებაო", — წერდა რალფი ერთ-ერთ მეილში.
მერე კი, როგორც თეა გვასალია იტყოდა, მათ რომანტიკულ ურთიერთობას ლოგიკური გაგრძელება მოჰყვა. წყვილმა გადაწყვიტა, ცხოვრების დარჩენილი ნაწილი ერთად გაეტარებინათ.
ფორმალური ცერემონია 2020 წლის შემოდგომაზე შედგა, რომელსაც მხოლოდ ოჯახის წევრები ესწრებოდნენ.
რალფი და როზი ახლა დროს ერთად ატარებენ — ხან ბოსტონში, ხანაც ფლორიდაში. ერთმანეთისადმი გაგზავნილი მეილები როზიმ ერთხელ მეგობარსაც აჩვენა, ეს უკანასკნელი კი მათი შინაარსით მოიხიბლა და გამომცემელს დაუკავშირდა.
"იმედია, ჩვენი ამბავი შთაგონებად იქცევა არა მხოლოდ ძველი, არამედ ახალი თაობისთვისაც", — ამბობს ახლა უკვე 81 წლის როზი, — "ეს ისტორია ხომ იმაში გვარწმუნებს, რომ სიყვარული ცხოვრების ნებისმიერ ეტაპზე შეიძლება იპოვო".
-
გადახედვაახალგაზრდების ორგანიზებით, პარლამენტთან საპროტესტო აქცია დღეს 19 საათზე იგეგმება ახალგაზრდების ორგანიზებით, პარლამენტთან საპროტესტო აქცია დღეს 19 საათზე იგეგმება
-
-
გადახედვატაბიძეზე მომხდარი დაჭრის ფაქტზე ერთ პირს ბრალი წარუდგინეს ტაბიძეზე მომხდარი დაჭრის ფაქტზე ერთ პირს ბრალი წარუდგინეს
-
გადახედვარატომ გაუჩინარდნენ ევროპის მონადირე-შემგროვებლები რატომ გაუჩინარდნენ ევროპის მონადირე-შემგროვებლები
-
გადახედვასაფრანგეთმა აზერბაიჯანიდან კონსულტაციებისთვის ელჩი გაიწვია საფრანგეთმა აზერბაიჯანიდან კონსულტაციებისთვის ელჩი გაიწვია
-
გადახედვაოცნება ოფშორებთან დაკავშირებულ კანონს ივანიშვილს არგებს, იზრდება კრიმინალური და რუსული კაპიტალის შემოდინების რისკიც — TI ოცნება ოფშორებთან დაკავშირებულ კანონს ივანიშვილს არგებს, იზრდება კრიმინალური და რუსული კაპიტალის შემოდინების რისკიც — TI
-
გადახედვასადგური, რომელსაც ჩინეთის მთავრობა აშენებს, ინტერნეტმა ჰიგიენურ საფენს მიამსგავსა სადგური, რომელსაც ჩინეთის მთავრობა აშენებს, ინტერნეტმა ჰიგიენურ საფენს მიამსგავსა
-
გადახედვაევროკავშირს კი არა, ყველანაირ დასავლეთს დაგვავიწყებენ, არც ვიზალიბერალიზაცია შეგვრჩება — რას ამბობს ოპოზიცია ოფშორების კანონზე ევროკავშირს კი არა, ყველანაირ დასავლეთს დაგვავიწყებენ, არც ვიზალიბერალიზაცია შეგვრჩება — რას ამბობს ოპოზიცია ოფშორების კანონზე
-
გადახედვაპარლამენტმა ე.წ. ოფშორების შესახებ კანონი დაამტკიცა პარლამენტმა ე.წ. ოფშორების შესახებ კანონი დაამტკიცა
-
გადახედვაDRI-ის შეფასებით, რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე, ყველა დაკავებულზე ფიზიკურად იძალადეს DRI-ის შეფასებით, რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე, ყველა დაკავებულზე ფიზიკურად იძალადეს
-
გადახედვაOldboy-ის მიხედვით ინგლისურენოვან სერიალს გადაიღებენ Oldboy-ის მიხედვით ინგლისურენოვან სერიალს გადაიღებენ
-
გადახედვა"გერმანიის ელჩმა კანცლერის ციტირება სწორად მოახდინა, ბუნდესტაგის აბსოლუტური უმრავლესობა მკაცრად ეწინააღმდეგება აგენტების კანონს — როთი "გერმანიის ელჩმა კანცლერის ციტირება სწორად მოახდინა, ბუნდესტაგის აბსოლუტური უმრავლესობა მკაცრად ეწინააღმდეგება აგენტების კანონს — როთი
-
გადახედვაპროკურატურის თანამშრომლის სახელის გამოყენებით, თანხის გამოძალვის ფაქტზე, ორ პირს პატიმრობა მიესაჯა პროკურატურის თანამშრომლის სახელის გამოყენებით, თანხის გამოძალვის ფაქტზე, ორ პირს პატიმრობა მიესაჯა
-
გადახედვაპარლამენტთან ახალგაზრდები აქციას მართავენ — რუსთაველი გადაკეტილია პარლამენტთან ახალგაზრდები აქციას მართავენ — რუსთაველი გადაკეტილია
-
გადახედვააზერბაიჯანში, "ამორალური კონტენტის" გამო, 60-მდე ტიკტოკერი დასაჯეს აზერბაიჯანში, "ამორალური კონტენტის" გამო, 60-მდე ტიკტოკერი დასაჯეს
-
გადახედვააქციის დროს დაკავებული ირაკლი კუპრაძე და გელა ხასაია გაათავისუფლეს აქციის დროს დაკავებული ირაკლი კუპრაძე და გელა ხასაია გაათავისუფლეს
-
გადახედვადეგნანი: ვფიქრობ, კანონის შემობრუნების მიზეზი ისაა, რომ ოცნებამ არჩევნებზე საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიების მუშაობა არ დაუშვას დეგნანი: ვფიქრობ, კანონის შემობრუნების მიზეზი ისაა, რომ ოცნებამ არჩევნებზე საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიების მუშაობა არ დაუშვას
-
გადახედვასაგარეოში უარყოფენ, რომ საქართველოს ელჩი გერმანიაში ბუნდესტაგში დაიბარეს — რა ვიცით საგარეოში უარყოფენ, რომ საქართველოს ელჩი გერმანიაში ბუნდესტაგში დაიბარეს — რა ვიცით
-
გადახედვაროგორი იყო უძველესი ადამიანების ევოლუცია — კვლევა როგორი იყო უძველესი ადამიანების ევოლუცია — კვლევა
-
გადახედვარაზე საუბრობს პრეზიდენტი ევროპულ მედიასთან — ზურაბიშვილის ინტერვიუები სამ ტელეარხთან რაზე საუბრობს პრეზიდენტი ევროპულ მედიასთან — ზურაბიშვილის ინტერვიუები სამ ტელეარხთან
-
გადახედვაჩახუტება ტკივილს, შფოთვასა და დეპრესიას მართლაც ამსუბუქებს — კვლევა ჩახუტება ტკივილს, შფოთვასა და დეპრესიას მართლაც ამსუბუქებს — კვლევა
კომენტარები