10 ვარსკვლავი, რომელმაც ლამის თითის გაუნძრევლად მოხვეტა ქვეყანა ფული
როცა შემდგარი და წარმატებული ვარსკვლავი ხარ, ჰოლივუდში შენი "ფასი" იმაზე მეტია, ვიდრე რიგით მსახიობს შეიძლება დაესიზმროს. შესაძლოა, ათობით მილიონი დოლარი მხოლოდ ერთი წინადადების სხვადასხვა ხმით თქმისთვის გადაგიხადონ. ჰო, დაუჯერებელია, მაგრამ გართობის ინდუსტრიაში ასეც ხდება. აი, 10 ვარსკვლავი, რომელსაც ბევრი არაფრის გაკეთებისთვის ათასები და მილიონებიც კი გადაუხადეს:
1. ჯარედ ლეტო
ლეტოს Suicide Squad-ში მონაწილეობისთვის $7 მილიონი გადაუხადეს, არადა, მთელი ფილმის განმავლობაში მსახიობი სულ რაღაც 7 წუთის განმავლობაში ჩნდება ეკრანზე.
2. ზენდეია
ასევე შვიდი წუთი გამოჩნდა დიუნში ზენდეია. ამაზე, სხვათა შორის, ინტერნეტმა კარგადაც იღლიცინა. თუმცა, მსახიობმა 2021 წლის გახმაურებულ საი-ფაიში შესრულებული როლისთვის მაინც $300 ათასი მიიღო.
3. შერი
მსოფლიო პოპვარსკვლავი და ცოცხალი ლეგენდა ფილმში მონაწილეობაზე დაითანხმო, ალბათ ადვილი არაა. ჰოდა, შერმა, რომელიც Mamma Mia! Here We Go Again-ში ასევე 7 წუთით გამოჩნდა, სწორედ ამიტომ მიიღო $1 მილიონი.
4. მერილ სტრიპი
შერთან ერთად ფილმში მერილ სტრიპიც გამოჩნდა, თანაც, უფრო მცირე ხნით — გასათვალისწინებელია, როგორ პერსონაჟსაც ასახიერებდა (სპოილერებს არ ვართ). თუმცა, სტრიპიც ხომ ცოცხალი ლეგენდაა, ამიტომ მას $3 მილიონი ერგო.
5. ვინ დიზელი
დიზელმა მარველის ცნობილი პერსონაჟი, გრუტი, გაახმოვანა. მართალია, გრუტი ეკრანზე რამდენიმე წუთზე მეტხანს ჩნდება, თუმცა, მას მხოლოდ ერთი ფრაზის თქმა შეუძლია — "მე ვარ გრუტი". ჰოდა, დიზელმაც ეს ერთი ფრაზა სხვადასხვა ხმით თქვა, მერე კი ამისთვის $54 მილიონზე მეტი მიიღო.
6. კამერონ დიასი
სხვათა შორის, გამხმოვანებლები ჰოლივუდში ბლომად ფულს იღებენ, განსაკუთრებით, თუკი უკვე აღიარებული ვარსკვლავები არიან. აი, კამერონ დიასმა ერთხელ აღნიშნა, რომ შრეკში ფიონას გახმოვანებას სულ ორ დღეს მოუნდა, ჯამში 10 საათით მუშაობისთვის კი მას $10 მილიონი გადაუხადეს. ჰო, საათში მილიონი.
7. ტომ ფელტონი
იმედია, ამის გამო მალფოის ფანები არ გადაგვეკიდებით. ფაქტი ფაქტად რჩება — ტომ ფელტონი რვავე ფილმში ჯამში 31 წუთით გამოჩნდა, თუმცა, ამ სერიაში მონაწილეობისთვის $14 მილიონი გამოიმუშავა.
8. ჯონი დეპი
Alice in Wonderland-ის პრომოკამპანიაში ჯონი დეპს ერთ-ერთი მთავარი როლი ეკავა და ბევრი ფიქრობდა, რომ ფილმშიც ასე იქნებოდა. თუმცა, მსახიობი კინოსურათში 7 წუთზე ნაკლები ხნით გამოჩნდა, რისთვისაც 50 მილიონი ფუნტი დაიმსახურა.
