გლობალური პრემიუმ ბრენდი ქართულ ბაზარზე — თეგეტა მოტორსმა ლუის ჰამილტონის რჩეული საავტომობილო ზეთი Petronas Syntium შემოიტანა
თეგეტა, როგორც ავტოინდუსტრიის ლიდერი კომპანია რეგიონში, გლობალური ბრენდების წარმომადგენლობების გაფართოებაზე მუდმივად ზრუნავს. ქართულ ბაზარზე წამყვანი საერთაშორისო ბრენდი — Petronas გამოჩნდა, რომელიც მსოფლიოს 80-ზე მეტ ქვეყანაში საავტომობილო და სამრეწველო საპოხი მასალების ფართო სპექტრითაა წარმოდგენილი.
Petronas-ის ქართულ ბაზარზე შემოსვლას საკმაოდ რთული და გრძელვადიანი მოლაპარაკებები უძღოდა წინ. საბოლოო ჯამში, თეგეტამ პრემიუმ ბრენდის ყველა კრიტერიუმის დაკმაყოფილება მოახერხა.
"ბოლო პერიოდის განმავლობაში პეტრონასთან“თანამშრომლობა ჩვენი ერთ-ერთი მიზანი იყო. მუდმივ კომუნიკაციაში ვიყავით მათ ოფიციალურ წარმომადგენლობებთან. როგორც მოგეხსენებათ, თეგეტა ჰოლდინგი ბაზარზე 27 წელია ოპერირებს. საავტომობილო ინდუსტრიის განვითარებაზე თეგეტა არა მხოლოდ საქართველოში, არამედ რეგიონშიც ზრუნავს. მათთვის მნიშვნელოვანი იყო მსხვილი, სანდო და გამოცდილი პარტნიორი, შესაბამისად, არჩევანი ჩვენზე შეაჩერეს. მოლაპარაკებები არ იყო მარტივი, თუმცა შევძელით, გვეჩვენებინა ჩვენთან თანამშრომლობის უპირატესობები", — აცხადებს თენგიზ ლელუჩაშვილი, თეგეტა მოტორსის პროდუქტების მართვის დეპარტამენტის უფროსი.
თეგეტა მოტორსში უკვე შესაძლებელია Petronas-ის მსუბუქი ავტომობილების პრემიუმ ხაზის ზეთების Syntium-ის შეძენა, რომელსაც კომპანია °CoolTec™ ტექნოლოგიით აწარმოებს. Syntium იცავს ძრავის ნაწილებს მაღალი ტემპერატურის გავლენისგან, ასევე უზრუნველყოფს მოწყობილობის ოპტიმალურ და უპრობლემო მუშაობას.
Petronas Syntium Cooltech+ გაგრილების ტექნოლოგიით შექმნილია იმისათვის, რომ ძრავის დაზიანებები აკონტროლოს, რათა მაქსიმალურად გამოიყენოს ძრავის პოტენციური ენერგია. 3%-ით უფრო ეფექტური წვის მეშვეობით კი ძრავის ეფექტიანობა მაქსიმალურია, რის შედეგადაც უფრო მაღალი სიჩქარის განვითარება ნაკლები წვითაა შესაძლებელი.
სწორედ ამიტომ Syntium მსოფლიოს ყველაზე წარმატებულ სარბოლო ავტომობილებში უკვე წლებია გამოიყენება. ფორმულა 1-ის პილოტი, შვიდგზის ჩემპიონი, ლეგენდარული ლუის ჰამილტონი სწორედ Petronas Syntium-ის მომხმარებელია. ავტომრბოლელი თავის სარბოლო Mercedes-ის ძრავის ავტომობილში სწორედ Syntium-ის ზეთს იყენებს, რაც მის ისედაც ძლიერ ავტომობილს, დამატებით, გამარჯვებისთვის საჭირო შესაძლებლობებს სძენს.
"გაგრილება ძალიან მნიშვნელოვანია იმისათვის, რომ ჩვენი პოტენციალი ვაჩვენოთ. უნდა ვაკონტროლოთ სიმხურვალე და შევინარჩუნოთ სიგრილე. მეტი ენერგია და ნაკლები დაბინძურება", — ასე აფასებს F1-ის ლეგენდარული პილოტი ლუის ჰამილტონი Syntium-ს.
აღსანიშნავია, რომ Syntium ასეთი მაღალი ეფექტიანობით არა მხოლოდ სპორტულ ავტომობილებს, არამედ მსუბუქ ავტომობილებსაც უზრუნველყოფს. მისი უპირატესობა ხარისხი, მრავალფეროვანი არჩევანი და ფასია. რაც შეეხება მახასიათებლებს, გასათვალისწინებელია ის, რომ პეტრონასის ზეთი ყველა საავტომობილო ბრენდში გამოიყენება.
