სამხედრო სამსახურში გაწვევის განკარგულებას ხელი ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტმა, ასლან ბჟანიამ მოაწერა.

რატომ არის მნიშვნელოვანი: 21 სექტემბერს პუტინმა რუსეთში ნაწილობრივი მობილიზაცია გამოაცხადა. მას შემდეგ განიხილება, შეეხება თუ არა ეს რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებ მოსახლეობას.

  • ოკუპირებულ აფხაზეთში 2022 წლის 1 ოქტომბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით სამხედრო სამსახურში 18-დან 27 წლამდე ასაკის იმ მოქალაქეებს გაიწვევენ, რომლებიც სარეზერვო აღრიცხვაზე არ იმყოფებიან.

დეტალები: ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. მინისტრთა კაბინეტს, სოხუმის ადმინისტრაციასა და დე ფაქტო რაიონის გამგეობებს დაევალათ უზრუნველყონ მოქალაქეთა სამხედრო სამსახურში გაწვევისა.

  • ასევე სამხედრო სამსახურიდან გათავისუფლებასთან დაკავშირებული ღონისძიებების განხორციელება.

სტრიქონებს შორის: ბელარუსის პრეზიდენტი ალექსანდრ ლუკაშენკო ოკუპირებულ აფხაზეთში 28 სექტემბერს ჩავიდა და საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებთან შეხვედრები გამართა.

  • ე.წ ვიზიტი ოფიციალურად დაანონსებული არ ყოფილა, მაგრამ წინ უძღოდა ლუკაშენკოს ვიზიტი სოჭში, სადაც ვლადიმერ პუტინს ესაუბრა.
  • ბელარუსის პრეზიდენტს არ დაუმალავს, რომ აფხაზეთში მისი ჩასვლა პუტინის ინიციატივა იყო და თქვა: "ჩვენ განვიხილეთ აფხაზეთის პრობლემები ჩვენს უფროს ძმასთან, ვლადიმერ პუტინთან ერთად. ბევრი ვიმსჯელეთ ამ საკითხებზე, ღამემდე და მივედით ერთ დასკვნამდე, რომ აფხაზეთის მიტოვება არ შეიძლება".