ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ის რუსული ბიურო ავრცელებს.

რატომ არის მნიშვნელოვანი: 30 სექტემბერს ვლადიმერ პუტინმა უკრაინის ოკუპირებული რეგიონების, ლუგანსკის, ზაპოროჟიესა, ხერსონსა და დონეცკის ანექსია გამოაცხადა. პუტინმა იკადრა და ამ ცერემონიიდანაც მოუწოდა უკრაინას დაუყოვნებლივ შეწყვიტოს ცეცხლი და დაბრუნდეს მოლაპარაკების მაგიდასთან;

  • უკრაინამ კი თქვა, რომ პუტინი ცდილობს ტერიტორიების ხელში ჩაგდებას, რომელსაც ადგილზე ფიზიკურად არც კი აკონტროლებს;
  • საერთაშორისო საზოგადოებამ დაგმო რუსეთის ქმედება და ე.წ რეფერენდუმები არ აღიარა.

დეტალები: ჩრდილოეთ კორეა პირველი ქვეყანაა, რომელმაც კრემლის მიერ უკრაინის რეგიონების ანექსირებულად გამოცხადებას მხარი დაუჭირა.

  • "ჩვენ პატივს ვცემთ ადამიანებს, რომლებმაც რუსეთთან ხელახლა შეერთების სურვილი გამოთქვეს და მხარს ვუჭერთ რუსეთის მთავრობას, რომ ეს რეგიონები ქვეყნის ნაწილად აქცია", — აღნიშნულია საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.