PETRONAS SYNTIUM-ის ასორტიმენტი, რომელიც პირველად 1997 წელს გამოჩნდა, დღეს აღიარებული, დამტკიცებული და აკრედიტებულია ძირითადი ავტომწარმოებლების მიერ. ძრავის ზეთების მაღალი ხარისხი ისეთ საერთაშორისო სტანდარტებს აჭარბებს, როგორებიცაა ILSAC GF-4 და API SM.
"შემდეგი ეტაპი უკვე ასორტიმენტის გაზრდაა, რაზედაც მოლაპარაკებები უკვე მიმდინარეობს. ასევე ვგეგმავთ პეტრონასის სხვადასხვა ძირითადი ხაზის პროდუქციის შემოტანასაც, ისეთების, როგორებიცაა სატვირთო და სპეცტექნიკისათვის საჭირო საპოხი საშუალებები", — ამბობს თეგეტა მოტორსის პროდუქტების მართვის დეპარტამენტის უფროსი.
კომპანიასთან თეგეტა არა მხოლოდ ასორტიმენტის ზრდაზე აწარმოებს მოლაპარაკებებს, არამედ ამბიციური გეგმის განხორციელებასაც გეგმავს, რომლის თანახმადაც, თეგეტა Petronas-ს მთელ რეგიონში წარმოადგენს.
"პეტრონასისთვის ჩვენი რეგიონი საკმაოდ საინტერესოა. ბრენდი არაერთ მსხვილ ქალაქშია წარმოდგენილი. თუმცა, რა თქმა უნდა, ვაგრძელებთ მოლაპარაკებებს, რომ თეგეტა არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მთლიანად რეგიონში იყოს მათი პარტნიორი. პეტრონასთან ერთად, რეგიონის ბაზარზე გასვლა ჩვენი სამომავლო, ამბიციური გეგმის ნაწილია", — აცხადებს ლელუჩაშვილი.
ცნობისთვის, დღეისათვის თეგეტა ჰოლდინგი, რომელიც ბაზარზე თითქმის 30 წელია ოპერირებს, 300-მდე საერთაშორისო ბრენდის პარტნიორია და რეგიონში 150,000-ამდე დასახელების პროდუქტის მიმწოდებელია. პეტრონასთან პარტნიორობა თეგეტას პორტფელში კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯია, რომელიც მომხმარებლებისთვის, დამატებით, მაღალი ხარისხის პროდუქციის შეთავაზებას გულისხმობს.
1974 წელს დაფუძნებული პეტრონასი კი, გლობალური მასშტაბით, ინდუსტრიის ტოპ 10 კომპანიას შორის წამყვან პოზიციას იკავებს. პეტრონას ჯგუფის შემადგენლობაში შემავალი PETRONAS LUBRICANTS INTERNATIONAL (PLI) ფლობს და ოპერირებას უწევს შერევისა და შევსების 10 ობიექტს მთელ მსოფლიოში. მათი ჯამური კომბინირებული წლიური წარმადობა კი 800,000 ტონაა. Petronas-ის 30-ზე მეტი წარმომადგენლობა 23 ქვეყანაში მუშაობს.
თეგეტა მოტორსის შესახებ: ავტოინდუსტრიის ლიდერი კომპანია თეგეტა მოტორსი 1995 წლიდან საქმიანობს ქართულ ბაზარზე და მომხმარებელს ავტომომსახურების სრულ სპექტრს სთავაზობს. კომპანიას მთელი ქვეყნის მასშტაბით 29 ფილიალი აქვს, რომელიც 400 000-ამდე საცალო და 35 000-ამდე კორპორაციულ მომხმარებელს ემსახურება. თეგეტა მოტორსი 300-ამდე მსოფლიო ბრენდის წარმომადგენელია საქართველოში, მათ შორის არის Bridgestone, Michelin, Varta, Shell, Motul, Hengst და სხვა.
