საქართველოს ბანკი — მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკი მომხმარებლებისთვის
საერთაშორისო გამოცემა Global Finance-მა მსოფლიოს მასშტაბით საუკეთესო ციფრული ბანკები გამოავლინა. საქართველოს ბანკი, რომელსაც Global Finance-სგან აქამდეც არაერთი ჯილდო მიუღია, ამჯერად მსოფლიოში საუკეთესო სამომხმარებლო ციფრულ ბანკად დასახელდა. World’s Best Digital Bank Awards-ზე, რომლის გამარჯვებულებიც Global Finance-მა გამოავლინა, მსოფლიოს წამყვანი ბანკები იღებდნენ მონაწილეობას, საქართველოს ბანკმა კი მათ ღირსეული კონკურენცია გაუწია.
საერთაშორისო გამოცემა Global Finance-ს, რომელიც 1987 წელს დაარსდა, მკითხველები 193 ქვეყანაში ჰყავს. ჟურნალი საერთაშორისო ფინანსურ ბაზრებზე დაკვირვებით მკითხველს ანალიტიკურ სტატიებს სთავაზობს და ასევე მსოფლიოს სხვადასხვა ბანკის საქმიანობასაც თვალს აქტიურად ადევნებს. World’s Best Digital Bank Awards-ზე კი, რომელიც უკვე 23-ედ ჩატარდა, Global Finance სხვადასხვა ნომინაციაში გამარჯვებულ ბანკებს ასახელებს.
"მოხარული ვართ, რომ მივიღეთ ეს ჯილდო Global Finance-სგან და ვამაყობთ იმით, რომ დავსახელდით მომხმარებლებისთვის საუკეთესო ციფრულ ბანკად მსოფლიოში. საქართველოს ბანკში დიჯიტალიზაცია და მომხმარებელთა გამოცდილება ერთმანეთის პარალელურად ვითარდება", — განაცხადა საქართველოს ბანკის გენერალურმა დირექტორმა, არჩილ გაჩეჩილაძემ.
საქართველოს ბანკმა მსოფლიოში საუკეთესო სამომხმარებლო ციფრული ბანკის ტიტულის მისაღებად შრომატევადი გზა განვლო, რათა მომხმარებლების მოთხოვნილებებს წარმატებულად მორგებოდა და ტექნოლოგიების მეშვეობით მაქსიმალურად კომფორტული გარემო შეექმნა. ამას ისიც ადასტურებს, რომ ამ ეტაპისთვის მომხმარებელთა კმაყოფილების (NPS) მაჩვენებელი 52%-მდეა გაზრდილი. აღსანიშნავია, რომ მომხმარებელთა კმაყოფილების მთავარი საზომი — Net Promoter Score (NPS)-ი თითქმის 2-ჯერ გაიზარდა 2022 წლის თებერვლისთვის და 47% შეადგინა (მაჩვენებელი 2017 წელს მხოლოდ 20 ქულა იყო). ამ შედეგის მიღწევა კი საქართველოს ბანკის სხვადასხვა შეთავაზებით გახდა შესაძლებელი.
ეტაპობრივად საქართველოს ბანკმა მომხმარებელთა საჭიროებებიდან გამომდინარე უამრავი სიახლე განახორციელა. ციფრული ბარათი, peer-to-peer გადახდები, თანხის გაყოფა და მოთხოვნა, ინვესტიციები, სრულად ციფრული დაკრედიტების პროცესი, ონლაინ შოპინგი, მოგვიანებით გადახდის გადაწყვეტები, ციფრული onboarding, ჩაშენებული ონლაინ ჩატი, დიზაინის სრული ცვლილება ინტერნეტ ბანკის პლატფორმაზე იმ აღსანიშნავ სიახლეებს შორისაა, რომლებმაც საქართველოში საბანკო საქმიანობის გადაფასებასა და ხელახლა განსაზღვრას შეუწყო ხელი.
"ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში მივაღწიეთ მნიშვნელოვან პროგრესს — გავზარდეთ მომხმარებელთა კმაყოფილების (NPS) მაჩვენებელი 52%-მდე, გავხდით ციფრული ბანკინგის ლიდერი საქართველოში, გავაორმაგეთ ჩვენი ყოველთვიური აქტიური მომხმარებლების რაოდენობა ბოლო სამი წლის განმავლობაში და დღეისათვის ამ მაჩვენებელმა ერთ მილიონს მიაღწია, რაც თავის მხრივ, მომხმარებლებისთვის შექმნილი უნიკალური ციფრული გამოცდილების შედეგია", — ამბობს არჩილ გაჩეჩილაძე.
