Balenciaga-ს ახალი კოლექციის ჩვენებაზე მოდელები ატალახებულ პოდიუმზე გამოვიდნენ
პარიზის მოდის კვირეულის ფარგლებში Balenciaga-ს 2023 წლის გაზაფხულის კოლექციის ჩვენება თავისი ორიგინალურობით კვლავ მსოფლიოს ყურადღებას იქცევს. დემნას განცხადებით, ეს ყველაფერი გასული შოუს გაგრძელებაა, რომელიც კლიმატის ცვლილებასა და უკრაინის ომს ეძღვნებოდა და მოდელებს თოვლით დაფარულ პოდიუმსა და ხელოვნურ ქარბუქში უხდებოდათ სცენაზე გამოსვლა.
ვინაიდან, დროთა განმავლობაში, ბუნებაშიც თოვლი ტალახად იქცევა, დემნამ გადაწყვიტა პოდიუმზეც იგივე გადაეტანა და ესპანელი ხელოვანის, სანტიაგო სიერას, დახმარებით ამჯერად ტალახით გაეფორმებინა სცენა. დამსწრე საზოგადოება ჩვენებაზე ხრწნის სუნსაც გრძნობდა, რომლის შესაქმნელად დემნასთან ხელოვანმა სისელ ტოლასმა ითანამშრომლა.
შოუ რეპერმა და დიზაინერმა, კანიე ვესტმა, გახსნა. მის, ისევე როგორც, ყველა მონაწილე მოდელის სახეს ემჩნეოდა "ცემის კვალი" (ამისთვის საათობით დასჭირდათ მაკიაჟის ოთახში დროის გატარება), ასევე მათი ტანსაცმელიც ძველისა და გაქუცულის შთაბეჭდილებას ტოვებდა. ამ ეფექტის შექმნას, დემნას თქმით, რამდენიმე დღე დასჭირდა, უფრო მეტი, ვიდრე უბრალოდ ძვირადღირებული სამოსის შექმნას სჭირდება ხოლმე.
ფოტო: Balenciaga
ფოტო: Balenciaga
დემნას ომთან და ლტოლვილობასთან პირადი გამოცდილება აკავშირებს. ათი წლის იყო, როცა ოჯახთან ერთად საქართველო დატოვა. მისი გამოწვევების ნაწილი იყო მისი სექსუალური ორიენტაციაც.
"ისე ვგრძნობდი თავს, თითქოს სახეში მირტყამდნენ, იმისთვის, თუ ვინ ვიყავი," იხსენებს დემნა. — "მაგრამ ფეხზე უნდა წამოდგე და გზა გააგრძლო. გაქვს რთული მისია, აღმოაჩინო, ვინ ხარ და ეს დაიცვა."
Balenciaga-ს უახლეს შოუს დემნამ "ძალიან ჩემეული შოუ" უწოდა.
"ბუნებით ოპტიმისტი ვარ, მაგრამ ახლა არ შემიძლია ძალიან ოპტიმისტი ვიყო," აღნიშნა მან. — "მგონია, რომ ეს შოუ თანაბრად გამოხატავს ამას — მუსიკა, გაფორმება, ყველაფერი მეტყველებს იმ დროზე, რომელშიც ვცხოვრობთ."
-
-
გადახედვაყალბი ჯანმრთელობის ცნობა 2000 დოლარის სანაცვლოდ — სუსმა რუსთავის პოლიკლინიკის დირექტორი და ექიმი ამხილა ყალბი ჯანმრთელობის ცნობა 2000 დოლარის სანაცვლოდ — სუსმა რუსთავის პოლიკლინიკის დირექტორი და ექიმი ამხილა
-
გადახედვარა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად რა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად
-
გადახედვამკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს მკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს
-
გადახედვამოლაპარაკებები არ დაიწყება, ვიდრე ეს კანონი დღის წესრიგშია — ევროპარლამენტის რეზოლუციის საბოლოო პროექტი მოლაპარაკებები არ დაიწყება, ვიდრე ეს კანონი დღის წესრიგშია — ევროპარლამენტის რეზოლუციის საბოლოო პროექტი
-
გადახედვაშესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა შესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა
-
-
-
გადახედვაბორელი: ჩვენი კარი ღიაა, მოვუწოდებ საქართველოს ლიდერებს, გამოხატონ მოქალაქეების მოლოდინები და ქვეყანა ევროკავშირის გზას არ ააცდინონ ბორელი: ჩვენი კარი ღიაა, მოვუწოდებ საქართველოს ლიდერებს, გამოხატონ მოქალაქეების მოლოდინები და ქვეყანა ევროკავშირის გზას არ ააცდინონ
-
-
-
-
-
-
-
გადახედვაროდის გაჩნდნენ დედამიწაზე მანათობელი ცხოველები? — კვლევა როდის გაჩნდნენ დედამიწაზე მანათობელი ცხოველები? — კვლევა
-
გადახედვაბრძოლა გრძელდება, აქციებზე შევხვდებით — ლაზარე გრიგორიადისის პირველი განცხადება გათავისუფლების შემდეგ ბრძოლა გრძელდება, აქციებზე შევხვდებით — ლაზარე გრიგორიადისის პირველი განცხადება გათავისუფლების შემდეგ
-
გადახედვალაზარე გრიგორიადისი თავისუფალია ლაზარე გრიგორიადისი თავისუფალია
-
გადახედვაშეიმუშავეს ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც ადამიანის დნმ-ის რედაქტირება შეუძლია შეიმუშავეს ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც ადამიანის დნმ-ის რედაქტირება შეუძლია
-
-
კომენტარები