თბილისის მერმა, კახა კალაძემ საპატიო თბილისელის წოდება 20 ადამიანს მიანიჭა.

რატომ არის მნიშვნელოვანი: დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თითოეულ მათგანს თბილისის სიმბოლური გასაღები, სიგელი და გულსაბნევი გადასცა.

  • "პასუხისმგებლობის გაცნობიერებით, პროფესიონალიზმით, საქმის და ქვეყნის სიყვარულით სავსე ადამიანებზე დგას თბილისი და მისი მრავალსაუკუნოვანი ისტორია", — თქვა კალაძემ.

2022 წელს თბილისის საპატიო მოქალაქეები გახდნენ: მეცნიერი, პედაგოგი და ფსიქოლოგი შალვა ამონაშვილი; მსახიობი თენგიზ არჩვაძე, მთარგმნელი და პოეტი ტარიელ ჭანტურია; რეჟისორი ელდარ შენგელაია;

  • ასევე მსახიობი ჯემალ ღაღანიძე; კინორეჟისორი, და პედაგოგი მერაბ კოკოჩაშვილი; სამართალმცოდნე მინდია უგრეხელიძე; არქიტექტორი და პედაგოგი ვახტანგ დავითაია;
  • პოეტი, მწერალი და მთარგმნელი ვახტანგ ჯავახაძე; კომპოზიტორი ჯემალ სეფიაშვილი; ჟურნალისტი და ფოტოხელოვანი ბადრი ვადაჭკორია;
  • ფიზიოლოგი და მეცნიერი გურამ ბექაია; ინჟინერი და მეცნიერი ილია ხეროდინაშვილი; მუსიკოსი და პიანისტი ლაურა იაშვილი; ინჟინერ-მშენებელი რევაზ ასათიანი;
  • ალერგოლოგი და იმუნოლოგი მაია გოთუა; პოლიტიკოსი და ჟურნალისტი ვან ბაიბურთი; აზერბაიჯანელი დიპლომატი ჰასან ჰასანოვი; ფრანგი პიანისტი ელიზაბეთ სომბარტი (Elizabeth Sombart); დიზაინერი დემნა გვასალია.