-
გადახედვალაზარე გრიგორიადისის საქმეზე დასკვნითი სხდომა კვლავ გადაიდო ლაზარე გრიგორიადისის საქმეზე დასკვნითი სხდომა კვლავ გადაიდო
-
გადახედვაBlack Sea Arena-ზე Scorpions და OneRepublic მაისში კონცერტებს გამართავენ Black Sea Arena-ზე Scorpions და OneRepublic მაისში კონცერტებს გამართავენ
-
გადახედვააზერბაიჯანი ევროკავშირისა და აშშ-ის სომხეთთან დაგეგმილი შეხვედრის გამო აღშფოთებულია აზერბაიჯანი ევროკავშირისა და აშშ-ის სომხეთთან დაგეგმილი შეხვედრის გამო აღშფოთებულია
-
-
გადახედვაბათუმში, ზღვაში არასრულწლოვანების მკვლელობის მცდელობის ფაქტზე ბრალდებულს, 16 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა ბათუმში, ზღვაში არასრულწლოვანების მკვლელობის მცდელობის ფაქტზე ბრალდებულს, 16 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
-
გადახედვარომელია მსოფლიოში უძველესი უნივერსიტეტი რომელია მსოფლიოში უძველესი უნივერსიტეტი
-
გადახედვაფეხბურთის მეკარეები სამყაროს სხვებისგან განსხვავებულად აღიქვამენ — კვლევა ფეხბურთის მეკარეები სამყაროს სხვებისგან განსხვავებულად აღიქვამენ — კვლევა
-
გადახედვაქმარი უკან მხევდა, ახლა თავისუფალი ვარ — შაკირა ქმარი უკან მხევდა, ახლა თავისუფალი ვარ — შაკირა
-
გადახედვა53-კაციანი სია: მათი ღირსების ორდენით დაჯილდოების მოთხოვნით, კობახიძემ პრეზიდენტს მოგებული მატჩის გამო მიმართა 53-კაციანი სია: მათი ღირსების ორდენით დაჯილდოების მოთხოვნით, კობახიძემ პრეზიდენტს მოგებული მატჩის გამო მიმართა
-
გადახედვაChatGPT-ის გამოყენება მეხსიერების დაქვეითებასთან დააკავშირეს ChatGPT-ის გამოყენება მეხსიერების დაქვეითებასთან დააკავშირეს
-
გადახედვამიზოფონია იმაზე მეტად არის გავრცელებული, ვიდრე აქამდე გვეგონა — კვლევა მიზოფონია იმაზე მეტად არის გავრცელებული, ვიდრე აქამდე გვეგონა — კვლევა
-
გადახედვაამ დღეს 30 წელი ველოდით, ბევრი ვიბრძოლეთ, ცოტა გაგვიმართლა და მიზანს მივაღწიეთ — მერაბ მეტრეველი ამ დღეს 30 წელი ველოდით, ბევრი ვიბრძოლეთ, ცოტა გაგვიმართლა და მიზანს მივაღწიეთ — მერაბ მეტრეველი
-
გადახედვაინგლისის ვეტკლინიკაში მოხვედრილი "ზღარბი" ქუდის პომპონი აღმოჩნდა ინგლისის ვეტკლინიკაში მოხვედრილი "ზღარბი" ქუდის პომპონი აღმოჩნდა
-
გადახედვა15 000 ლარი ოჯახური წვეულებისთვის და ნაჩუქარი 630 000 ოთხ წელიწადში — ღარიბაშვილის შემოსავლები და გასავალი 15 000 ლარი ოჯახური წვეულებისთვის და ნაჩუქარი 630 000 ოთხ წელიწადში — ღარიბაშვილის შემოსავლები და გასავალი
-
-
გადახედვაახალი კვლევის თანახმად, ბუნებაში ყოფნისას დროის აღქმა იცვლება ახალი კვლევის თანახმად, ბუნებაში ყოფნისას დროის აღქმა იცვლება
-
გადახედვაროგორ გადაურჩნენ ადრეული ადამიანები კლიმატის ცვლილებას — კვლევა როგორ გადაურჩნენ ადრეული ადამიანები კლიმატის ცვლილებას — კვლევა
-
გადახედვადააკავეს პირი, რომელმაც სხვადასხვა დროს, თელავში 4 ბინა გაქურდა დააკავეს პირი, რომელმაც სხვადასხვა დროს, თელავში 4 ბინა გაქურდა
-
გადახედვა"ლაზარეს იმედი არ აქვს, რომ გაამართლებენ, ოჯახიც ამ ტალღაზე ვართ" — თამთა კალანდაძე "ლაზარეს იმედი არ აქვს, რომ გაამართლებენ, ოჯახიც ამ ტალღაზე ვართ" — თამთა კალანდაძე
-
-
გადახედვანახეთ: ჰაბლმა ვარსკვლავის დაბადება გადაიღო ნახეთ: ჰაბლმა ვარსკვლავის დაბადება გადაიღო
კომენტარები