სხვათა შორის, დეპმა სრული ჰონორარი — $16 მილიონი — მიიღო ჯადოსნური ცხოველების მესამე ფილმში მონაწილეობისთვისაც. არადა, სასამართლო დავის გამო, მან მხოლოდ ერთი სცენა გადაიღო, საბოლოო კინოსურათში კი საერთოდ არ გამოჩენილა.
9. ჰარი სტაილსი
ინგლისელი მუსიკოსი Eternals-ში ტიტრების შემდეგ, დაახლოებით, ერთი წუთით გამოჩნდა. ამისთვის სტაილსს $380 ათასი გადაუხადეს.
10. რობერტ დაუნი უმცროსი
დეპის არ იყოს, ბევრს ეგონა, რობერტ დაუნი უმცროსს Spider-Man: Homecoming-ში ერთ-ერთი მთავარი როლი ექნებოდა. თუმცა, ეკრანზე იგი ჯამში 8 წუთით გამოჩნდა. მსახიობს კი ამ სამუშაოსთვის $10 მილიონი გადაუხადეს.
-
-
-
-
-
გადახედვაროდის გაჩნდნენ დედამიწაზე მანათობელი ცხოველები? — კვლევა როდის გაჩნდნენ დედამიწაზე მანათობელი ცხოველები? — კვლევა
-
გადახედვაბრძოლა გრძელდება, აქციებზე შევხვდებით — ლაზარე გრიგორიადისის პირველი განცხადება გათავისუფლების შემდეგ ბრძოლა გრძელდება, აქციებზე შევხვდებით — ლაზარე გრიგორიადისის პირველი განცხადება გათავისუფლების შემდეგ
-
გადახედვალაზარე გრიგორიადისი თავისუფალია ლაზარე გრიგორიადისი თავისუფალია
-
გადახედვაშეიმუშავეს ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც ადამიანის დნმ-ის რედაქტირება შეუძლია შეიმუშავეს ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც ადამიანის დნმ-ის რედაქტირება შეუძლია
-
-
-
-
გადახედვა"იდენტიფიცირებულნი იქნებიან ის პირები, რომლებიც აქციის მონაწილეებს საავტომობილო გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ" — შსს-ს განცხადება "იდენტიფიცირებულნი იქნებიან ის პირები, რომლებიც აქციის მონაწილეებს საავტომობილო გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ" — შსს-ს განცხადება
-
გადახედვადააკავეს 2 პირი, რომლებმაც მოქალაქეებს, სიცოცხლის მოსპობის მუქარით, დიდი ოდენობით თანხა გამოსძალეს დააკავეს 2 პირი, რომლებმაც მოქალაქეებს, სიცოცხლის მოსპობის მუქარით, დიდი ოდენობით თანხა გამოსძალეს
-
-
-
გადახედვაევროპარლამენტარი აუსტრევიჩუსი დარბევის ორგანიზატორების დასანქცირებას ითხოვს — რას პასუხობენ მას ქართულ ოცნებაში ევროპარლამენტარი აუსტრევიჩუსი დარბევის ორგანიზატორების დასანქცირებას ითხოვს — რას პასუხობენ მას ქართულ ოცნებაში
-
გადახედვალაზარე გრიგორიადისი ციხეს, სავარაუდოდ, დღეს დატოვებს ლაზარე გრიგორიადისი ციხეს, სავარაუდოდ, დღეს დატოვებს
-
გადახედვაპუტინი სუვერენიტეტის განმტკიცების უმნიშვნელოვანეს პირობად ტრადიციული ფასეულობების დაცვას ასახელებს პუტინი სუვერენიტეტის განმტკიცების უმნიშვნელოვანეს პირობად ტრადიციული ფასეულობების დაცვას ასახელებს
-
-
-
გადახედვანაფიცმა მსაჯულებმა 12-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს პირს, რომელმაც მეზობელი მოკლა ნაფიცმა მსაჯულებმა 12-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს პირს, რომელმაც მეზობელი მოკლა
კომენტარები