ინფორმაცია თავდაპირველად გამოცემამ Aktual და აქტივისტმა, სამირა ბაიარამოვამ გაავრცელეს.

რატომ არის მნიშვნელოვანი: არსებული ინფორმაციით, ქართული ენის პედაგოგმა, რაჰმან მუსაევმა მეოთხე კლასელი ბავშვები მუხლებზე იმ მიზეზით დააყენა, რომ კარგად არ სწავლობდნენ.

  • როგორც ცნობილი, მან ბავშვებს ფოტო გადაუღო და მშობლებს გაუგზავნა.

დეტალები: მასწავლებელი პარალელურად, მარნეულის საკრებულოს წევრია ქართული ოცნებიდან. ბაირამოვა წერს, რომ ის ასევე სკოლის დირექტორის ძმის შვილი.

  • ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ფაქტს მარნეულის რესურსცენტრიც ადასტურებს.

სკოლის დირექტორმა მთავარ არხს უთხრა, რომ მასწავლებელმა, რაჰმან მუსაევმა განცხადება დაწერა და უკვე გაათავისუფლეს.

  • "მერე რა რომ ჩემი ძმიშვილია, ახლა მამა შვილზე არ იღებს პასუხისმგებლობას". [მთავარი არხის თარგმანი].
  • დირექტორი ამბობს, რომ პოლიცია არ მისულა — "დატოვა მასწავლებლის თანამდებობა და მორჩა".

გარდა ამისა, სამირა ბაირამოვა აღნიშნავს, რომ ეს პირველი შემთხვევა არაა და ბევრ სკოლაშია ასეთი სიტუაცია.

  • წერს, რომ ამის მთავარი მიზეზი სკოლის პოლიტიზებაა — "სკოლის დირექტორები უფრო პოლიტიკური როლს ასრულებენ ვიდრე საგანმანათლებლო".
  • რაც შეეხება სკოლის დირექტორს, აქტივისტი ამბობეს, რომ ვინც მას არ ემორჩილება სკოლიდან უშვებს.