ყოველწლიურ World’s Best Digital Bank Awards-ზე საქართველოს ბანკმა ისეთი კონკურენტების დამარცხება შეძლო, როგორებიცაა ნიუ-იორკის ერთ-ერთი წამყვანი ბანკი Citi, მსოფლიოში სიდიდით მეორე საინვესტიციო ბანკი Goldman Sachs, დასავლეთ ევროპის წარმატებულ ბანკი Eurobank და სხვა. მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკები შეირჩნენ Global Finance-ის რედაქტორების, ტექნოლოგიებისა და აუთსორსინგის მსოფლიო ლიდერის, Infosys-ის მსოფლიო დონის ჟიურის წევრების მიერ. რაც შეეხება მოთხოვნებს, გამარჯვებულები შემდეგი კრიტერიუმების საფუძველზე გამოვლინდნენ: მომხმარებელთა მოზიდვისა და ციფრული გამოცდილების სტრატეგიის სიძლიერე, მიმზიდველი ციფრული შეთავაზებები, ციფრული მომხმარებლების ზრდა, პროდუქტის შეთავაზებების ფართო არჩევანი, ციფრული ინიციატივებიდან მიღებული ხელშესახები შედეგები მომხმარებლისთვის, ვებგვერდისა და მობილური აპლიკაციების მოხერხებული ფუნქციონალი და დიზაინი და ა.შ.
"ციფრული ტრანსფორმაციისას მომხმარებლის ცენტრში დაყენებით საქართველოს ბანკმა დამსახურებულად მიიღო როგორც რეგიონული, ისე გლობალური ჯილდოები, როგორც საუკეთესო სამომხმარებლო ციფრული ბანკი. მობილური ბანკინგის მუდმივი განვითარება, მომხმარებლის ყოველდღიურ საჭიროებებზე მორგებული პროდუქტებისა და სერვისების მაღალი ხარისხით მიწოდება არის მხოლოდ მცირე ნაწილი იმ ნაბიჯებისა, რომელიც ბანკმა მომხმარებლის საუკეთესო გამოცდილების შესაქმნელად დაგადგა. სწორედ ამიტომ, ის დასახელდა კიდეც Global Finance-ის მიერ როგორც World's Best Consumer Digital Bank", — განაცხადა ჯოზეფ ჯარაპუტომ, Global Finance-ის დამფუძნებელმა და მთავარმა რედაქტორმა.
შეგახსენებთ, რომ Global Finance-მა საქართველოს ბანკი სხვადასხვა ნომინაციაში აქამდეც არაერთხელ დააჯილდოვა. სტატიის ბოლოს სწორედ ამ ნომინაციებს გთავაზობთ, რომლებშიც საქართველოს ბანკმა 2022 წელს გაიმარჯვა:
- საქართველოს ბანკის მობილური აპლიკაცია საუკეთესოდ დასახელდა ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში;
- საქართველოს ბანკის მობილური აპლიკაცია ბიზნესისთვის საუკეთესოდ დასახელდა ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში;
- საქართველოს ბანკი მომხმარებლისთვის საუკეთესო ციფრული შეთავაზების მიმწოდებელ ბანკად დასახელდა ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში;
- საქართველოს ბანკი სადეპოზიტო, საბარათე და საინვესტიციო ციფრულ პროდუქტებისა და სერვისების შეთავაზებაში საუკეთესოდ ბანკად დასახელდა;
- საქართველოს ბანკი მცირე და საშუალო ბიზნესისათვის საუკეთესო ციფრული ბანკი გახდა ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში;
- ვაჭრობის დაფინანსებისთვის საქართველოს ბანკი საუკეთესო ბანკად დაასახელეს ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში.
-
გადახედვაკინოცენტრმა დაფინანსება შეგვიწყვიტა — თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალი კინოცენტრმა დაფინანსება შეგვიწყვიტა — თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალი
-
გადახედვასააკაშვილი ენმ-ს პარტიის ბორდის შექმნას და თავმჯდომარედ მისი კანდიდატურის განხილვას სთხოვს სააკაშვილი ენმ-ს პარტიის ბორდის შექმნას და თავმჯდომარედ მისი კანდიდატურის განხილვას სთხოვს
-
გადახედვაშესაძლოა, არამიწიერი სიცოცხლე იისფერი ბაქტერიების სახით არსებობდეს შესაძლოა, არამიწიერი სიცოცხლე იისფერი ბაქტერიების სახით არსებობდეს
-
გადახედვაოზურგეთის საკრებულოს თავმჯდომარის, დავით დარჩიას შვილი: არა რუსულ კანონს! ოზურგეთის საკრებულოს თავმჯდომარის, დავით დარჩიას შვილი: არა რუსულ კანონს!
