2022 წლის ნობელის პრემია ფიზიოლოგიაში ან მედიცინაში შვედ გენეტიკოსს სვანტე პააბოს გადაეცა მისი აღმოჩენისთვის, რომელიც გადაშენებულ ჰომინინებსა და ადამიანის ევოლუციას ეხება.

ბუნებრივია, კაცობრიობა დაინტერესებულია საკუთარი წარმომავლობით: საიდან მოვდივართ და როგორ ვენათესავებით იმათ, ვინც ჩვენადე იყო? რა გვხდის ჩვენ, ჰომო საპიენსებს, სხვა ჰომინიდებისგან განსხვავებულს?

"თავისი კვლევით პააბომ, ერთი შეხედვით, შეუძლებელი შეძლო: მან თანამედროვე ადამიანის გადაშენებული ნათესავის, ნეანდერტალელის, გენომი გაშიფრა", — თქვა ნობელის კომიტეტმა თავის განცხადებაში.

"პააბოს აღმოჩენებმა ჩვენს ევოლუციურ ისტორიაზე ახალი გაგება, ხედვა წარმოშვა", — ნათქვამია განცხადებაში. "მისი კვლევა დაგვეხმარა ახალი დარგის — "პალეოგენომიკის" დაარსებაში, რომელიც უძველესი პათოგენების გენეტიკურ მასალებს შეისწავლის. გარდა ამისა, პააბო არის ჰომინინის აქამდე უცნობი სახეობის — დენისოველის აღმომჩენი.

ნილ-გორალ ლარსონმა, კაროლინსკას ინსტიტუტის ბიოქომიური მედიცინის პროფესორმა განაცხადა, რომ პააბომ გამოიყენა არსებული ტექნოლოგია და თავისი მეთოდები, რათა უძველესი დნმ მოეპოვებინა და შეესწავლა. "აქამდე ითვლებოდა, რომ ფაქტობრივად შეუძლებელია 40 000 წლის წინანდელი ძვლიდან დნმ-ის ამოღება", — თქვა ლარსონმა.

ფოტო: Nobel Committee

ანა ვედელმა, კაროლინსკას ინსტიტუტის გენეტიკური მედიცინის პროფესორმა თქვა, რომ პააბოს აღმოჩენები "გვეხმარება, ვუპასუხოთ ჩვენს ყველაზე ფუნდამეტურ კითხვას: რა გვხდის ჩვენ უნიკალურებს?"

ნობელის პრემია 2022 გრძელდება და ამ კვირის განმავლობაში მას ქიმიის, ფიზიკის, ლიტერატურის, ეკონომიკისა და მშვიდობის დარგში სხვა ლაურეატებსაც გადასცემენ.