-
გადახედვაკვლევის თანახმად, მელიები ადამიანების "საუკეთესო მეგობრები" იყვნენ კვლევის თანახმად, მელიები ადამიანების "საუკეთესო მეგობრები" იყვნენ
-
გადახედვალავროვი ოცნების რუსულ კანონზე ამბობს, რომ "ძალიან რბილია" ლავროვი ოცნების რუსულ კანონზე ამბობს, რომ "ძალიან რბილია"
-
გადახედვადეა მელაძე: არა რუსულ კანონს! გელით რუსთაველზე დეა მელაძე: არა რუსულ კანონს! გელით რუსთაველზე
-
გადახედვავახტანგ გომელაური: აქციის მონაწილეები სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ პოლიციას, ამის შემდეგ მოხდა დაპირისპირება ვახტანგ გომელაური: აქციის მონაწილეები სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ პოლიციას, ამის შემდეგ მოხდა დაპირისპირება
-
გადახედვახაბეიშვილი: ელისაშვილის ცემა იყო მიზანმიმართული, საზოგადოებას უთხრეს — თუ პარლამენტარს ასე ვექცევით, თქვენ უარესად მოგექცევით ხაბეიშვილი: ელისაშვილის ცემა იყო მიზანმიმართული, საზოგადოებას უთხრეს — თუ პარლამენტარს ასე ვექცევით, თქვენ უარესად მოგექცევით
-
გადახედვარა ეწერა რუსთავი 2-ის საინფორმაციოს უფროსის Whatsapp სტატუსში, რომელიც დღეს გამოქვეყნდა და მალევე წაიშალა რა ეწერა რუსთავი 2-ის საინფორმაციოს უფროსის Whatsapp სტატუსში, რომელიც დღეს გამოქვეყნდა და მალევე წაიშალა
-
გადახედვაოცნების დეპუტატის, გია ცაგარეიშვილის შვილი: მედვედევს რაც მოსწონს, დუგინს რაც მოსწონს — ჩვენ ავტომატურად არ მოგვწონს, 2x2 ოცნების დეპუტატის, გია ცაგარეიშვილის შვილი: მედვედევს რაც მოსწონს, დუგინს რაც მოსწონს — ჩვენ ავტომატურად არ მოგვწონს, 2x2
-
გადახედვაახალგაზრდების ორგანიზებით, პარლამენტთან საპროტესტო აქცია დღეს 19 საათზე იგეგმება ახალგაზრდების ორგანიზებით, პარლამენტთან საპროტესტო აქცია დღეს 19 საათზე იგეგმება
-
-
გადახედვარატომ გაუჩინარდნენ ევროპის მონადირე-შემგროვებლები რატომ გაუჩინარდნენ ევროპის მონადირე-შემგროვებლები
-
გადახედვასაფრანგეთმა აზერბაიჯანიდან კონსულტაციებისთვის ელჩი გაიწვია საფრანგეთმა აზერბაიჯანიდან კონსულტაციებისთვის ელჩი გაიწვია
-
გადახედვაოცნება ოფშორებთან დაკავშირებულ კანონს ივანიშვილს არგებს, იზრდება კრიმინალური და რუსული კაპიტალის შემოდინების რისკიც — TI ოცნება ოფშორებთან დაკავშირებულ კანონს ივანიშვილს არგებს, იზრდება კრიმინალური და რუსული კაპიტალის შემოდინების რისკიც — TI
-
გადახედვასადგური, რომელსაც ჩინეთის მთავრობა აშენებს, ინტერნეტმა ჰიგიენურ საფენს მიამსგავსა სადგური, რომელსაც ჩინეთის მთავრობა აშენებს, ინტერნეტმა ჰიგიენურ საფენს მიამსგავსა
-
გადახედვაპარლამენტში გომელაურის მოსმენისას ხმაური იყო — პაპუაშვილმა სალომე სამადაშვილს დარბაზი დაატოვებინა პარლამენტში გომელაურის მოსმენისას ხმაური იყო — პაპუაშვილმა სალომე სამადაშვილს დარბაზი დაატოვებინა
-
გადახედვამოუსმინეთ: ტეილორ სვიფტმა ახალი "ორმაგი" ალბომი გამოუშვა 31 სიმღერით მოუსმინეთ: ტეილორ სვიფტმა ახალი "ორმაგი" ალბომი გამოუშვა 31 სიმღერით
-
გადახედვაევროკავშირს კი არა, ყველანაირ დასავლეთს დაგვავიწყებენ, არც ვიზალიბერალიზაცია შეგვრჩება — რას ამბობს ოპოზიცია ოფშორების კანონზე ევროკავშირს კი არა, ყველანაირ დასავლეთს დაგვავიწყებენ, არც ვიზალიბერალიზაცია შეგვრჩება — რას ამბობს ოპოზიცია ოფშორების კანონზე
-
გადახედვაპარლამენტმა ე.წ. ოფშორების შესახებ კანონი დაამტკიცა პარლამენტმა ე.წ. ოფშორების შესახებ კანონი დაამტკიცა
კომენტარები